23.10.2015

ჩვენ ვიქნებით თავისუფალი მეწარმეობისა და თავისუფალი მეწარმის დაცვის ძლიერი ინსტიტუტი


ძლიერი საინვესტიციო გარემოს, თავი­სუფალი მეწარმეობისა და თავისუფალი მეწარმის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს. შეშინებული მეწარმე ქვეყნის ნგრევას ნიშნავს. დამოუკიდებელ საქა­რთველოში სწორედ მეწარმეა მუდმივად შე­შინებული - რისკი დასასრულს ნი­შნავს. მეტიც, პრაქტიკულად არ არის კო­ნკურენტული გარემო. ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ფლობს ახალი ეკონომიკის - საბაზრო ეკონომიკის ელემენტარულ პრინციპებსაც კი, უცხოეთიდან მეტი პოლიტიკა და  ყოველგვარი  ქართულის წინააღმდეგ მიმა­რთული განწყობები უფრო შემოგვაქვს, ვიდრე მომავლის ეკონომიკასთან დაკა­ვშირებული პრინციპები. ნაცვლად ეკო­ნომიკის ლიბერალიზაციისა, რომელიც ჰაერი­ვით გვჭირდებოდა მოვახდინეთ სრუ­ლიად გაუგებარი, ქართული ტრადიციებისა და უკვე დასავლეთისთვისაც მიუღებელი მორალური და ზნეობრივი ღირებულებების  ლიბერალიზაცია.  

„ქართული ერთობის დარბაზი“ ეს იქნება ბიზნესის დაცვის ინსტიტუტი, ეკო­ნომიკის ლიბერალიზაციის ინსტიტუტი, საკუთრების თავისუფლების დაცვის ინსტი­ტუტი. ჩვენი სურვილია, მოვიწვიოთ ახა­ლი ეკონომიკის მცოდნე წარმატებული ქართველები, საქა­რთველოს მეგობრები, მივიღოთ მათგან გაკვეთილები და ხელი­სუფლებაც ვაიძულოთ უარი თქვას ბიზნე­სმენების დანიშვნაზე, ბიზნესში მეგობართა პატრონობაზე და გზა მისცეს იმ კანონებს, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანაში შეი­ქმნება კონკურენტული გარემო.

ასეთი წარმატებული ადამიანები უა­მრავნი არიან ევროპაშიც, ამერიკაშიც, ჩინეთშიც, ბრაზილიაშიც. რატომღაც ასეთი ხალხის უფრო ეშინიათ ხელისუფალთ, ვი­დრე ფიქრობენ მათი გამოცდილების გა­ზიარებაზე.

პირდაპირ და მოკლედ ვამბობთ, დღე­მდე საქართველოში ეკონომიკას, ეკო­ნომიკურ პროცესებს წარმართავენ,  ეკო­ნომიკაზე და ეკონომიკურ რეფორმებზე საუბრობენ თეორეტიკოსები - ხალხი, რომელთაც თვითონ არაფერი შეუქმნიათ და საქმის კაცებს ჭკუას ასწავლიან.

ტრიბუნა სწორედ წარმატებულ ადა­მიანებს უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ამ გზით ვივლით. ჩვენ გვინდა შევიმუშავოთ ბი­ზნესისა და ბიზნესმენთა, ინვესტორთა და­ცვის სახალხო მექანიზმები. ამის კა­რგი გამოცდილება აქვს ესტონეთს, ლა­ტვიასა და ლიტვას, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, მეწარმე დროის უმოკლეს პერიოდში ხვდება ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს, თუ მათგან დადებით პასუხს ვერ იღებს, უფლება აქვს, საჯარო გამოსვლა გააკეთოს პა­რლამენტში. ეს ყველაფერი კანონითაა გა­ნმტკიცებული.

კანონითაა განმტკიცებული ჩეხეთში, რომ ეკონომიკურ საკითხებზე კანონების მი­ღება შეიძლება მხოლოდ სამთა თანხმობ­ით: მთავრობის, მეწარმეთა ლიგის, დასა­ქმებულთა ინტერესების დამცველი ლიგის (პროფკავშირების). 

ჰაერივით სჭირდება საქართველოს ეკო­ნომიკური საქმიანობის ის პრინციპები, საკუ­თრებისა და მეწარმეთა დაცვის ის მექანიზმები, რომელთა გამოც გამო­რჩეული და ძლიერია ამერიკის შეერთე­ბული შტატები, იაპონია, გერმანია და და­სავლეთის არაერთი ქვეყანა.

ჩვენ სწორედ ასეთ წარმატებულ პრი­ნციპებს მოვიძიებთ მთელს მსოფლიოში, ნელ-ნელა ხელისუფალნიც და პოლი­ტიკოსებიც იძულებულნი გახდებიან სამუ­შაო ადგილების შემქმნელები დაიცვან, წაახალისონ, მხარი დაუჭირონ და დაამთა­ვრონ მათთან მენტორული ტონით საუბარი, დაამთავრონ მათზე უფროსობა.

განათლებას, ბიზნესს განსაკუთრებულ როლს ვანიჭებთ, რადგან ქვეყნის მომა­ვალი სწორედ ინტელექტთან და ინტელე­ქტუალურ ბიზნესთანაა დაკავშირე­ბული. ის ხელი­სუ­ფლებაა საქვეყნოდ მომართული, რომელსაც მასწავლებელი და მეწარმე ჰყავს ხელისგულზე და ფეხქვეშ ეგება ბა­ვშვს, ანუ მომავალს.

დარწმუნებულნი ვართ, ჩვენს ამ პო­ზიციას მხარს დაუჭერენ და გააძლიერე­ბენ „ქართული ერთობის დარბაზის“ კო­ნგრესის სესიები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთში.

Комментариев нет:

Отправить комментарий