ჩვენ ვიწყებთ „მოქმედების მანიფესტის“ განწყობით ცხოვრებას. ..
ჩვენ ვიწყებთ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ეპოქის ანალიზით...;
ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ მეცნიერთა მონაწილეობით შევქმნათ დოკუმენტური მასალა იმის შესახებ,
თუ რა მისცა მსოფლიო ცივილიზაციას საქართველომ...;
ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ დოკუმენტურად ვისაუბროთ ჩვენს უცხოელ მეგობრებზე, როგორც დიდი ილია იტყოდა, „შორეულ თავისიანებზე“, იქნებ თავი დავიხსნათ დღევანდელი ყალბი და გამოგონილი მეგობრებისაგან...;
ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ საქართველოს და მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ ის დიდი კულტურული და მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც წარსულში დაკავშირებულია ქართველებთან და დღესაც უამრავი ქართველი მთელს მსოფლიოში საოცრებებს ახდენს ...;
ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, როგორ ცხოვრობენ უცხოელები საქართველოში და როგორია დამოკიდებულება ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი უცხოეთში.
ჩვენი მიზანია ქართული იდეით საქართველოს გაერთიანება
.
ჩვენ ერთად ვდგავართ ქვეყნის ძნე-ლბედობის ჟამს, ერთად ვმოქმედებთ ერისა და ბერის გაერთიანებისათვის, თაობათა ერთიანობისათვის... სიყვარულით ვქმნით ქართული განწყობისა და პლანეტარული აზროვნების ტელეკომპანიას - „ქართული“, რომლის აქციონერობა თითოეული ჩვენ-განისათვის, საქართველოს ყოველი მოქალაქისათვის, მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქართველების, საქართველოს შვილებისა დასაქართველოს მეგობრებისათვის დიდ ქართულ პროცესში მონაწილეობის დასტური იქნება.
დიახ! ასეთი დიდი ქართული საკითხებით ვიწყებთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება დიდი თანადგომა - ამდიდი ქართული პროექტისადმი შეძლებულთა სიუხვე და არა - სიძუნწე! ვიმეორებთ, სიუხვე და არა - სიძუნწე!!!
Комментариев нет:
Отправить комментарий