განსაკუთრებით
მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ისეთი თავისუფალი
ტელევიზიის ჩამოყალიბება, რომელიც უპირველეს ადგილს ეროვნულ მემკვიდრეობასა და პრობლემებს
დაუთმობს, რომელიც კულტურულ - საგანმანათლებლო ფუნქციას შეასრულებს ქვეყნის თანამედროვე ცხოვრებაში.
ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ თქვენთან მეცნიერული
თუ სხვა საკითხების გადასაწყვეტად; ხოლო რაც შეეხება ტელევიზიას, გთავაზობთ წინადადებას, სამეცნიერო - პოპულარული გადაცემებისათვის დაწესდეს კვირაში
ერთი საათი და ჩვენ მას ვუზრუნველყოფთ მაღალხარისხოვანი აქტუალური
პროგრამებით .
პატივისცემით,
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
პრეზიდენტი, აკადემიკოსი
გ. კვესიტაძე.
Комментариев нет:
Отправить комментарий