აკადემიკოსმა ომარ გოგიაშვილმა საჩუქრად გადმოგვცა რამდენიმე ნაწილი თავისი ჩანაწერებისა „ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობა“. მას გადაწყვეტილი აქვს სპეციალურად ჩვენი ტელევიზიისათვის მოამზადოს ამ პროექტის სრული ვერსია.
კარგია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი, დიასპორასთან თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი დემურ ბაშელიშვილი ფიქრობს ქართულ ენასთან დაკავშირებულ საავტორო გადაცემაზე.
უაღრესად საინტერესო კვლევები აქვს ქართულ ენასთან დაკავშირებით პროფესორ ალეკო ცინცაძეს. ჩვენ ძალიან გვინდა მისი თანამშრომლობა ტელევიზიასთან.
გვეამაყება, რომ ტელევიზია „ქართულთან“ ითანამშრომლებს პროფესორი ზაალ გიგინეიშვილი, ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ უკვე უამრავი საინტერესო კვლევის ავტორი, მათ შორის „ვეფხისტყაოსანზე“
ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ ანსამბლ „რუსთავის“ წამყვანი სოლისტის, „ქართული ერთობის დარბაზის“ წევრის, ბატონ დავით გველესიანის თანამშრომლობას ტელევიზია „ქართულთან“
მწერალი კობა არაბული და კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი ჩვენი ტელევიზიის დიდი მეგობრები არიან და უაღრესად კარგ პროექტებს გვთავაზობენ.
ძალიან კარგია, რომ „ივერიელი“ ორი ჯუჯა(ნუგზარ კვაშალი და ვახტანგ ტატიშვილი) ტელევიზია„ქართულთან“ დაკავშირებულ თავიანთი კლიპით უკვე შემოვიდნენ ამ დიდ ქართულ არეალში.
ცნობილი კინოხელოვანის, პროფესორ ვახტანგ კუნცევის და მისი გუნდის წინადადებით კვირაში ორი დღე ახალგაზრდულ პროგრამებს დაეთმობა
დღემდე ბევრი საინტერესო გადაცემის ავტორია ქალბატონი ირინა თურქია, ჩვენ ინტერესით ვუყურებთ მის გადაცემებს „ხელოვნების დრო“ დარწმუნებული ვართ მომავალშიც ვითანამშრომლებთ
განსაკუთრებულად უნდა ვთქვათ ერთი პროექტის თაობაზე: „ქართული თეატრის ოქროს ფონდი“მას რეზო ჩხეიძის შვილი, ცნობილი რეჟისორი და მსახიობი ბიძინა ჩხეიძე გვთავაზობს. მისი სურვილია, ისტორიას შემოვუნახოთ საქართველოს თეატრებში განხორციელებული საუკეთესო დადგმები.
დიდ იმედს ვამყარებთ ბატონ ზურაბ წერეთელზე, რომელიც „ქართული ერთობის დარბაზის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და ჯერ კიდევ ბატონ რეზო ჩხეიძესთან საუბრისას გამოთქვა სრული და ყოველმხრივი მხარდაჭერის მზადყოფნა
ტელევიზიას გვერდში უდგანან სახვითი ხელოვნების ისეთი დიდოსტატები, როგორებიც ბრძანდებიან ბატონები: გივი თოიძე, თემურ გოცაძე, მურაზ მურვანიძე, ილო პატაშური, ემზარ ცირდავა
Комментариев нет:
Отправить комментарий