ჩვენ ერთსულოვანნი ვართ იმ საკითხში, რომ განათლების პრობლემატიკა „ქართულის“ უმთავრესი განხილვის საგანი გახდეს. ვთქვათ პირდაპირ, ქართულ საგანმანათლებლო სისტემას ბევრი მტერი აღმოუჩნდა ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც. ფაქტია, რომ არც ერთი ხელისუფლებისთვის განათლება ვერ გახდა ნომერი პირველი პრიორიტეტი. ქვეყნის „გარე პატრონებს“ სურთ ჩვენი გადაქცევა მომსახურე ერად.
ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს. „ქართული ერთობის დარბაზი“ თვითონ აპირებს ჩაუდგეს სათავეში ამ დისკუსიას.
ჩვენ ვთხოვეთ საგანმანათლებლო საქმის წარმატებულ ორგანიზატორებს, ამერიკის ფიზიკური აკადემიის წევრს, პროფესორ მერაბ ჯიბლაძეს და განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ქალბატონ ინეზა იამანიძეს იყვნენ ჩვენი მრჩეველები ამ საკითხებში.
ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ საქმის მცოდნეთა, პროფესიონალთა დიდი გუნდი შეიკვრება და შევძლებთ საერთო-სახალხო დისკუსიის გამართვას და რეალური პროგრამების შემუშავებას. მივაგნებთ იმ პოლიტიკურ გუნდებს, რომელთაც სწორედ განათლება მიაჩნიათ ქვეყნის უპირველეს საქმედ და შესაბამისი პროგრამებიც აქვთ.
მეცნიერების პრობლემებზე ფიქრობს გადაცემების მომზადებას პროფესორი ილია თავხელიძე. იგი ცნობილი მეცნიერია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ორი სახელოვანი პრეზიდენტის, ბატონ ილია ვეკუასა და ბატონ ალეკო თავხელიძის ოჯახების შთამომავალი.
ქვეყნის მომავალზე - ბავშვებზე გადაცემების ციკლში წარმოდგენილი იქნება აღზრდის, განათლების, ჯანდაცვის პრობლემები და მათი გადაწყვეტის კომპლექსური გზები. სასიამოვნოა, რომ ამ ციკლს წარუძღვება ჩვენი დროის დიდი ქართველი დედა - ქალბატონი ია მეტრეველი.
Комментариев нет:
Отправить комментарий