30.09.2015

დიდი საუბარი მეცნიერებათა აკადემიაში. ტელევიზიის მომავალი

„ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს სახელმწიფო ტელევიზია,
ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზია,
            ჩვენ ვიცით მხოლოდ მართალი ტელევიზია!“
„ქართული ერთობის დარბაზი“

28.09.2015

მართალი ტელევიზია

„ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს სახელმწიფო ტელევიზია,
ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზია,
            ჩვენ ვიცით მხოლოდ მართალი ტელევიზია!“
(„ქართული ერთობის დარბაზი“)

25.09.2015

დასკვნის სახით



პროგრამა დიდი გვაქვს. ამ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდგომ უამრავ კეთილ და კარ წინადადებას და პროექტს მივიღებთ. ყველაფრის განხორციელება რეალურია და ამ შემთხვევაში კონკრეტულად აქციონერთა რაოდენობაზეა დამოკიდებული.

მისია და პასუხისმგებლობა

თქვენ იცით, რომ:

ჩვენ დიდი სიმძიმე დავიდეთ ბეჭებზე, ვართ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა საერთაშორისო კონგრესის მოწვევის ინიციატორი;

 ვართ ინიციატორი გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნის (პრემიერ-მინისტრს იმასაც კი ვთავაზობთ, რომ  ეს სახელი გაჟღერდეს გაეროს მსოფლიო ტრიბუნიდან მის გამოსვლაში). ეს არ უნდა იყოს უბრალოდ ზეიმი;

ჩვენ გვინდა, რომ მეცნიერებთან ერთად გავაკეთოთ საქართველოს პოტენციალის ანალიზი. ერთის მხრივ, შევქმნათ დიდი პრაქტიკული დანიშნულების შრომა „საქართველოს პოტენციალი“ . მეორეს მხრივ, გავაკეთოთ დღევანდელობის რეალური მეცნიერული ანალიზი და მეცნიერებთან ერთად ვიფიქროთ პროგრამაზე ამ მდგომარეობაში ქვეყანამ როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში მისი პოტენციალი.

  ეს არის ტრიადა...

ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება და ვფიქრობთ მის განხორციელებაზე... ვეძებთ ავტორებსაც და გადაცემების მხარდამჭერებსაც (სპონსორებს)



 გადაცემათა ციკლი: „ფიქრი ამოძრავებული მომავალია“. ქვეყნის გამორჩეულ ადამიანებს- მეცნიერებს, კულტურის მოღვაწეებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, გამორჩეულ სპეციალისტებს და მოაზროვნე ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება თავისუფლად, ყოველგვარი ჟურნალისტური შეკითხვებისა და ჩარევების გარეშე შეძლონ ხმამაღლა გამოთქვან თავიანთი ფიქრები.

მაღალინტელექტუალური სატელევიზიო ეთერი

ძალიან სასიამოვნოა, რომ უამრავ კონკრეტულ წინადადებებს გვთავაზობენ ცნობილი მოღვაწეები.


ქველმოქმედთა დიდი ერთობა

ჩვენ ვუერთდებით „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელთა განწყობას და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობთ მეცნიერების ამ დიდ ტაძარში:

„ჩვენ ვიქნებით ამაყნი და ბედნიერნი, თუ საერთო თანადგომით, ქველმოქმედთა და მეცენატთა, 21 საუკუნის სარაჯიშვილთა და ზუბალაშვილთა მხარდაჭერით, ხალხის მხარდაჭერით, მოაზროვნე ადამიანების მხარდაჭერით - საქართველოს მივცემთ მართალ, თბილ, სიყვარულით სავსე ტელევიზიას.“

ტელევიზიის ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში

ტელევიზია პრინციპულზე პრინციპული საკითხია. ჩვენ ერთნი ვართ იმ დასკვნაში, რომ არც ერთ ხელისუფლებას , არც ერთ პოლიტიკურ ძალას ისეთი დამანგრეველი დარტყმა არ მიუყენებია ქართული ეროვნული საყრდენებისათვის, ქართული ცნობიერებისათვის, როგორც ეს დამოუკიდებელ საქართველოში გააკეთეს საინფორმაციო საშუალებებმა, უპირველესად ტელევიზიებმა, ელექტრონულმა მედიამ. თუნდაც იმის გამო, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდა ბინძური ანტიქართული ზრახვების განხორციელებას, რომ მას არ  ჰქონოდა საინფორმაციო, უპირველესად, სატელევიზიო მხარდაჭერა.

