ჩვენ ვიწყებთ „მოქმედების მანიფესტის“ განწყობით ცხოვრებას. .. ჩვენ ვიწყებთ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ეპოქის ანალიზით...; ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ მეცნიერთა მონაწილეობით შევქმნათ დოკუმენტური მასალა იმის შესახებ,
თუ რა მისცა მსოფლიო ცივილიზაციას საქართველომ...; ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ დოკუმენტურად ვისაუბროთ ჩვენს უცხოელ მეგობრებზე, როგორც დიდი ილია იტყოდა, „შორეულ თავისიანებზე“, იქნებ თავი დავიხსნათ დღევანდელი ყალბი და გამოგონილი მეგობრებისაგან...; ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ საქართველოს და მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ ის დიდი კულტურული და მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც წარსულში დაკავშირებულია ქართველებთან და დღესაც უამრავი ქართველი მთელს მსოფლიოში საოცრებებს ახდენს ...; ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, როგორ ცხოვრობენ უცხოელები საქართველოში და როგორია დამოკიდებულება ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი უცხოეთში.

დიახ! ასეთი რთული საკითხებით ვიწყებთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება დიდი თანადგომა - ამ დიდი ქართული პროექტისადმი შეძლებულთა სიუხვე და არა - სიძუნწე! ვიმეორებთ, სიუხვე და არა - სიძუნწე!!!
„ქართული ერთობის დარბაზი“ და ტელევიზია „ქართული“ ღირსეულად დააფასებს დიდსულოვნებას
Комментариев нет:
Отправить комментарий