„ჩვენ
არ ვიცით, რას ნიშნავს სახელმწიფო ტელევიზია,
ჩვენ
არ ვიცით, რას ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზია,
ჩვენ ვიცით მხოლოდ მართალი ტელევიზია!“
(„ქართული
ერთობის დარბაზი“)
მართალი ტელევიზია
მხოლოდ
ასეთი ტელევიზია შეიძლება გახდეს საქართველოსათვის მომავლის ტელევიზია
(დისკუსია მეცნიერებათა
აკადემიაში ტელევიზია „ქართულის“ მომავალზე)
„ქართული ერთობის დარბაზისა“
და აღმასრულებელი საბჭოს მოსაზრებები შეკრებილთ წარუდგინა აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ,
პროფესორმა რამაზ ლომინაძემ
I. ჩვენ ვიწყებთ
ჩვენ ვიწყებთ „მოქმედების მანიფესტის“ განწყობით ცხოვრებას. .. ჩვენ ვიწყებთ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ეპოქის ანალიზით...; ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ მეცნიერთა მონაწილეობით შევქმნათ დოკუმენტური მასალა იმის შესახებ,
თუ რა მისცა მსოფლიო ცივილიზაციას საქართველომ...; ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ დოკუმენტურად ვისაუბროთ ჩვენს უცხოელ მეგობრებზე, როგორც დიდი ილია იტყოდა, „შორეულ თავისიანებზე“, იქნებ თავი დავიხსნათ დღევანდელი ყალბი და გამოგონილი მეგობრებისაგან...; ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ საქართველოს და მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ ის დიდი კულტურული და მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც წარსულში დაკავშირებულია ქართველებთან და დღესაც უამრავი ქართველი მთელს მსოფლიოში საოცრებებს ახდენს ...; ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, როგორ ცხოვრობენ უცხოელები საქართველოში და როგორია დამოკიდებულება ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი უცხოეთში.
დიახ!
ასეთი რთული
საკითხებით ვიწყებთ.
სწორედ ამიტომ
გვჭირდება დიდი
თანადგომა - ამ
დიდი ქართული
პროექტისადმი შეძლებულთა
სიუხვე და
არა - სიძუნწე!
ვიმეორებთ, სიუხვე
და არა
- სიძუნწე!!!
„ქართული ერთობის დარბაზი“ და ტელევიზია „ქართული“
ღირსეულად დააფასებს დიდსულოვნებას
II. საყრდენი სვეტები
„ქართული
ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელებს და აღმასრულებელ საბჭოს მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლო
მნიშვნელობა აქვს კონსულტაციებს ჭკვიან და მოაზროვნე ადამიანებთან. ვიცით, რომ თქვენ არაერთ სასარგებლო და საინტერესო რჩევას მოგვცემთ,...
ვიცით, რომ თქვენ ბევრ ვინმეს თვითონვე დაეთათბირებით ამ საკითხზე და ასეთი სისტემით,
ჩვენ უმოკლეს პერიოდში შევძლებთ , რომ ჩამოვაყალიბოთ მომავლის საქართველოსათვის საჭირო
ქართული განწყობის ტელევიზია .
კონსულტაციები,
რომლებიც მიმდინარეობს ყველაზე ფართო წრეებთან, დაგვირგვინდება 23 ნოემბერს, გიორგობა
დღეს, საერთო კონცეფციის განსაჯაროებით ტელევიზიის
პირდაპირ ეთერში.
თემატიკა, უკვე
დღეს, იმდენად ფართოა და მრავალფეროვანი, რომ სრულყოფილად მოვა მოქმედებაში ეტაპობრივად,
მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ფინანსური
უზრუნველყოფის გამტმტკიცების კვალობაზე
ტელევიზიას, რომელსაც
არ ჰყავს და არც არასდროს ეყოლება უცხოელი პატრონები, თუ ადგილობრივი მფარველები, მთელი ძალით აამუშავებს აქციონერების კეთილი ნება.
დიდი იმედი გვაქვს რომ არაერთ გადაცემათა ციკლს,
თუ პროექტს გაუჩნდება ქართველი ან საქართველოს მეგობარი შემწე და თანამდგომი.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას
ვანიჭებთ იმას, რომ ეს შეხვედრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შენობაში ტარდება. ეს ზუსტად ის დარბაზია. სადაც ათწლეულებია, საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომები ტარდება. ამ დარბაზში დიდი ქართული სული
ტრიალებს. მადლობა მეცნიერებათა აკადემიის
ხელმძღვანელობას, რომ ჩვენ გვაქვს მათთან თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობა და რომ
დისკუსიას ტელევიზია „ქართულის“ მომავალთან
დაკავშირებით სწორედ მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით ამ ისტორიულ
დარბაზში ვიწყებთ.
