23.10.2015

იურისპრუდენცია



ქვეყანას ჰყავს გამორჩეული, რომელთაც დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი მქო­ნე იურისტები, სამწუხაროდ, მათ ვერც პარლამენტში ვხედავთ და ვერც ტელე­ვიზიებში. ჩვენ სერიოზულად ვთა­ნამშრომლობთ ცნობილ იურისტთან, ადა­მიანის უფლებათა დაცვის  ევრო­პული სასამართლოს წარმატებულ მო­სამა­რთლესთან, ბატონ მინდია უგრე­ხელიძესთან და გვსურს, მისი პატრონაჟით ვიფიქროთ როგორც საჯა­რო სატელევიზიო ლექციებზე, ასევე დისკუსიებზე საზოგადოებისათვის საინტე­რესო სამართლებრივ საკითხებზე და რაც მთავარია, იმ დიდი წამოწყების ახლებურ გაგრძელებაზე, რასაც ჰქვია „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“, რაც დიდი მხარდაჭერით იქნა აღიარებული ევროპის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ბატონი ვალდჰაბერის მიერ. ამ საქმის სათავეებთან, სწორედ ბატონი მინდია უგრეხელიძე იყო.

ბატონმა ალექსი კობაიძემ სამართლებრივი ხასიათის კარგი გადაცემა შემოგვთავაზა.

პრაქტიკულად მზად არის პროგრამა „მხილების ვერნისაჟი“ რომლის მიხედვით მომზადებული „მხილების მუზეუმი“ მთლიანად არაერთი ბანერითა და სტენდით  2011 წლის 26 მაისის ცნობილი მოვლენების დროს გაიტაცა მაშინდელმა ხელისუფლებამ.

Комментариев нет:

Отправить комментарий