23.10.2015

გაზეთი ქართული #3

კარგი იქნება,თუ შეძლებთ გაცნობას და გაგვიზიარებთ თქვენს მოსაზრებებს.
ჩვენ ამ დოკუმენტებით მივდივართ კონგრესის სესიებზე,როგორც ქვენის შიგნით,ასევე უცხოეთში.
23 ნოებბერს,გიორგობას,სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შედგება "ქართული ერთობის დარბაზის" [ქედი] გაფართოებული სხდომა,რომელზეც მოხდება დოკუმენტების მიღება,დამტკიცდება პროგრამა "ყოველთა ქართველთა,საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის' სესიების გამართვასთან,შოთა რუსთაველის 850 წლისთავის საერთაშორისო მასშტაბით აღნიშვნასთან დაკავშირებით.
ვითანამშრომლოთ ძლიერი საქართველოსათვის!
ქედ-ის აღმასრულებელი საბჭოს სახელით,
რამაზ ლომინაძე

დასკვნის სახით



პროგრამა დიდი გვაქვს. ამ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდგომ უამრავ კეთილ და კარგ წინადადებას და პროექტს მივიღებთ. ყველაფრის განხორციელება რეალურია და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად აქციონერთა რაოდენობაზეა დამოკიდებული.

მისია და პასუხისმგებლობა



თქვენ იცით, რომ:

ჩვენ დიდი სიმძიმე დავიდეთ ბეჭებზე, ვართ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა საერთაშორისო კონგრესის მოწვევის ინიციატორი;
 ვართ ინიციატორი გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნისა (პრემიერ-მინისტრს იმასაც კი ვთავაზობთ, რომ შოთას სახელი გაჟღერდეს გაეროს მსოფლიო ტრიბუნიდან მის გამოსვლაში). ეს არ უნდა იყოს უბრალოდ ზეიმი;
ჩვენ გვინდა, რომ მეცნიერებთან ერთად გავაკეთოთ საქართველოს პოტენციალის ანალიზი. ერთი მხრივ, შევქმნათ დიდი პრაქტიკული დანიშნულების შრომა „საქა­რთველოს პოტენციალი“. მეორე მხრივ, გავა­კეთოთ დღევანდელობის რეალური მე­ცნიერული ანალიზი და მეცნიერებთან ერთად ვიფიქროთ პროგრამაზე ამ მდგომარეობაში ქვეყანამ როგორ აამოქმედოს მისი პოტენციალი.

ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება და ვფიქრობთ მის განხორციელებაზე...



ვეძებთ ავტორებსაც და გადაცემების მხარდამჭერებსაც (სპონსორებს)

გადაცემათა ციკლი: „ფიქრი ამო­ძრა­ვებული მომავალია“. ქვეყნის გამო­რჩეულ ადამიანებს- მეცნიერებს, კუ­ლტურის მოღვაწეებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, გამორჩეულ სპეციალისტებს და მოაზროვნე ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება თავისუფლად, ყოველგვარი ჟურნალისტური შეკითხვებისა და ჩარევების გარეშე შეძლონ ხმამაღლა გამოთქვან თავისი ფიქრები.

ფსიქოლოგია და სოციოლოგია



ფსიქოლოგი ლევან ოდიშარია სერიოზულ საავტორო გადაცემაზე ფიქრობს, რომელიც მის პროფესიასთან იქნება დაკავშირებული.

პერსპექტიული პროექტები



ბატონი გოგი ჯაოშვილი თავის დროზე ტელევიზია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. სწორედ იმ დროს, როცა ეს ტელევიზია ქა­რთულ განწყობას ეყრდნობოდა და აძლიერებდა. აქ არიან ადამიანები, ვინც სხვადასხვა დოზით, მეტნაკლებად ვიყავით დაკავშირებული საინფორმაციო სივრცესთან, ტელევიზიებთან. რაც მთავარია, ვიცით, როგორი ტელევიზია სჭირდება დღეს საქართველოს. ჩვენ ისინი კარგ პროექტებს გვთავაზობენ მომავლისათვის. გადაწყვეტილი გვაქვს უმოკლეს პერიოდში განვიხილოთ სატელევიზიო და კინოს საქმის კარგი მცოდნის, ქალბატონ ნონა ღამბაშიძის წინადადებები.

