07.10.2015

განათლება ნომერ პირველი პრიორიტეტი

ქართული ერთობის დარბაზის
პოზიცია



ჩვენ ერთსულოვანნი ვართ იმაში, რომ განათლების პრობლემატიკა უმთავრესი განხილვის საგანი იყოს. ვთქვათ პირდაპირ, ქართულ  საგანმანათლებლო სისტემას ბევრი მტერი აღმოუჩნდა ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც. ფაქტია, რომ არც ერთი ხელისუფლებისთვის განათლება ვერ გახდა ნომერი პირველი პრიორიტეტი. ქვეყნის „გარე პატრონებს“ ჩვენი გადაქცევა მომსახურე ერად უნდათ.


ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს. „ქართული ერთობის დარბაზი“ თვითონ აპირებს  ჩაუდგეს სათავეში ამ დისკუსიას.

ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ საქმის მცოდნეთა დიდი გუნდი შეიკვრება და შევძლებთ საერთო-სახალხო დისკუსიის გამართვას და რეალური პროგრამების შემუშავებას. მივაგნებთ იმ პოლიტიკურ გუნდებს, რომელთაც სწორედ განათლება მიაჩნიათ ქვეყნის უპირველეს საქმედ და აქვთ შესაბამისი პროგრამებიც.


სწორედ  ამ პოზიციით  მივდივართ  „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის მომავალ სესიებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე  უცხოეთში. 

Комментариев нет:

Отправить комментарий