21.10.2015

პოზიცია

პოზიცია

განათლება ნომერ პირველი პრიორიტეტი

ჩვენ ერთსულოვანნი ვართ იმაში, რომ განათლების პრობლემატიკა უმთავრესი განხილვის საგანი იყოს. ვთქვათ პირდაპირ, ქართულ  საგანმანათლებლო სისტემას ბე­ვრი მტერი აღმოუჩნდა ქვეყანაშიც და ქვე­ყნის გარეთაც. ფაქტია, რომ არც ერთი ხელისუფლებისთვის განათლება ვერ გა­ხდა ნომერი პირველი პრიორიტეტი. ქვე­ყნის „გარე პატრონებს“ ჩვენი გადაქცევა მომსახურე ერად უნდათ.


ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს. „ქართული ერთობის დარბაზი“ თვითონ აპირებს  ჩაუ­დგეს სათავეში ამ დისკუსიას.

ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ საქმის მცო­დნეთა დიდი გუნდი შეიკვრება და შევძლებთ საერთო-სახალხო დისკუსიის გამართვას და რეალური პროგრამების შემუშავებას. მივა­გნებთ იმ პოლიტიკურ გუნდებს, რომელთაც სწორედ განათლება მიაჩნიათ ქვეყნის უპი­რველეს საქმედ და აქვთ შესაბამისი პრო­გრამებიც.

სწორედ  ამ პოზიციით  მივდივართ  „ქა­რთული ერთობის დარბაზის“ კონგრესის მო­მავალ სესიებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე  უცხოეთში.


ჩვენ ვიქნებით თავისუფალი მეწარმეობისა და თავისუფალი მეწარმის დაცვის
ძლიერი ინსტიტუტი

ძლიერი საინვესტიციო გარემოს, თავი­სუფალი მეწარმეობისა და თავისუფალი მეწარმის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს. შეშინებული მეწარმე ქვეყნის ნგრევას ნიშნავს. დამოუკიდებელ საქა­რთველოში სწორედ მეწარმეა მუდმივად შე­შინებული - რისკი დასასრულს ნი­შნავს. მეტიც, პრაქტიკულად არ არის კო­ნკურენტული გარემო. ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ფლობს ახალი ეკონომიკის - საბაზრო ეკონომიკის ელემენტარულ პრინციპებსაც კი, უცხოეთიდან მეტი პოლიტიკა და  ყოველგვარი  ქართულის წინააღმდეგ მიმა­რთული განწყობები უფრო შემოგვაქვს, ვიდრე მომავლის ეკონომიკასთან დაკა­ვშირებული პრინციპები. ნაცვლად ეკო­ნომიკის ლიბერალიზაციისა, რომელიც ჰაერი­ვით გვჭირდებოდა მოვახდინეთ სრუ­ლიად გაუგებარი, ქართული ტრადიციებისა და უკვე დასავლეთისთვისაც მიუღებელი მორალური და ზნეობრივი ღირებულებების  ლიბერალიზაცია.  

„ქართული ერთობის დარბაზი“ ეს იქნება ბიზნესის დაცვის ინსტიტუტი, ეკო­ნომიკის ლიბერალიზაციის ინსტიტუტი, საკუთრების თავისუფლების დაცვის ინსტი­ტუტი. ჩვენი სურვილია, მოვიწვიოთ ახა­ლი ეკონომიკის მცოდნე წარმატებული ქართველები, საქა­რთველოს მეგობრები, მივიღოთ მათგან გაკვეთილები და ხელი­სუფლებაც ვაიძულოთ უარი თქვას ბიზნე­სმენების დანიშვნაზე, ბიზნესში მეგობართა პატრონობაზე და გზა მისცეს იმ კანონებს, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანაში შეი­ქმნება კონკურენტული გარემო.

ასეთი წარმატებული ადამიანები უა­მრავნი არიან ევროპაშიც, ამერიკაშიც, ჩინეთშიც, ბრაზილიაშიც. რატომღაც ასეთი ხალხის უფრო ეშინიათ ხელისუფალთ, ვი­დრე ფიქრობენ მათი გამოცდილების გა­ზიარებაზე.