ქართველები უცხოეთში და საქართველოს უცხოელი მეგობრები



თანამედროვე საქართველოს ცხოვრებაში განუზომლად დიდია უცხოეთში მცხო­ვრებ ქართველთა როლი. ქვეყანა პრა­ქტიკულად არსებობს შრომითი მი­გრანტებისა და ზოგადად, ქართული დი­ასპორის თანადგომის წყალობით. ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც ჩატარდება „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესი, შეიქმნება ტელევიზიის სარედაქციო ჯგუფები, თუ საკორესპოდენციო პუნქტები. ამ ეტაპზე ასეთების შექმნაა დაგეგმილი იმ ქვეყნებში, სადაც ქართველთა განსაკუთრებით დიდი კონცენტრაციაა (თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ისრაელი, იტალია, საფრანგეთი, საბე­რძნეთი, ესპანეთი, გერმანია და ა.შ)

ლიტერატურა და ხელოვნება



აკადემიკოსმა ომარ გოგიაშვილმა საჩუქრად გადმოგვცა რამდენიმე ნაწილი თავისი ჩანაწერებისა „ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობა“. მას გადაწყვეტილი აქვს სპეციალურად ჩვენი ტელევიზიისათვის მოამზადოს ამ პროექტის სრული ვერსია.

კარგია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი, დიასპორასთან თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი დემურ ბაშელიშვილი ფიქრობს ქართულ  ენასთან დაკავშირებულ საავტო­რო გადაცემაზე.

ქართული ინტერესი


კარგია, რომ ბატონ ირაკლი მაჭავარიანს გადაწყვეტილი აქვს გაუძღვეს საავტორო გადაცემას, „ქართული ინტერესი“, ყველაფერი, რაც ზემოთ ითქვა და რასაც ქვემოთ ვიტყვით, სწორედ ქართულ ინტერესთანაა დაკავშირებული და ეჭვი არ გვეპარება, რომ ბატონი ირაკლი და საავტორო თუ სხვა გადაცემათა ავტორები შევძლებთ გამოვკვეთოთ, რას ნიშნავს დღევანდელ მსოფლიოში ქართული ინტერესი და როგორ დავიცვათ იგი. რომ ქართული ინტერესი არ ებრძვის გლობალიზაციას, პირიქით, მას აღიარებს, როგორც ობიექტურ მოვლენას, მაგრამ მოქმედებს, რათა გლობალიზაციის უმძიმეს ეპოქაში არ დავკარგოთ თვითმყოფადობა.

იურისპრუდენცია



ქვეყანას ჰყავს გამორჩეული, რომელთაც დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი მქო­ნე იურისტები, სამწუხაროდ, მათ ვერც პარლამენტში ვხედავთ და ვერც ტელე­ვიზიებში. ჩვენ სერიოზულად ვთა­ნამშრომლობთ ცნობილ იურისტთან, ადა­მიანის უფლებათა დაცვის  ევრო­პული სასამართლოს წარმატებულ მო­სამა­რთლესთან, ბატონ მინდია უგრე­ხელიძესთან და გვსურს, მისი პატრონაჟით ვიფიქროთ როგორც საჯა­რო სატელევიზიო ლექციებზე,

დიპლომატია



ჩვენი დიდი სურვილია, მოხდეს საგა­რეო პოლიტიკის საკითხების მაღალკვა­ლიფიციური და აკადემიური განხილვა. ქვეყანას ჰყავს ასეთი დიპლომატები.

ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა



პროფესორი ამირან აფციაური მომავლის ენერგეტიკის პრობლემებზე მუშაობს. ჩვენ შევთანხმდით, რომ იგი აქტიურად ითანამშრომლებს ჩვენს ტელევიზიასთან, მით უფრო, რომ ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც ის გახლავთ, ტელეკომპანია „ქართულის“ 50 აქციით კოლექტიური აქციონერი გახდა