ყველას გახსოვთ
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, ბატონ
გიორგი კვესიტაძის პასუხი ბატონი რეზო
ჩხეიძის წერილზე თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
ბატონმა გიორგიმ არათუ დიდი მხარდაჭერა გამოხატა, არამედ ისიც აღნიშნა. რომ მეცნიერებათა
აკადემია მზად არის კვირაში ერთი გადაცემა სწორედ მეცნიერებათა აკადემიის შენობიდან
შედგეს.
ეს დიდი
ამბავია. ეს არის გაგრძელება იმისა, რასაც
„ქართული ერთობის დარბაზი“ გამოკვეთილად ამბობდა და ამბობს : „ჩვენ ორი დიდი საყრდენი
გვაქვს: რწმენა და ინტელექტი“.
რწმენა ჩვენს
დედაეკლესიასთანაა დაკავშირებული და იცით, როგორი მხარდაჭერა გვაქვს
ჩვენ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისაგან. ჩვენი სულიერი მამის , საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმიდესისა და უნეტარესისაგან. ინტელექტი კი სწორედ მეცნიერებათა აკადემიასთან. ჩვენს
შემოქმედებით კავშირებთან, მეცნიერებასთან, კულტურასთან , ხელოვნებასთან , სპორტთან
არის დაკავშირებული.
ჩვენ იმ მეფის
შთამომავალნი ვართ, რომელმაც ჯერ კიდევ ცხრა
საუკუნის წინ შექმნა მეცნიერებათა აკადეემია, ობსერვატორია, დაიწყო ციური სხეულების
შესწავლა და მათზე დაკვირვება... მემკვიდრენი ვართ იმ მეფის, რომელმაც დიდი ფილოსოფიური
სკოლა შექმნა და დიდ ქართულ განმანათლებლობას ჩაუყარა საფუძველი.
ჩვენ ვამბობთ, რომ მომავლის საქართველოს ოთხი დიდი საყრდენი აქვს:
იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მემკვიდრეობა; ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური მემკვიდრეობა;
ჩვენი მეფეების , ჩვენი წინაპრების , ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეოლოგია; დიმიტრი
უზნაძის განწყობის თეორია.
დარწმუნებული ვართ
ბევრი გაიზიარებს ჩვენს პოზიციას, რომ ოთხივეს
არნახულად აერთიანებს ქართული აზროვნების ბუმბერაზი - ვაჟა ფშაველა. ტელევიზია „ქართული“
უნდა გახდეს ვაჟა ფშაველას არწივივით შორსმჭვრეტელი,
ვაჟას ანკარა წყაროსავით სუფთა, ვაჟას შვლის ნუკრივით მართალი, ვაჟას ირემივით ამაყი... ხატოვნად ვთქვით,
მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ შორსმჭვრეტელობა, სიანკარე, სიმართლე, გულწრფელობა ჰაერივით
სჭირდება დღევანდელობის ანალიზსაც და მომავლის საქართველოსაც.
დაგირიგდათ გაზეთ „ქართულის“ სასიგნალო ნომრის პირველი
ორი გვერდი. გამოქვეყნებულია „მოქმედების
მანიფესტი“ - „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი , გაერთიანებული სახელმწიფო“, რომელიც ჩვენ
სამების დიდ ტაძარში მივიღეთ ერთი წლის წინ. 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის
დღეს სწორედ ამ დიდი ეროვნული განწყობის მანიფესტით დავიწყეთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს
მეგობართა კონგრესი გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კომპლექსში.
ჩვენ უკვე შევძელით
ჩაგვეტარებინა კონგრესის სამი სესია თბილისის - 9 მარტს, ბათუმის - 27 მარტს, გორის - 24 ივნისს. წლის ბოლომდე სესიები ჩატარდება საქართველოს ყველა
რეგიონში და მომდევნო წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე მსოფლიოს 20 სახელმწიფოში. სწორედ იმ
ქვეყნებში, სადაც ისტორიულად თუ ბედის უკუღმართობის გამო ცხოვრობენ საქართველოს
შვილები (თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ისრაელი, საფრანგეთი, საბერძნეთი,
იტალია, ესპანეთი, გერმანია, აშშ, ჰოლანდია, ბელგია, ავსტრია, უკრაინა, ბელორუსია
და სხვ). ამ ქვეყნებში უაღრესად
საინტერესო ადამიანები იკრიბებიან კონგრესის ჩატარებისა და შოთა რუსთაველის იუბილეს
აღნიშვნის ირგვლივ/
კონგრესის
მიზანია საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი გაერთიანება ძლიერი
სახელმწიფოსათვის. სწორედ ამიტომ დგანან ჩვენი
მოძრაობის სათავეებთან დიდი მამულიშვილები ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ.