პირდაპირ და მოკლედ ვამბობთ, დღე­მდე საქართველოში ეკონომიკას, ეკო­ნომიკურ პროცესებს წარმართავენ,  ეკო­ნომიკაზე და ეკონომიკურ რეფორმებზე საუბრობენ თეორეტიკოსები - ხალხი, რომელთაც თვითონ არაფერი შეუქმნიათ და საქმის კაცებს ჭკუას ასწავლიან.

ტრიბუნა სწორედ წარმატებულ ადა­მიანებს უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ამ გზით ვივლით. ჩვენ გვინდა შევიმუშავოთ ბი­ზნესისა და ბიზნესმენთა, ინვესტორთა და­ცვის სახალხო მექანიზმები. ამის კა­რგი გამოცდილება აქვს ესტონეთს, ლა­ტვიასა და ლიტვას, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, მეწარმე დროის უმოკლეს პერიოდში ხვდება ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს, თუ მათგან დადებით პასუხს ვერ იღებს, უფლება აქვს, საჯარო გამოსვლა გააკეთოს პა­რლამენტში. ეს ყველაფერი კანონითაა გა­ნმტკიცებული.

კანონითაა განმტკიცებული ჩეხეთში, რომ ეკონომიკურ საკითხებზე კანონების მი­ღება შეიძლება მხოლოდ სამთა თანხმობ­ით: მთავრობის, მეწარმეთა ლიგის, დასა­ქმებულთა ინტერესების დამცველი ლიგის (პროფკავშირების). 

ჰაერივით სჭირდება საქართველოს ეკო­ნომიკური საქმიანობის ის პრინციპები, საკუ­თრებისა და მეწარმეთა დაცვის ის მექანიზმები, რომელთა გამოც გამო­რჩეული და ძლიერია ამერიკის შეერთე­ბული შტატები, იაპონია, გერმანია და და­სავლეთის არაერთი ქვეყანა.

ჩვენ სწორედ ასეთ წარმატებულ პრი­ნციპებს მოვიძიებთ მთელს მსოფლიოში, ნელ-ნელა ხელისუფალნიც და პოლი­ტიკოსებიც იძულებულნი გახდებიან სამუ­შაო ადგილების შემქმნელები დაიცვან, წაახალისონ, მხარი დაუჭირონ და დაამთა­ვრონ მათთან მენტორული ტონით საუბარი, დაამთავრონ მათზე უფროსობა.

განათლებას, ბიზნესს განსაკუთრებულ როლს ვანიჭებთ, რადგან ქვეყნის მომა­ვალი სწორედ ინტელექტთან და ინტელე­ქტუალურ ბიზნესთანაა დაკავშირე­ბული. ის ხელი­სუ­ფლებაა საქვეყნოდ მომართული, რომელსაც მასწავლებელი და მეწარმე ჰყავს ხელისგულზე და ფეხქვეშ ეგება ბა­ვშვს, ანუ მომავალს.

დარწმუნებულნი ვართ, ჩვენს ამ პო­ზიციას მხარს დაუჭერენ და გააძლიერე­ბენ „ქართული ერთობის დარბაზის“ კო­ნგრესის სესიები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთში.



მეცნიერება - პოლიტიკური ოპტიმიზმის საფუძველი


ჩვენ ორიენტირებული ვართ ფუ-ნდამენტურ და გამოყენებითი მეცნიერების გაძლიერებაზე. სამწუხაროდ, რაც იყო განადგურდა და არ ჩანს მოძრაობა  მისი აღდგენის მიზნით.

რატომ ვსვამთ საკითხს ასე პრი-ნციპულად?

ქვეყნისათვის ისეთი საშური საქმე, როგორიცაა მაღალტექნოლოგიური, ენე­რგოეკონომიური და მცირედ მასალა-ტევადი წარმოების განვითარება, წარმო­უდგენელია მეცნიერების გარეშე. 

