23.10.2015

მეცნიერება - პოლიტიკური ოპტიმიზმის საფუძველი




ჩვენ ორიენტირებული ვართ ფუ-ნდამენტურ და გამოყენებითი მეცნიერების გაძლიერებაზე. სამწუხაროდ, რაც იყო განადგურდა და არ ჩანს მოძრაობა  მისი აღდგენის მიზნით.

რატომ ვსვამთ საკითხს ასე პრი-ნციპულად?

ქვეყნისათვის ისეთი საშური საქმე, როგორიცაა მაღალტექნოლოგიური, ენე­რგოეკონომიური და მცირედ მასალა-ტევადი წარმოების განვითარება, წარმო­უდგენელია მეცნიერების გარეშე. 

კონკურენტუნარიანი სამამულო პროდუქციის გატანა საზღვარგარეთ გახლავთ ქვეყნის გადარჩენის ის ერთადე­რთი  რეალური გზა, რომელიც სწო­რედ წარმოებით და არა რაღაც გაუგებარი და საეჭვო  ბიზნესსფეროების განვითარებით გააცოცხლებს ქვეყნის ეკო­ნომიკას.  ჩვენთვის სრულიად მიუღე­ბელია მდგომარეობა, როდესაც   მთლიანი შიდა პროდუქტი  (მშპ) იზრდება რეექსპორტის (ავტომობილები და სხვა)   ხარჯზე.  განსაკუთრებით საგანგაშოა ეკო­ნომიკის ზრდა ისეთი პროდუქტის ექსპორტის ხარჯზე, როგორიცაა ჯართი,  სილიკომანგანუმი,  მარგანეცი, ხე-ტყე, ოქრო. ეს გახლავთ მე-18, მე - 19 საუ­კუნეებიდან დაწყებული  კოლონიური ქვეყნებისადმი   მძარცველობითი  დამოკი­დებულების  ცივილიზებული ფორმით გა­გრძელება.

მსოფლიო და ქართული გამოცდილება ადასტურებს, რომ მეცნიერებაში ჩადე­ბული ინვესტიცია სულ რამდენიმე წე­ლიწადში როგორც მინიმუმ, ათმაგდება. ჩვენთვის მითუმეტეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან  ოდითგან საქართველოს სა­ხელი მსოფლიოში დაკავშირებულია მაღალ ინტელექტთან.   საბედნიეროდ, ინტელექტია ჯერ კიდევ ქვეყნის ყველაზე დიდი კაპიტალია.

სწორედ  მეცნიერებაზე დამყარე­ბული ძლიერი ეკონომიკა  გახდება  მყარი საფუძველი ყველა სხვა სფე­როს, უპირველესად, ისევ მეცნიერებისა და განათლების შემდგომი განვითარე­ბისათვის. ის უზრუნველყოფს ყოველი ადამიანის როგორც სოციალურ დაცვას, ისე კულტურულ და ფიზიკურ განვითარებას.

მეცნიერების, განათლებისა და წა­რმოების ურთიერთგანვითარებით  მი­ღწე­ული ქვეყნის სიძლიერე გახდება სახე­ლმწიფოს  კვლავ გაერთიანების მყა­რი საფუძველი. დრომ გვიჩვენა, რომ უცხოელთა კეთილი ნების იმედით ყო­ფნამ  სიკეთე ვერ მოგვიტანა. რაიმე ძალა­დობრივი მეთოდებით ჩვენი სამართლიანი მიზნების მიღწევა კი დღევანდელ რეალობაში - საერთოდ გამორიცხულია.

სწორედ ამიტომ, დაუღალავად ვიმე­ორებთ თეზას მეცნიერების, როგორც ყოველივე სიკეთის  ბალავრის შესახებ. მასში ჩვენ ვხედავთ ყოველი ქართველის უზენაესი მიზნის მიღწევის  საფუძველთა საფუძველს.

ლოგიკური ჯაჭვი: განათლება -  მე­ცნიერება - მაღალტექნოლოგიური წა­რმოება - ეკონომიკური ძლიერება - სო­ციალური დაცულობა, თავისთავად მი­გვიყვანს დროებით არაკონტროლირებად  ტერიტორიებზე  მცხოვრები ჩვენი ძმების სწორ გადაწყვეტილებამდე და  სამშობლოს განვითარების  შემდგომ  ეტაპთან - სახელმწიფოს გაერთიანებასთან. 

მეცნიერებაზე ორიენტირებულ  სახე­ლმწიფოს შეუძლია ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა აქციოს პოლიტიკად... ეს თავის დროზე შეძლო დავით აღმაშენებელმა... დღეს  ეს ძალუძს მეცნიერებს... ეს იქნება საქართველოს პოლიტიკური ოპტიმიზმის დასაწყისი.

ასეთია „ქართული ერთობის დარბაზის“ პოზიცია, რომლის რეალიზე­ბასაც სჭირდება ერისა და ბერის ერთი­ანობა. სწორედ  ამიტომ,  ამ ნააზრევით  მივდივართ  „ქართული ერთობის დარბა­ზის“ კონგრესის მომავალ სესიებზე, რო­გორც ქვეყნის შიგნით, ასევე  უცხოეთში.

Комментариев нет:

Отправить комментарий