შემოერთების ეს პროცესი ძლიერდება. სწორედ ამიტომ არის ამ მოძრაობის ემბლემად
საქართველოს მარადიულობის სიმბოლოდ აღიარებული მერაბ ბერძენიშვილის ქმნილება „კიდევაც
დაიზრდებიან“... კონგრესი არის გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მომავალ
წელს მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნის
ინიციატორი.
რამდენიმე დღის წინ, ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაულის
დღეს, ისევ სამების საკათედრო ტაძრიდან გავაკეთეთ დიდი შემოძახილი ერისა და ბერის გასაგონად:
„შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად“.
ორთავე დოკუმენტი მეცნიერთა დიდი მხარდაჭერით შევქმენით. ეს დოკუმენტები
გვაერთიანებს ყველას საქართველოში თუ საქართველოს გარეთ, ვინც ვდგევართ ქართულ ეროვნულ
პლატფორმაზე და ამავდროულად პატივს მივაგებთ მსოფლიო საკაცობრიო იდეალებს. ეს ორი დოკუმენტი
გვაერთიანებს იმ ადამიანებს, რომელნიც ერთად ვდგავართ ქვეყნის ძნელბედიბის ჟამს, ერთად
ვმოქმედებთ ერისა და ბერის გაერთიანებისათვის, თაობათა
ერთიანობისათვის...სიყვარულით ვქმნით ქართული განწყობისა და პლანეტარული
აზროვნების ტელეკომპანიას - „ქართული“, რომლის აქციონერობა თითოეული ჩვენთაგანისათვის,
საქართველოს ყოველი მოქალაქისათვის, მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქართველების,
საქართველოს შვილების და საქართველოს
მეგობრებისათვის ამ დიდ ქართულ პროცესში მონაწილეობის დასტური იქნება.
III.. ტელევიზიის ადგილი
თანამედროვე საზოგადოებაში
ტელევიზია პრინციპულზე პრინციპული საკითხია. ჩვენ
ერთნი ვართ იმ დასკვნაში, რომ არც ერთ ხელისუფლებას , არც ერთ პოლიტიკურ ძალას
ისეთი დამანგრეველი დარტყმა არ მიუყენებია ქართული ეროვნული საყრდენებისათვის,
ქართული ცნობიერებისათვის, როგორც ეს დამოუკიდებელ საქართველოში გააკეთეს
საინფორმაციო საშუალებებმა, უპირველესად ტელევიზიებმა, ელექტრონულმა მედიამ.
თუნდაც იმის გამო, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდა ბინძური ანტიქართული
ზრახვების განხორციელებას, რომ მას არ
ჰქონოდა საინფორმაციო, უპირველესად, სატელევიზიო მხარდაჭერა.
დღეს,
ამ ისტორიულ და ყველა მოაზროვნისათვის სათაყვანებელ მეცნიერებათა აკადემიის
შენობაში, კიდევ ერთხელ გაგახსენებთ იმას, რაც ჩავწერეთ „მოქმედების მანიფესტში“:
„განა ის, რომ
საქართველოს საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის, მეტიც, ებრძვის საქართველოს,
ის რომ ცალკეულ პოლიტიკოსთა, პოლიტიკურ პარტიათა პრიმიტიული აზროვნების
აგიტპუნქტებად იქცნენ ტელევიზიები - ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის?“
ეს ჩვენ ერთი წლის წინ ვთქვით, „მანიფესტში“
ჩავწერეთ, მაგრამ სიტუაციის შეცვლა არ აღმოჩნდა ადვილი. დრო ადასტურებს, ძალიან
ადვილია ანტიქარტული განწყობის, დაპირისპირებაზე, ლანძღვა-გინებაზე ორიენტირებული
საინფორმაციო საშუალების, ტელევიზიის შექმნა, მაგრამ ძალზე ძნელი, ურთულესია
ეროვნული განწყობის და პლანეტარული აზროვნების ტელევიზიის შექმნა, რომლის
სანახაობითი მხარეც მომზიდველი იქნება ადამიანებისთვის.