ეკონომიკა და ინოვაციები



ძლიერი საინვესტიციო გარემოს, თავისუფალი მეწარმეობისა და თავისუფალი მეწარმის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს. შეშინებული მეწარმე ქვეყნის ნგრევას ნიშნავს. დამოუკიდებელ საქართველოში სწორედ მეწარმეა მუდმივად შეშინებული - რისკი დასასრულს ნიშნავს. მეტიც, პრაქტიკულად არ არის კონკურენტული გარემო, ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ფლობს ახალი ეკონომიკის - საბაზრო ეკონომიკის ელემენტარულ პრინციპებსაც კი, უცხოეთიდან მეტი პოლიტიკა და  ყოველგვარი  ქართულის წინააღმდეგ მიმართული განწყობები უფრო შემოგვაქვს, ვინემ მომავლის ეკონომიკასთან დაკავშირებული პრინციპები. ნაცვლად ეკონომიკის ლიბერალიზაციისა, რომელიც ჰაერივით გვჭირდებოდა, მოვახდინეთ სრულიად გაუგებარი, ქართული ტრადიციებისა და უკვე დასავლეთისთვისაც მიუღებელი მორალური და ზნეობრივი ღირებულებების  ლიბერალიზაცია.  
„ქართული ერთობის დარბაზი“ გახდება ბიზნესის დაცვის ინსტიტუტი, ეკონომიკის ლიბერალიზაციის ინსტიტუტი, საკუთრების თავისუფლების დაცვის ინსტიტუტი. ჩვენი სურვილია, მოვიწვიოთ ახალი ეკონომიკის მცოდნე წარმატებული ქართველები, საქა­რთველოს მეგობრები, მივიღოთ მათგან გაკვეთილები და ხელისუფლებაც ვაიძულოთ უარი თქვას ბიზნესმენების დანიშვნაზე, ბიზნესში მეგობართა პატრონობაზე და გზა მისცეს იმ კანონებს, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანაში შეიქმნება კონკურენტული გარემო.

მეცნიერება და განათლება



ჩვენ ერთსულოვანნი ვართ იმ საკითხში, რომ განათლების პრობლემატიკა „ქა­რთულის“ უმთავრესი განხილვის საგა­ნი გახდეს. ვთქვათ პირდაპირ, ქა­რთულ  საგანმანათლებლო სისტემას ბე­ვრი მტერი აღმოუჩნდა ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც. ფაქტია, რომ არც ერთი ხელისუფლებისთვის განათლება ვერ გახდა ნომერი პირველი პრიორიტეტი. ქვეყნის „გარე პატრონებს“ სურთ ჩვენი გადაქცევა მომსახურე ერად.

ჩვენი ეპოქა

მაღალინტელექტუალური სატელევიზიო ეთერი

ძალიან სასიამოვნოა, რომ ცნობილი მოღვაწეები უამრავ კონკრეტულ წინადადებებს გვთავაზობენ.

1. ჩვენი ეპოქა

გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ ყველანი აღფრთოვანებული ვართ ბატონი მერაბ  ბერძენიშვილის პოზიციით, მხარდა­ჭერითა და კონკრეტული  მოქმედებით. ორჯერ შეკრიბა ძლიერი სპეციალისტები, რომ შეიქმნას ტელევიზიის ჰიმნი. მისი უკვდავი ქმნილება „კიდევაც დაი­ზრდებიან“ ხომ ჩვენი დარბაზის ემბლე­მად იქცა. ბედნიერება იქნება საქა­რთველოსთვის, საქართველოს მეგო­ბრებისთვის გადაცემების ხილვა მერაბ ბერძენიშვილის სახლ-მუზეუმიდან.

ბატონი  რეზო ესაძე ფიქრობს საავტორო გადაცემაზე „ვინც მომენატრა“ . ბატონი რეზო დიდი პიროვნებაა და არავისთვის საეჭვო არ არის, რომ მას სწორედ ის ხალხი მოენატრა, ვინც ყველას მოგვენატრა, ვისი ქართული სიტყვაც სჭირდება დღეს საქართველოს.

ქველმოქმედთა დიდი ერთობა


ჩვენ ვუერთდებით „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელთა განწყობას და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიმეორებთ მეცნიერების ამ დიდ ტაძარში:

„ჩვენ ვიქნებით ამაყნი და ბედნიერნი, თუ საერთო თანადგომით, ქველმოქმედთა და მეცენატთა, 21-ე საუკუნის სარაჯიშვილთა და ზუბალაშვილთა მხარდაჭერით, ხალხის მხარდაჭერით, მოაზროვნე ადამიანების მხარდაჭერით - საქართველოს მივცემთ მართალ, თბილ, სიყვარულით სავსე ტელევიზიას.“

ტელევიზიის ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში

II. ტელევიზიის ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში

ტელევიზია, პრინციპულზე პრინციპული საკითხია. ჩვენ ერთნი ვართ იმ დასკვნაში, რომ არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ პოლიტიკურ ძალას ისეთი დამანგრეველი დარტყმა არ მიუყენებია ქართული ერო­ვნული საყრდენებისათვის, ქართუ­ლი ცნობიერებისათვის, როგორც ეს დამო­უკიდებელ საქართველოში გააკე­თეს საინფორმაციო საშუალებებმა, უპირვე­ლესად ტელევიზიებმა, ელექტრონულმა მედიამ. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდა ბინძური ანტიქართული ზრა­ხვების განხორციელებას, რომ მას არ  ჰქონოდა საინფორმაციო, უპირველესად, სატელევიზიო მხარდაჭერა.