საყრდენი სვეტები


  „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელებს და აღმასრულებელ საბჭოს მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კონსულტაციებს ჭკვიან და მოაზროვნე ადამიანებთან. ვიცით, რომ  თქვენ არაერთ სასარგებლო და საინტერესო რჩევას მოგვცემთ,... ვიცით, რომ თქვენ ბევრ ვინმეს თვითონვე დაეთათბირებით ამ საკითხზე და ასეთი სისტემით, ჩვენ უმოკლეს პერიოდში შევძლებთ , რომ ჩამოვაყალიბოთ მომავლის საქართველოსათვის  საჭირო  ქართული განწყობის ტელევიზია .

ჩვენ ვიწყებთ


ჩვენ ვიწყებთ „მოქმედების მანიფესტის“ განწყობით ცხოვრებას. .. ჩვენ ვიწყებთ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ეპოქის ანალიზით...; ჩვენ ვიწყებთ იმითრომ მეცნიერთა მონაწილეობით შევქმნათ დოკუმენტური მასალა იმის შესახებ,

(video) რამაზ ლომინაძის , გიგა ბათიაშვილის და ვახტანგ წივწივაძის პრესკონფერენცია (25.09.2015წ)

(reportiori.ge)რამაზ ლომინაძე: შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე უდიდესი მოვლენა უნდა გახდეს!


შოთა რუსთაველი როგორც არასდროს, დღეს ისე სჭირდება საქართველოს", - აცხადებს „ქართული ერთობის დარბაზის" წევრი რამაზ ლომინაძე შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეზე საუბრისას და აქვე დასძენს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად მსოფლიოს ცხოვრებაში აღნიშნული იუბილე უდიდესი მოვლენა უნდა გახდეს. ამის შესახებ რამაზ ლომინაძემ და „ქართული ერთობის დარბაზის" წევრებმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

„ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე უდიდესი მოვლენა უნდა გახდეს არამარტო იმიტომ, რომ შოთა დიდი და გენიალურია, არამედ იმიტომ, რომ შოთა რუსთაველი როგორც არასდროს, დღეს ისე სჭირდება საქართველოს. მისი სახელით ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ უნდა დაანახოს მსოფლიოს, რანი ვართ, საიდან მოვედით, საით მივდივართ, რა გვიჭირს, რა გვილხინს და როგორ ვცხოვრობთ. ჩვენს გულისტკივილს იწვევს ის ფაქტი, რომ ვერ ვხედავთ დიდ მზაობას ამ იუბილეს აღსანიშნავად. ეს იუბილე არ უნდა შემოიფარგლოს ერთი ან ორი დიდი ღონისძიებით რომელიღაც დიდ დარბაზში ან თავყრილობაზე და მასში მონაწილეობას უნდა იღებდეს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე, შეძლებისდაგვარად. ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს იმიტომ, რომ შოთა რუსთაველი საქართველოა, იგი ჩვენი ქვეყნის იდეა და მომავალია.

შოთა რუსთაველის იუბილეს ღირსეულად აღნიშვნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამაში ჩართული იყოსUNESCO. მოგეხსენებათ, რომ ამას გარკვეული პროცედურები სჭირდება, დრო კი გადის. შემჭიდროებულ ვადებში კი სასურველი შედეგის მიღება გაჭირდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს და ამაყი და მოხარული ვიქნები, თუკი ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ში, თავის გამოსვლაში რაღაცა დოზით ამ საკითხს მოიხსენიებს და შოთა რუსთაველის იუბილეს აღნიშნავს, როგორც მსოფლიო მასშტაბის მოვლენას.