უდიდესი
საქმე გააკეთა ბატონმა რეზო ჩხეიძემ,
რომ დააფუძნა ტელევიზია „ქართული“ და
სწორედ ერთი წლის წინ, 23 ნოემბერს. გიორგობას საჩუქრად გადასცა საქართველოს
მოსახლეობას, ქართველ ხალხს, საქართველოს შვილებს საქართველოს მეგობრებს. ეს
უდიდესი ეროვნული ნაბიჯი იყო. ეროვნულმა
კაცებმა: ანზორ ერქომაიშვილმა, გივი
თოიძემ, ტარიელ ხარხელაურმა თემურ გუგუშვილმა ,ომარ მხეიძემ, რომან რურუამ, რამაზ
ყურაშვილმა, გიგა ბათიაშვილმა ეს
ტელევიზია სააქციო საზოგადოებად აქციეს , რომ მართლაც შეიქმნას საქართველოში ხალხის
ტელევიზია, ტელევიზია, რომლის უკან არც
ხელისუფლება იქნება, არც პოლიტიკური პარტია, არც პოლიტიკოსი, არც მილიარდერი, არც
უცხო ძალა. ეს იყო ნიშანი დიდი პროცესის დაწყების.
ერთდროულად დიდი იმედით და დიდი ტკივილით იკითხება
ბატონი რეზო ჩხეიძის მიმართვა „ჩვენ ერთად
ვქმნით ტელევიზია „ქართულს“ .
აი,
რას წერს ბატონი რეზო:
„ყოველნაირი სიკეთის და სიმდიდრის დაგროვება
შემეძლო, მეც დავაგროვე...ჩემი სიმდიდრე - განვლილი გზაა, ხალხის სიყვარულია,
რომელმაც ამ ასაკამდე მომიყვანა., ჩემი სიმდიდრე - ჩემი ფილმებია, მათ შორისაა
უკვე 50 წლის „ჯარისკაცის მამა“. ერთადერთი მატერიალური სიმდიდრე, რაც ღირსეულ
მამულიშვილთა შემწეობით დღეს გამაჩნია - ტელევიზიაა, თითოეული ჩვენთაგანისთვის
სათაყვანო სახელით - „ქართული“ და მას გადავცემ მშობელ ერს - ჩემს საქართველოს.“
ბატონმა
რეზომ ასე განსაზღვრა ტელევიზიის მომავალი :
„ეს იქნება ძლიერის მხარდამჭერი, მაგრამ
იმავდროულად სუსტის და გაჭირვებულის დამცველი ტელევიზია.
ეს იქნება თაობათა შორის დღეს ჩატეხილი ხიდების
გამთლიანების, მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ქართული დიასპორის ერთობის ტელევიზია.
ჩემი და ჩემი მეგობრების დიდი სურვილია, ეს იყოს სტუდენტური
და ახალგაზრდული ტელევიზია.“
გენიალურია.
უკეთესად ვერ იტყვი, ჩვენ ყველანი ვიზიარებთ ამ მოსაზრებას. ჰაერივით სჭირდება
დღევანდელ საქართველოს ასეთი ტელევიზია.
IV. ქველმოქმედთა დიდი ერთობა
ჩვენ
ვუერთდებით „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელთა განწყობას და კიდევ ერთხელ
ხმამაღლა ვამბობთ მეცნიერების ამ დიდ ტაძარში:
„ჩვენ ვიქნებით ამაყნი
და ბედნიერნი, თუ საერთო თანადგომით, ქველმოქმედთა და მეცენატთა, 21 საუკუნის
სარაჯიშვილთა და ზუბალაშვილთა მხარდაჭერით, ხალხის მხარდაჭერით, მოაზროვნე
ადამიანების მხარდაჭერით - საქართველოს მივცემთ მართალ, თბილ, სიყვარულით სავსე ტელევიზიას.“
ეს
არის მიზანი და ჩვენი ამოცანაა, რომ ღონიერად, მძლავრი ნაბიჯებით დავიწყოთ მოქმედება.
ეჭვი არ გვეპარება, რომ აქციონერთა რაოდენობა
გაიზრდება, ჩვენ ბევრზე ბევრნი ვიქნებით და საოცარ მაგალითს მივცემთ მთელს
მსოფლიოს ჩვენი ერთსულოვნებით ასეთი
ტელევიზიის შექმნისათვის. ჩვენ ჩარჩებისა და მეჯღანუაშვილების იმედი არ უნდა
გვქონდეს. ღვთის წყალობით, ქვეყანას ბევრი არა, მაგრამ საკმარისად ჰყავს მოაზროვნე
და ზნეობრივი შეძლებულნი.