საყრდენი სვეტები

I. საყრდენი სვეტები

„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელებს და აღმასრულებელ საბჭოს მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კონსულტაციებს პროფესიონალ და მოაზროვნე ადამიანებთან. ვიცით, რომ  თქვენ არაერთ სასარგებლო და საინტერესო რჩევას მოგვცემთ, ვიცით, რომ თქვენ ბევრ ვინმეს თვითონვე დაეთათბირებით ამ საკითხზე ჩვენ და ასეთი სისტემით, უმოკლეს პერიოდში შევძლებთ, ჩამოვაყალიბოთ მომავლის საქა­რთველოსათვის  საჭირო  ქართული განწყობის ტელევიზია .

კონსულტაციები, რომლებიც მიმდინარეობს ყველაზე ფართო წრეებთან, დაგვირგვინდება 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, საერთო კონცეფციის გასაჯაროებით   ტელევიზიის ღია ეთერში.

მეცნიერება - პოლიტიკური ოპტიმიზმის საფუძველი




ჩვენ ორიენტირებული ვართ ფუ-ნდამენტურ და გამოყენებითი მეცნიერების გაძლიერებაზე. სამწუხაროდ, რაც იყო განადგურდა და არ ჩანს მოძრაობა  მისი აღდგენის მიზნით.

რატომ ვსვამთ საკითხს ასე პრი-ნციპულად?

ქვეყნისათვის ისეთი საშური საქმე, როგორიცაა მაღალტექნოლოგიური, ენე­რგოეკონომიური და მცირედ მასალა-ტევადი წარმოების განვითარება, წარმო­უდგენელია მეცნიერების გარეშე. 

ჩვენ ვიქნებით თავისუფალი მეწარმეობისა და თავისუფალი მეწარმის დაცვის ძლიერი ინსტიტუტი


ძლიერი საინვესტიციო გარემოს, თავი­სუფალი მეწარმეობისა და თავისუფალი მეწარმის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს. შეშინებული მეწარმე ქვეყნის ნგრევას ნიშნავს. დამოუკიდებელ საქა­რთველოში სწორედ მეწარმეა მუდმივად შე­შინებული - რისკი დასასრულს ნი­შნავს. მეტიც, პრაქტიკულად არ არის კო­ნკურენტული გარემო. ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ფლობს ახალი ეკონომიკის - საბაზრო ეკონომიკის ელემენტარულ პრინციპებსაც კი, უცხოეთიდან მეტი პოლიტიკა და  ყოველგვარი  ქართულის წინააღმდეგ მიმა­რთული განწყობები უფრო შემოგვაქვს, ვიდრე მომავლის ეკონომიკასთან დაკა­ვშირებული პრინციპები. ნაცვლად ეკო­ნომიკის ლიბერალიზაციისა, რომელიც ჰაერი­ვით გვჭირდებოდა მოვახდინეთ სრუ­ლიად გაუგებარი, ქართული ტრადიციებისა და უკვე დასავლეთისთვისაც მიუღებელი მორალური და ზნეობრივი ღირებულებების  ლიბერალიზაცია.  

„ქართული ერთობის დარბაზი“ ეს იქნება ბიზნესის დაცვის ინსტიტუტი, ეკო­ნომიკის ლიბერალიზაციის ინსტიტუტი, საკუთრების თავისუფლების დაცვის ინსტი­ტუტი. ჩვენი სურვილია, მოვიწვიოთ ახა­ლი ეკონომიკის მცოდნე წარმატებული ქართველები, საქა­რთველოს მეგობრები, მივიღოთ მათგან გაკვეთილები და ხელი­სუფლებაც ვაიძულოთ უარი თქვას ბიზნე­სმენების დანიშვნაზე, ბიზნესში მეგობართა პატრონობაზე და გზა მისცეს იმ კანონებს, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანაში შეი­ქმნება კონკურენტული გარემო.