სწორედ იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში აღინიშნოს შოთა რუსთაველის იუბილე, უნდა მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი მომდევნო წლის შემოდგომაზე. შოთა რუსთაველის სახელთან დაკავშირებულმა ამ დიდმა საერთაშორისო ფორუმმა უნდა შეგვაძლებინოს საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი მობილიზება როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ასამაღლებლად. ამ გენიალურმა პოეტმა და მსოფლიო კონგრესმა უნდა გაგვაერთიანოს მთელ მსოფლიოში მიმობნეული საქართველოს შვილები და საქართველოს ნამდვილი მეგობრები, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ აღიდგინოს მეხსიერებაში, თუ რა წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო საგანძურში რუსთაველის იდეოლოგიაზე აღზრდილ ერს", - განაცხადარამაზ ლომინაძემ.

„ქართული ერთობის დარბაზის" წევრი, არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ღირსეულად აღნიშვნაზე მნიშვნელოვანი, დღესდღეობით სხვა არაფერია.

„უფრო მნიშვნელოვანი რამ დღეს ჩვენი ერისათვის, ვიდრე რუსთაველის იუბილეს გამართვაა, სხვა რამ არ მეგულება. ჩვენ უნდა გავაგებინოთ მთელ სამყაროს, ვინ ვართ ჩვენ. ეს არ გვჭირდება სატრაბახოდ, არამედ იმისთვის, რომ მათ იცოდნენ, ვისთან აქვთ საქმე. ქართველი ერი არის ევროპული კულტურის საძირკველის თანამშენებელი. რუსთაველმა, მისმა გენიამ შეძლო, მთელი დაგროვებული ცოდნა, ყველა შეხედულება თავისებურად გადაემუშავებინა და შეექმნა ის იდეოლოგია, რომლის პროდუქტიც ვართ ჩვენ. შოთა რუსთაველის იდეოლოგიაზე ვართ ჩვენ აღმოცენებული. პირველი და უმნიშვნელოვანესი გახლავთ ის, რომ ამ ყველაფერმა არ უნდა დაკარგოს თავისი სიცოცხლისუნარიანობა და გაგრძელდეს შემდეგ თაობაზე. მათაც უნდა იცოდნენ, ვინ არიან, ვისი შთამომავლები არიან, რა ვალი აქვთ ქვეყნის წინაშე და უნდა იცოდნენ, თუ როგორ უნდა უყურებდეთ მათ მსოფლიო. თუ მსოფლიოს სწორად მივაწვდით იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ, ისინი მეტი სიხარულით გამოხატავენ ერთი ოჯახის წევრებად გახდომის სურვილს. ამდენად, რუსთაველის იუბილე მნიშვნელოვანია ჩვენთვის არამარტო შიდა ცხოვრებისთვის, არამედ საქართველოს არსებობისთვის მსოფლიოს დიდ კულტურულ საგანძურში", - განაცხადა გიგა ბათიაშვილმა.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის" კანცლერი ვახტანგ წივწივაძე გამოდის ინიციატივით, რომ მოზარდებმა შოთა რუსთაველის შემოქმედება უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ.

„შოთა რუსთაველი არის მსოფლიო გენია, რომლის მსგავსი დედამიწას რენესანსის ხანამდე არ მოვლენია. ბედნიერია ის ერი და ქვეყანა, რომელსაც ასეთი მამულიშვილი ჰყავს. რუსთაველის მიერ შექმნილი „ვეფხისტყაოსანი" ქართული სულიერების ბიბლიაა. მასში ასახულია სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება, ინტერნაციონალიზმი.

მინდა, მოვუწოდო  უნივერსიტეტს, ყველა საჯარო სკოლას, რომ გავერთიანდეთ, გამოვიდეთ ჩვენი ინიციატივით და შემოვიღოთ შოთა რუსთაველის ძირფესვიანად შესწავლა. ავუხსნათ ახალგაზრდებს, რომ სწორედ მასშია სიყვარული", - აღნიშნა ვახტანგ წივწივაძემ. 

(ვიდეო)

24.09.2015

ანონსი პრესკონფერენცია "რეპორტიორის" პრეს-კლუბში

ხვალ. 25 სექტემბერს, სააგენტო „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „ქართული ერთობის დარბაზის“ სახელით პროფესორი რამაზ ლომინაძე, ცნობილი მოღვაწე, არქიტექტორი, გიორგი (გიგა) ბათიაშვილი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე გამართავენ პრესკონფერენციას თემაზე:

 მომდევნო წელი შოთა რუსთაველის საიუბილეო წელი და ყოველთა ქართველთა საერთაშორისო კონგრესის წელია.