თქვენ
იცით, რომ ტელევიზიას სათავეში ნამდვილი პროფესიონალი ჩავუყენეთ, ბატონი ოთარ შამათავა. ღირსეულზე ღირსეული
კაცია, დიდი პოტენციალის კაცია. მაგრამ გარკვეულ პირობებს გვიყენებს და მარტივად
გვეუბნება:
„ტელევიზიები, რომლებიც
წამლავენ ხალხს თვეში 2-3 მილიონ დოლარს ხარჯავენ, ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს
მოგვეცით თვეში 50 ათასი, არ გვეუფროსოთ, გვაცადეთ ისეთი ტელევიზიის შექმნა,
როგორიც მიზნად დავისახეთ და ჩვენ ექვს თვეში სასწაულს მოვახდენთ“.
ბრწყინვალეა.
ბატონი ოთარი სახელის კაცია, ითხოვს ექვს თვეს და
ამ ექვსი თვის თანხის ანგარიშზე მობილიზებას, თუ კაცები ვართ, თუ საქართველოში
გვინდა იყოს ეროვნული განწყობა, ეს უნდა შევძლოთ მიმდინარე წლის ბოლომდე, რომ
ბატონმა ოთარმა და მისმა გუნდმა ახალი წლიდან მთელი პოტენციალი მოიყვანოს
მოქმედებაში.
ეს
უნდა მოხდეს „ქართულის“ სამეთვალყურეო საბჭოს და „ქართული ერთობის დარბაზის“
აღმასრულებელი საბჭოს დიდი ძალისხმევითა და თანადგომით. ერთიც და მეორეც ღირსეული
ადამიანებითაა დაკომპლექტებული. ჩვენი ამის ორგანიზება შეგვიძლია.
V. მაღალინტელექტუალური სატელევიზიო ეთერი
ძალიან
სასიამოვნოა, რომ უამრავ კონკრეტულ წინადადებებს გვთავაზობენ ცნობილი მოღვაწეები.
1. ჩვენი ეპოქა
·
გულწრფელად გეუბნებით,
ჩვენ ყველანი აღფრთოვანებული ვართ ბატონი
მერაბ ბერძენიშვილის პოზიციით,
მხარდაჭერით და კონკრეტული მოქმედებით.
ორჯერ შეკრიბა ძლიერი სპეციალისტები, რომ შეიქმნას ტელევიზიის ჰიმნი. მისი უკვდავი
ქმნილება „კიდევაც დაიზრდებიან“ ხომ
ჩვენი დარბაზის ემბლემად იქცა. ბედნიერება იქნება საქართველოსთვის, საქართველოს
მეგობრებისთვის გადაცემების ხილვა მერაბ ბერძენიშვილის სახლ-მუზეუმიდან
·
ბატონი
რეზო ესაძე ფიქრობს საავტორო
გადაცემაზე „ვინც მომენატრა“ . ბატონი
რეზო დიდი პიროვნებაა და არავისთვის საეჭვო არ არის, რომ მას სწორედ ის ხალხი
მოენატრა, ვინც ყველას მოგვენატრა, ვისი ქართული სიტყვაც სჭირდება დღეს
საქართველოს.
·
თქვენ იცნობთ ბატონ არნოლდ გეგეჭკორს, ცნობილ აკადემიკოსს,
ჩემი და შემდგომი რამდენიმე თაობა მის გადაცემებზე გაიზარდა. ბატონი არნოლდი ფიქრობს გადაცემაზე „საქართველო დაჭრილი მზეა“ - დიდი მწერილის გრიგოლ რობაქიძის მიხედვით. მან დაასრულა ასეთ წიგნზე მუშაობა, რომლის
შექმნასაც 30 წელზე მეტი მოანდომა. ამ წიგნისპრეზენტაციის მონაწილე ტელეკომპანია
„ქართულის“ მეშვეობით მთელი საქართველო
გახდება მომავალ წელს.
·
მეცნიერებათა აკადემიის
პრეზიდენტის მოადგილე, ბატონი სოსო
ბაჩიაშვილი, რომელმაც უაღრესად საინტერესო წიგნი გამოსცა „დრო
და ეპოქა“ - იღებს ჩვენს წინადადებას
და ამზადებს საავტორო გადაცემას.