ასეთი წარმატებული ადამიანები უა­მრავნი არიან ევროპაშიც, ამერიკაშიც, ჩინეთშიც, ბრაზილიაშიც. რატომღაც ასეთი ხალხის უფრო ეშინიათ ხელისუფალთ, ვი­დრე ფიქრობენ მათი გამოცდილების გა­ზიარებაზე.

პირდაპირ და მოკლედ ვამბობთ, დღე­მდე საქართველოში ეკონომიკას, ეკო­ნომიკურ პროცესებს წარმართავენ,  ეკო­ნომიკაზე და ეკონომიკურ რეფორმებზე საუბრობენ თეორეტიკოსები - ხალხი, რომელთაც თვითონ არაფერი შეუქმნიათ და საქმის კაცებს ჭკუას ასწავლიან.

განათლება ნომერ პირველი პრიორიტეტი


ჩვენ ერთსულოვანნი ვართ იმაში, რომ განათლების პრობლემატიკა უმთავრესი განხილვის საგანი იყოს. ვთქვათ პირდაპირ, ქართულ  საგანმანათლებლო სისტემას ბე­ვრი მტერი აღმოუჩნდა ქვეყანაშიც და ქვე­ყნის გარეთაც. ფაქტია, რომ არც ერთი ხელისუფლებისთვის განათლება ვერ გა­ხდა ნომერი პირველი პრიორიტეტი. ქვე­ყნის „გარე პატრონებს“ ჩვენი გადაქცევა მომსახურე ერად უნდათ.

21.10.2015

ფოტოკოლაჟი

 ჩვენ ერთად ვქმნით ტელევიზია "ქართულს"


ქართული ერთობის დარბაზს



ჩვენ მივესალმებით თქვენს შესანიშნავ ინიციატივას, გააერთიანოთ ქვეყნის გულშემატკივარი, აქტიური და შემოქმედი ძალები და გაუხსნათ მათ სივრცე აზრის თავისუფლად გამოხატვისათვის.

ჩვენ ვიწყებთ





ჩვენ ვიწყებთმოქმედების მანიფესტისგანწყობით ცხოვრებას. ..

ღმერთმა იმედი ნუ მოგვიშალოს!


მეცნიერებათა აკადემიაში გამართულმა დისკუ­სიამ, შემდგომმა შეხვედრებმა, ტელეკომპანია „ქართულის“ ეთერით დისკუსიის სრულად ჩვენებამ, გააჩინა დიდი იმედი, რაც მისასალმებელია, მაგრამ ვიყოთ გულახდილნი, გამოიკვეთა უიმედობაც.

მე გავხდი აქციონერი!


ჩვენ ერთად ვქმნით ტელევიზია
„ქართულს“
 
ჩემს მოვალეობად ვთვლი დავდგე ამ ეროვნულ საქმესთან. უკვე ვარ 60 აქციის მფლობელი და წლის ბოლომდე 100-მდე გავზრდი და ყოველწლიურად დამატებით 100 აქციის მფლობელი გავხდები.

გახდი აქციონერი!



ერთი  აქციის ღირებულება შეადგენს 50 ლარს.

მისი შეძენა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, საქართველოში და მსოფლიოს ნებმისმიერ კუთხეში, ნებისმიერ ვალუტაში.

შემოგვიერთდით!


ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერთ გვეამაყება, რომ ვართ „ქართულის“ აქციონერები, იმ ტელევიზიის აქციონერები, რომელიც ქართველ ხალხს საჩუქრად გადასცა დიდმა ქართველმა კინორეჟისორმა, რეზო ჩხეიძემ და რომლის ემბლემა შექმნა დიდმა მო­ქანდაკემ, მერაბ ბერძენიშვილმა.

პერსპექტივა



აქციონერთა და სპონსორთა სიმრავლე შესაძლებლობას მოგვცემს ახალ წლამდე ეტა­პობრივად გადავიდეთ სატელიტურ მაუწყე­ბლობაზე (ანუ მისი ნახვა მთელ მსოფლიოში იყოს შესაძლებელი).

სად ვუყუროთ ტელევიზიას „ქართული“


ამ ეტაპზე გადაცემების ნახვა პირდაპირ ეთერში შესაძლებელია: „სილქნეტის“ 259-ე არხზე,  myvideo.ge-ზე, ტელეკომპანია „ქართულის“ ვებ.გვერდზე qtv.com.ge


ღმერთმა იმედი ნუ მოგვიშალოს!