 წარდგენილი იქნება მიმართვის ტექსტი საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიმართ.

 „ქართული ერთობის დარბაზის“
 პრეს-ცენტრი
 24.09.2015წ

(ვიდეო) ქართული ერთობის დარბაზისე კონგრესი გელათი. 2015 წლის 8 თებერვალი.

(ახალი თაობა) )ერისა და ბერის გასაგონად სამების საკათედრო ტაძრიდან ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს



შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე, ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად


თანამემამულენო, გილოცავთ ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ჩვენ სწორედ აქ, სამების დიდებულ ტაძარში, ზუსტად ერთი წლის წინ, ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, წარვადგინეთ „მოქმედების მანიფესტი“  - „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“.

დღემდე ამ დოკუმენტს 10 ათასამდე ადამიანი შემოუერთდა. 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის დღეს, გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კომპლექსში გაიხსნა „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესი. დღემდე კონგრესის სამი სესია ჩატარდა: თბილისის - 9 მარტს, ბათუმის - 27 მარტს, გორის - 24 ივნისს. წლის ბოლომდე სესიები ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში და მომდევნო წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე  მსოფლიოს 20 ქვეყანაში. სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც ისტორიულად თუ ბედის უკუღმართობის გამო ცხოვრობენ საქართველოს შვილები - თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ისრაელი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, აშშ, ჰოლანდია, ავსტრია, უკრაინა, ბელორუსია და სხვ.

22.09.2015

(ფოსტალიონი) ქართული ერთობის დარბაზის მიმართვა ხელისუფლებას

გუშინ, ღვთისმშობლობას, დაფუძნებიდან ერთი წლის თავზე სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა „ქართული ერთობის დარბაზის“ საგანგებო სხდომა, რომელზეც გაკეთდა მოწოდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის პარლამენტარების, მთავრობის წევრების მიმართ.

()geonews).geქართული ერთობის დარბაზმა საგანგებო სხდომა გამართა


ღვთისმშობლობას, დაფუძნებიდან ერთი წლის თავზე სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა „ქართული ერთობის დარბაზის“ საგანგებო სხდომა.
 სხდომამ შეაჯამა ერთწლიანი საქმიანობა და მიმართვის ტექსტი მიიღო.

(sazogadoeba)„ქართული ერთობის დარბაზი” ხელისუფლებას მიმართავს


21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას, დაფუძნებიდან ერთი წლის თავზე სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში  „ქართული ერთობის დარბაზის“ საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქართველოს პრეზიდენტის,  პარლამენტის თავმჯდომარის  პარლამენტარების, მთავრობის წევრების მიმართ  მოწოდება გაკეთდა.

21.09.2015

შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე, ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად

ერისა და ბერის გასაგონად სამების საკათედრო ტაძრიდან ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს:



თანამემამულენო, გილოცავთ ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ჩვენ სწორედ აქ, სამების დიდებულ ტაძარში, ზუსტად ერთი წლის წინ, ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, წარვადგინეთ „მოქმედების მანიფესტი“  - „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“.

17.09.2015

ქართული ერთობის დარბაზის წევრებს,მეგობრებს, მხარდამჭერებს!


„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები და აღმასრულებელი საბჭო უერთდება პატრიარქის მოწოდებას 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას დღის 12 საათზე ერთიანი ლოცვის აღვლენის თაობაზე .

15.09.2015

(რეპორტიორი)„დიდი ქართველი პოეტი ცად ამაღლდა!“ - „ქართული ერთობის დარბაზი“ განცხადებას ავრცელებს

ქართული ერთობის დარბაზი" მწერლის რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს. ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

რეზო ჭეიშვილი -კაცი, რომელიც ყოველთვის დიდი საქმეების სათავეებთან იდგა


დიდი პოეტი წავიდა. დიდი ქართველი. რეზო ჭეიშვილი - ეროვნული განწყობის და პლანეტარულად მოაზროვნე კაცი. კაცი, რომელიც ყოველთვის დიდი საქმეების სათავეებთან იდგა.