·
გვეთანხმება ბატონი თემურ შაშიაშვილიც, რომ მისი მეშვეობით
ჩვენს ტელევიზიაში გამოკვეთილად იყოს საუბარი მომავლის პროექტებზე. ჩვენი თხოვნა
იმ შეფასებიდან გამოდის, რომელიც რამდენიმე წლის წინ გააკეთა მეცნიერებათა
აკადემიამ პოლიტიკურ ძალთა მიერ
მომზადებული პროგრამების ანალიზით.
·
ბატონმა რამაზ ყურაშვილმა (მას წარდგენა არ
სჭირდება, ყველანი ვიცნობთ), თავისი მხარდაჭერით და გადაცემებით ჩვენც
დაგვარწმუნა, როგორ სჭირდება ხალხს უშუალო, მართალი და პროფესიული საუბარი.
·
მეც, რამაზ ლომინაძე, ვფიქრობ გადაცემაზე მეცნიერთა დიდი
მონაწილეობით. მისი სახელწოდება დღეს ასე ჟღერს „ეპოქის ანალიზი“. ამ თემას ჩვენ ყველანი ვჭირდებით, უამრავ ადამიანს
უნდა მივცეთ საშუალება, გამოთქვას მოსაზრება. ანალიზის გარეშე ჩვენ ძალიან
გაგვიჭირდება წინსვლა. ამის აუცილებლობა მით
2. მეცნიერება და განათლება
·
ჩვენ ერთსულოვანნი ვართ
იმაში, რომ განათლების პრობლემატიკა „ქართულის“
უმთავრესი განხილვის საგანი იყოს. ვთქვათ პირდაპირ, ქართულ საგანმანათლებლო სისტემას ბევრი მტერი
აღმოუჩნდა ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც. ფაქტია, რომ არც ერთი ხელისუფლებისთვის
განათლება ვერ გახდა ნომერი პირველი პრიორიტეტი. ქვეყნის „გარე პატრონებს“ ჩვენი
გადაქცევა მომსახურე ერად უნდათ.
ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს. „ქართული ერთობის
დარბაზი“ თვითონ აპირებს ჩაუდგეს სათავეში ამ დისკუსიას.
ჩვენ ვთხოვეთ საგანმანათლებლო საქმის
წარმატებულ ორგანიზატორებს ამერიკის ფიზიკური აკადემიის წევრს, პროფესორ მერაბ
ჯიბლაძეს და განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს ქალბატონ ინეზა იამანიძეს იყვნენ ჩვენი მრჩეველები
ამ საკითხებში.
ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ საქმის მცოდნეთა დიდი
გუნდი შეიკვრება და შევძლებთ საერთო-სახალხო დისკუსიის გამართვას და რეალური
პროგრამების შემუშავებას. მივაგნებთ იმ პოლიტიკურ გუნდებს, რომელთაც სწორედ
განათლება მიაჩნიათ ქვეყნის უპირველეს საქმედ და აქვთ შესაბამისი პროგრამებიც.
·
მეცნიერების
პრობლემებზე ფიქრობს გადაცემების მომზადებას პროფესორი ილია თავხელიძე. იგი ცნობილი მეცნიერია. საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიის ორი სახელოვანი პრეზიდენტის,
ბატონ ილია ვეკუასა ბატონ ალეკო თავხელიძის ოჯახების შთამომავალია.
·
ქვეყნის მომავალზე -
ბავშვებზე გადაცემების ციკლში წარმოდგენილი იქნება აღზრდის, განათლების, ჯანდაცვის
პრობლემები და მათი გადაწყვეტის კომპლექსური გზები. სასიამოვნოა, რომ ამ ციკლს
წარუძღვება ჩვენი დროის დიდი ქართველი დედა - ქალბატონი ია მეტრეველი.
3. ეკონომიკა და ინოვაციები
·
ძლიერი საინვესტიციო
გარემოს, თავისუფალი მეწარმეობისა და თავისუფალი მეწარმის გარეშე საქართველოს
მომავალი არ აქვს. შეშინებული მეწარმე ქვეყნის ნგრევას ნიშნავს. დამოუკიდებელ
საქართველოში სწორედ მეწარმეა მუდმივად შეშინებული - რისკი დასასრულს ნიშნავს.
