თანამედროვე საქართველოს ცხოვრებაში განუზომლად დიდია უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა როლი. ქვეყანა პრაქტიკულად არსებობს შრომითი მიგრანტებისა და ზოგადად, ქართული დიასპორის თანადგომის წყალობით. ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც ჩატარდება „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესი, შეიქმნება ტელევიზიის სარედაქციო ჯგუფები, თუ საკორესპოდენციო პუნქტები. ამ ეტაპზე ასეთების შექმნაა დაგეგმილი იმ ქვეყნებში, სადაც ქართველთა განსაკუთრებით დიდი კონცენტრაციაა (თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ისრაელი, იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, გერმანია და ა.შ)
ყველა აღნიშნულ ქვეყანაში შექმნილ სატელევიზიო კორპუნქტებთან თანამშრომლობით, ტელევიზია აამოქმედებს პროექტებს ორი მიმართულებით: ქართველები ამ ქვეყანაში და საქართველოს მეგობრები აღნიშნულ ქვეყანაში. მაგალითისათვის: ქართველები გერმანიაში და „საქართველოს მეგობრები გერმანიაში“. ჩაფიქრებულია ასეთი მუშაობა არა მხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებში, არამედ ზოგიერთ ქალაქშიც. სადღეისოდ ყველაზე ძლიერი ბაზა ამისათვის არსებობს ქალაქ მოსკოვში, სოჭში, პეტერბურგში, ვორონეჟში და ბევრ სხვა ქალაქში.
მივესალმებით ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილის ჩვენთან ყოფნას. თქვენ იცით, როგორი ინიციატივიანი კაცია, მჭექარე ხმაც აქვს და მართლაც, დიდი საქმე გაკეთდება, როცა გაუძღვება გადაცემას პირობითი სახელწოდებით „ტოლერანტობა“. დიდად სასიამოვნოა, რომ ამ საქმიანობაში თავის სიტყვას იტყვის მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, ქართულ-ებრაული ურთიერთობის მუზეუმის დირექტორი, კაცი, რომელსაც არაერთი ქვეყნის ხელმძღვანელი, თხოვს კონსულტაციასა და რჩევა-დარიგებას, ბატონი გივი ღამბაშიძე.
უცხოეთში მცხოვრები ბევრი ცნობილი ხელოვანი და საინტერესო პიროვნება გამოთქვამს თანადგომას. ისინი კონგრესის ჩატარების საინიციატივო ჯგუფებს ჩაუდგნენ სათავეში. ჩვენ განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ქართული წარმომავლობის ცნობილ პიროვნებებს თურქეთში, უპირველესად ისმეთ აჯარს,მევლუდ ართვინლს, მეთინ ულუდაღს (ხმალაძე) და ოთარ იმედაშვილს
ჩვენი დიდი სურვილია ქალბატონმა მარინა კაჟაშვილმა ცხინვალიდან და ბატონმა მურად ანჯაფარიძემსოხუმიდან შეძლონ ხიზანთა პრობლემების წარმოჩენა. სასურველი იქნება, რომ ეს გადაცემა ხიზანთა დიდ სათათბიროდ იქცეს და ყველა დაინტერესებულ პიროვნებას ჰქონდეს მასში მონაწილეობის საშუალება.
ქართული დიასპორის საკითხებზე გაგვიჭირდება უკეთესი პიროვნების მოძებნა, ვინემ ბატონი სანდრო ნონეშვილია. ეჭვი არ მეპარება, იგი მოძებნის დროსაც და ბევრ საინტერესო პიროვნებასაც ქვეყნის გარეთ წასული პრაქტიკულად ნახევარი საქართველოს პრობლემების გასაშუქებლად.
Комментариев нет:
Отправить комментарий