ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერთ გვეამაყება, რომ ვართ „ქართულის“
აქციონერები, იმ ტელევიზიის აქციონერები, რომელიც ქართველ ხალხს საჩუქრად გადასცა დიდმა
ქართველმა კინორეჟისორმა, რეზო ჩხეიძემ და რომლის ემბლემა შექმნა დიდმა მოქანდაკემ,
მერაბ ბერძენიშვილმა.
ვდგავართ იმ ტელევიზიასთან, რომლის აქციონერები არიან ჩვენი
ქვეყნის (და არამარტო) ცნობილი ადამიანები, ქართული ერთობის დარბაზის დამფუძნებლები...
აქციონერია ერის სიამაყე ნონა გაფრინდაშვილი, აკადემიკოსი გურამ თევზაძე, ცნობილი
პოეტი კობა არაბული სახელოვანი მოკრივე გიორგი კანდელაკი, დიდი ფეხბურთელი მანუჩარ
მაჩაიძე და უამრავ გულანთებული ადამიანი, აგვაღელვა ცნობილმა ფალავანმა, ესტატე გოგლიჩიძემ,
რომელმაც მსოფლიო პირველობაზე გამგზავრების წინ რამდენიმე ათეული აქცია შეიძინა, ეს
დიდი პროცესი დაიწყო და კარგად გრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ აქციონერები, თავს ვივალდებულებთ
ყოველი თვის პირველ რიცხვში დამატებით შევიძინოთ თითო აქცია მაინც, რომ ტელევიზია ყოველ
თვეს მუდმივი შემოსავლით იწყებდეს.
შემოგვიერთდით!
იოსებ ბაჩიაშვილი
ჯამლეტ ხუხაშვილი
კობა კობალაძე
ზურაბ ხასია
შალვა მაღრაძე
ოლეგ ნიკოლეიშვილი
გიორგი შაშიაშვილი
ლევან ოდიშარია
ირაკლი მაჭავარიანი
ალექსი კობაიძე
ამირან აფციაური
შოთა ჩხეიძე
სოსო რობაქიძე
P.S.
ამ ინიციატივის ავტორია ცნობილი სპორტული კომენტატორი და ჟურნალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი,
რომელმაც ინიციატივა გააჟღერა მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე და კარგია,
რომ იქვე გამოუჩნდნენ მხარდამჭერები.
მსურველებს
ვთხოვთ დაუკავშირდნენ ბატონ ირაკლი მაჭავარიანს
ჩემო კობალაძეებო პირველ რიგში თქვენ გთხოვთ გაიზიაროთ, გთხოვთ მხარში დავუდგეთ ჭეშმარიტად ქართულ ტელევიზიას, კობალაძეების თითოეულმა ოჯახმა თითო აქცია, რომ შევიძინოთ ბევრი პრობლება გადაიჭრება. არ დაგიმალავთ და მე ეს გავაკეთე და ყოველთვე ვყიდიდულობ თითო აქციას. ასევე ვთხოვ ყველა საქართველოს მოქალაქეს, მხარში დავუდგეთ ჭეშმარიტ ქართულ ტელევიზიას
ОтветитьУдалить