კონკურენტუნარიანი სამამულო პროდუქციის გატანა საზღვარგარეთ გახლავთ ქვეყნის გადარჩენის ის ერთადე­რთი  რეალური გზა, რომელიც სწო­რედ წარმოებით და არა რაღაც გაუგებარი და საეჭვო  ბიზნესსფეროების განვითარებით გააცოცხლებს ქვეყნის ეკო­ნომიკას.  ჩვენთვის სრულიად მიუღე­ბელია მდგომარეობა, როდესაც   მთლიანი შიდა პროდუქტი  (მშპ) იზრდება რეექსპორტის (ავტომობილები და სხვა)   ხარჯზე.  განსაკუთრებით საგანგაშოა ეკო­ნომიკის ზრდა ისეთი პროდუქტის ექსპორტის ხარჯზე, როგორიცაა ჯართი,  სილიკომანგანუმი,  მარგანეცი, ხე-ტყე, ოქრო. ეს გახლავთ მე-18, მე - 19 საუ­კუნეებიდან დაწყებული  კოლონიური ქვეყნებისადმი   მძარცველობითი  დამოკი­დებულების  ცივილიზებული ფორმით გა­გრძელება.

მსოფლიო და ქართული გამოცდილება ადასტურებს, რომ მეცნიერებაში ჩადე­ბული ინვესტიცია სულ რამდენიმე წე­ლიწადში როგორც მინიმუმ, ათმაგდება. ჩვენთვის მითუმეტეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან  ოდითგან საქართველოს სა­ხელი მსოფლიოში დაკავშირებულია მაღალ ინტელექტთან.   საბედნიეროდ, ინტელექტია ჯერ კიდევ ქვეყნის ყველაზე დიდი კაპიტალია.

სწორედ  მეცნიერებაზე დამყარე­ბული ძლიერი ეკონომიკა  გახდება  მყარი საფუძველი ყველა სხვა სფე­როს, უპირველესად, ისევ მეცნიერებისა და განათლების შემდგომი განვითარე­ბისათვის. ის უზრუნველყოფს ყოველი ადამიანის როგორც სოციალურ დაცვას, ისე კულტურულ და ფიზიკურ განვითარებას.

მეცნიერების, განათლებისა და წა­რმოების ურთიერთგანვითარებით  მი­ღწე­ული ქვეყნის სიძლიერე გახდება სახე­ლმწიფოს  კვლავ გაერთიანების მყა­რი საფუძველი. დრომ გვიჩვენა, რომ უცხოელთა კეთილი ნების იმედით ყო­ფნამ  სიკეთე ვერ მოგვიტანა. რაიმე ძალა­დობრივი მეთოდებით ჩვენი სამართლიანი მიზნების მიღწევა კი დღევანდელ რეალობაში - საერთოდ გამორიცხულია.

სწორედ ამიტომ, დაუღალავად ვიმე­ორებთ თეზას მეცნიერების, როგორც ყოველივე სიკეთის  ბალავრის შესახებ. მასში ჩვენ ვხედავთ ყოველი ქართველის უზენაესი მიზნის მიღწევის  საფუძველთა საფუძველს.

ლოგიკური ჯაჭვი: განათლება -  მე­ცნიერება - მაღალტექნოლოგიური წა­რმოება - ეკონომიკური ძლიერება - სო­ციალური დაცულობა, თავისთავად მი­გვიყვანს დროებით არაკონტროლირებად  ტერიტორიებზე  მცხოვრები ჩვენი ძმების სწორ გადაწყვეტილებამდე და  სამშობლოს განვითარების  შემდგომ  ეტაპთან - სახელმწიფოს გაერთიანებასთან. 

მეცნიერებაზე ორიენტირებულ  სახე­ლმწიფოს შეუძლია ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა აქციოს პოლიტიკად... ეს თავის დროზე შეძლო დავით აღმაშენებელმა... დღეს  ეს ძალუძს მეცნიერებს... ეს იქნება საქართველოს პოლიტიკური ოპტიმიზმის დასაწყისი.

ასეთია „ქართული ერთობის დარბაზის“ პოზიცია, რომლის რეალიზე­ბასაც სჭირდება ერისა და ბერის ერთი­ანობა. სწორედ  ამიტომ,  ამ ნააზრევით  მივდივართ  „ქართული ერთობის დარბა­ზის“ კონგრესის მომავალ სესიებზე, რო­გორც ქვეყნის შიგნით, ასევე  უცხოეთში.



Комментариев нет:

Отправить комментарий