მეტიც, პრაქტიკულად არ არის კონკურენტული გარემო, ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა
აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ფლობს ახალი ეკონომიკის - საბაზრო ეკონომიკის
ელემენტარულ პრინციპებსაც კი, უცხოეთიდან მეტი პოლიტიკა და ყოველგვარი
ქართულის წინააღმდეგ მიმართული განწყობები უფრო შემოგვაქვს, ვიდრე მომავლის
ეკონომიკასთან დაკავშირებული პრინციპები. ნაცვლად ეკონომიკის ლიბერალიზაციისა, რომელიც
ჰაერივით გვჭირდებოდა მოვახდინეთ სრულიად გაუგებარი, ქართული ტრადიციებისა და უკვე
დასავლეთისთვისაც მიუღებელი მორალური და ზნეობრივი ღირებულებების ლიბერალიზაცია.
„ქართული ერთობის დარბაზი“ ეს იქნება
ბიზნესის დაცვის ინსტიტუტი, ეკონომიკის ლიბერალიზაციის ინსტიტუტი, საკუთრების
თავისუფლების დაცვის ინსტიტუტი. ჩვენი სურვილია, მოვიწვიოთ ახალი ეკონომიკის
მცოდნე წარმატებული ქართველები, საქართველოს მეგობრები, მივიღოთ მათგან
გაკვეთილები და ხელისუფლებაც ვაიძულოთ უარი თქვას ბიზნესმენების დანიშვნაზე,
ბიზნესში მეგობართა პატრონობაზე და გზა მისცეს იმ კანონებს, რომელთა მეშვეობითაც
ქვეყანაში შეიქმნება კონკურენტული გარემო.
პროფესორმა შოთა ვაშაკიძემ, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, კარგად იცის ამერიკის
ეკონომიკის წარმატების საფუძვლები... ყველამ კარგად ვიცით, რომ თანამედროვე
დასავლურ , უპირველესად ევროპულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს კარგად იცნობს ბატონი სოსო ორჯონიკიძე. ის გახლავთ დღეს უკვე მსოფლიოში აღიარებული ბიზნეს
-ცენტრის „მოსკვა-სიტის“ შექმნის ორგანიზატორი.
ასეთი წარმატებული ადამიანები უამრავნი არიან
ევროპაშიც, ამერიკაშიც, ჩინეთშიც, ბრაზილიაშიც. რატომღაც ასეთი ხალხის უფრო
ეშინიათ ხელისუფალთ, ვიდრე ფიქრობენ მათი გამოცდილების გაზიარებაზე.
ეროვნული ეკონომიკისათვის ბრძოლის დიდი გზა
განვლო ბატონმა გოგი თოფაძემ. გვინდა
გავაგრძელოთ თანამედროვე დემოკრატიული ბიზნესის მცოდნეთა ძიება და გვინდა, რომ
ისინი დაეთანხმონ ტელევიზია „ქართულთან“ თანამშლომლობას.
პირდაპირ და მოკლედ ვამბობთ, დღემდე
საქართველოში ეკონომიკას, ეკონომიკურ პროცესებს წარმართავენ, ეკონომიკაზე და ეკონომიკურ რეფორმებზე
საუბრობენ თეორეტიკოსები - ხალხი, რომელთაც თვითონ არაფერი შეუქმნიათ და საქმის
კაცებს ჭკუას ასწავლიან.
ტრიბუნა სწორედ წარმატებულ ადამიანებს უნდა
ჰქონდეთ. ჩვენ ამ გზით ვივლით. ჩვენ გვინდა შევიმუშავოთ ბიზნესისა და ბიზნესმენთა,
ინვესტორთა დაცვის სახალხო მექანიზმები. ამის კარგი გამოცდილება აქვს ესტონეთს,
ლატვიასა და ლიტვას, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, მეწარმე დროის უმოკლეს
პერიოდში ხვდება ქვეყნის უმაღლესი რანგის პიროვნებებს, თუ მათგან დადებით პასუხს
ვერ იღებს, უფლება აქვს, საჯარო გამოსვლა გააკეთოს პარლამენტში. ეს ყველაფერი
კანონითაა განმტკიცებული.
კანონითაა განმტკიცებული ჩეხეთში, რომ
ეკონომიკურ საკითხებზე კანონების მიღება შეიძლება მხოლოდ სამთა თანხმობით:
მთავრობის, მეწარმეთა ლიგის, დასაქმებულთა ინტერესების დამცველი ლიგის
(პროფკავშირების).
ჰაერივით სჭირდება საქართველოს ეკონომიკური
საქმიანობის ის პრინციპები, საკუთრებისა და მეწარმეთა დაცვის ის მექანიზმები, რომელთა
გამოც გამორჩეული და ძლიერია ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, გერმანია და
დასავლეთის არაერთი ქვეყანა.