მეცნიერებათა აკადემიაში გამართულმა დისკუ­სიამ, შემდგომმა შეხვედრებმა, ტელეკომპანია „ქართულის“ ეთერით დისკუსიის სრულად ჩვენებამ, გააჩინა დიდი იმედი, რაც მისასალმებელია, მაგრამ ვიყოთ გულახდილნი, გამოიკვეთა უიმედობაც.

პოზიცია

პოზიცია

განათლება ნომერ პირველი პრიორიტეტი

ჩვენ ერთსულოვანნი ვართ იმაში, რომ განათლების პრობლემატიკა უმთავრესი განხილვის საგანი იყოს. ვთქვათ პირდაპირ, ქართულ  საგანმანათლებლო სისტემას ბე­ვრი მტერი აღმოუჩნდა ქვეყანაშიც და ქვე­ყნის გარეთაც. ფაქტია, რომ არც ერთი ხელისუფლებისთვის განათლება ვერ გა­ხდა ნომერი პირველი პრიორიტეტი. ქვე­ყნის „გარე პატრონებს“ ჩვენი გადაქცევა მომსახურე ერად უნდათ.

მართალი ტელევიზია (საგაზეთო ვარიანტი)

მართალი ტელევიზია

მხოლოდ ასეთი ტელევიზია შეიძლება გახდეს საქართველოსთვის მომავლის ტელევიზია
დისკუსია მეცნიერებათა აკადემიაში ,ტელევიზია „ქართულის“ მომავალზე

„ქართული ერთობის დარბაზისა“ და აღმასრულებელი საბჭოს მოსაზრებები შეკრებილთ წარუდგინა აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა რამაზ ლომინაძემ

07.10.2015

ჩვენ ვიქნებით თავისუფალი მეწარმეობისა და თავისუფალი მეწარმის დაცვის ინსტიტუტი

ქართული ერთობის დარბაზის
პოზიცია



ძლიერი საინვესტიციო გარემოს, თავისუფალი მეწარმეობისა და თავისუფალი მეწარმის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს. შეშინებული მეწარმე ქვეყნის ნგრევას ნიშნავს. დამოუკიდებელ საქართველოში სწორედ მეწარმეა მუდმივად შეშინებული - რისკი დასასრულს ნიშნავს. მეტიც, პრაქტიკულად არ არის კონკურენტული გარემო. ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ფლობს ახალი ეკონომიკის - საბაზრო ეკონომიკის ელემენტარულ პრინციპებსაც კი, უცხოეთიდან მეტი პოლიტიკა და  ყოველგვარი  ქართულის წინააღმდეგ მიმართული განწყობები უფრო შემოგვაქვს, ვიდრე მომავლის ეკონომიკასთან დაკავშირებული პრინციპები. ნაცვლად ეკონომიკის ლიბერალიზაციისა, რომელიც ჰაერივით გვჭირდებოდა მოვახდინეთ სრულიად გაუგებარი, ქართული ტრადიციებისა და უკვე დასავლეთისთვისაც მიუღებელი მორალური და ზნეობრივი ღირებულებების  ლიბერალიზაცია.   

განათლება ნომერ პირველი პრიორიტეტი

ქართული ერთობის დარბაზის
პოზიცია



ჩვენ ერთსულოვანნი ვართ იმაში, რომ განათლების პრობლემატიკა უმთავრესი განხილვის საგანი იყოს. ვთქვათ პირდაპირ, ქართულ  საგანმანათლებლო სისტემას ბევრი მტერი აღმოუჩნდა ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც. ფაქტია, რომ არც ერთი ხელისუფლებისთვის განათლება ვერ გახდა ნომერი პირველი პრიორიტეტი. ქვეყნის „გარე პატრონებს“ ჩვენი გადაქცევა მომსახურე ერად უნდათ.

მეცნიერება - პოლიტიკური ოპტიმიზმის საფუძველი

ქართული ერთობის დარბაზის
პოზიცია

 მეცნიერება - პოლიტიკური ოპტიმიზმის საფუძველი


ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ფუნდამენტურ და გამოყენებითი მეცნიერების გაძლიერებაზე. სამწუხაროდ, რაც იყო განადგურდა და არ ჩანს მოძრაობა  მისი აღდგენის მიზნით.

05.10.2015

პროფ. რამაზ ლომინაძე რადიო თავისუფლების ეთერში




რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის ერთ-ერთი ორგანიზატორი რამაზ ლომინაძე, რომელმაც „დარბაზის“ ფუნქციებსა და ამოცანებზე ილაპარაკა.