23.10.2015

დიპლომატია



ჩვენი დიდი სურვილია, მოხდეს საგა­რეო პოლიტიკის საკითხების მაღალკვა­ლიფიციური და აკადემიური განხილვა. ქვეყანას ჰყავს ასეთი დიპლომატები. დიდი სურვილია, კონსულტაციები მივიღოთ უკვე ცნობილი დიპლომატებისაგან. ბატონ პეტრე ჩხეიძისა (წლების განმავლობაში წარმოადგენდა საქართველოს გაეროში, იყო საქართველოს ელჩი აშშ-ს და რუსეთში, არის მეცნიერებათა დოქტორი) და თეიმურაზ მამაცაშვილისაგან (წლების განმავლობაში იყო საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში, ხელმძღვანელობდა საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამინისტროს). საინტერესოდ გვეჩვენება მეცნიერების დოქტორის, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის ბატონი ზურაბ ხონელიძის  მოსაზრებები, რომელთა განხილვა შეიძლება მოეწყოს მისსავე საავტორო გადაცემაში.

საინტერესო საავტორო გადაცემას გვპი­რდება ქალბატონი თამთა ბერიაშვილი, მას აქვს დიპლომატიური გამოცდილება, არის ჟურნალისტი და დარწმუნებული ვართ, გადაცემა „პრობლემა“ ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო იქნება.

Комментариев нет:

Отправить комментарий