ჩვენ სწორედ ასეთ წარმატებულ პრინციპებს
მოვიძიებთ მთელს მსოფლიოში, ტელევიზია „ქართული“ მათ გააცნობს ხალხს. ნელნელა ხელისუფალნიც
და პოლიტიკოსებიც იძულებულნი გახდებიან
სამუშაო ადგილების შემქმნელები დაიცვან, წაახალისონ, მხარი დაუჭირონ და დაამთავრონ
მათთან მენტორული ტონით საუბარი, დაამთავრონ მათზე უფროსობა.
განათლებას, ბიზნესს ჩვენ ამ დოკუმენტშიც
განსაკუთრებული როლი დავუთმეთ, რადგან ქვეყნის მომავალი სწორედ ინტელექტთან და
ინტელექტუალურ ბიზნესთანაა დაკავშირებული. ის ხელისუფლებაა საქვეყნოდ მომართული,
რომელსაც მასწავლებელი და მეწარმე ჰყავს ხელისგულზე და ფეხქვეშ ეგება ბავშვს, ანუ
მომავალს.
·
ჩვენ ძალიან ვაფასებთ
პროფესორ კობა კობალაძის ინიციატივას
სოფლის მეურნეობაზე დამაფიქრებელი საავტორო გადაცემის მომზადებასთან დაკავშირებით.
·
საოცრად კარგ
წინადადებებს გვთავაზობს ბატონი დათო
ყალიჩავა. მისი მონაწილეობით საპატრიარქოსთან შექმნილია კინოსტუდია „გუთანი“ . რამდენიმე უაღრესად
საინტერესო ფილმი შექმნეს კარგი ზრახვები აქვთ სამომავლოდ.
·
ჩვენ ყველამ ვიცით,
როგორი პრობლემაა დღეს საქართველოსათვის კვების პროდუქტების ხარიხი, კარგია, რომ
გვყავს კაცი, პროფესორი შოთა ჩხეიძე,
რომელიც დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და რომელიც წლების
განმავლობაში გაეროს ექსპერტი იყო კვების საკითხებში.
·
დიდი სურვილია, ორმა
გამორჩეულმა ეკონომისტმა, ბატონმა დემურ
გიორხელიძემ და ბატონმა სოსო არჩვაძემ
შეძლონ ჩვენი ტელევიზიით ეკონომიკის (და არა მარტო ეკონომიკის) პრობლემების
გაშუქება.
4.
ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა
·
პროფესორი ამირან აფციაური მომავლის ენერგეტიკის
პრობლემებზე მუშაობს. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ იგი აქტიურად ითანამშრომლებს
ჩვენს ტელევიზიასთან, მით უფრო რომ ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც ის გახლავთ
ტელეკომპანია „ქართულის“ 50 აქციით კოლექტიური აქციონერი გახდა
·
პროფესორმა პაატა გიორგაძემ ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან ერთად, მართლაც
სასწაული მოახდინა, შეადგინა პროგრამა
„წყალი“,რომლის თაობაზე გადაცემა ხალხს ძალიან დიდ იმედს მისცემს.
5. დიპლომატია
·
ჩვენი დიდი სურვილია,
მოხდეს საგარეო პოლიტიკის საკითხების მაღალკვალიფიციური და აკადემიური განხილვა.
ქვეყანას ჰყავს ასეთი დიპლომატები. დიდი სურვილია, კონსულტაციები მივიღოთ უკვე
ცნობილი დიპლომატებისაგან. ბატონ პეტრე
ჩხეიძისა (წლების განმავლობაში წარმოადგენდა საქართველოს გაეროში, იყო
საქართველოს ელჩი აშშ-ს და რუსეთში, არისმეცნიერებათა დოქტორი) და თეიმურაზ მამაცაშვილისაგან (წლების
განმავლობაში იყო საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში, ხელმძღვანელობდა საგარეო
ეკონომიკური ურთიერთობათა სამინისტროს). საინტერესოდ გვეჩვენება მეცნიერების
დოქტორის, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის ბატონი ზურაბ ხონელიძის მიერ გამოტანილი მოსაზრებები, რომელთა განხილვა
შეიძლება მოეწყოს მისსავე საავტორო გადაცემაში.
·
საინტერესო საავტორო
გადაცემას გვპირდება ქალბატონი თამთა
ბერიაშვილი, მას აქვს დიპლომატიური გამოცდილება, არის ჟურნალისტი და
დარწმუნებული ვართ გადაცემა „პრობლემა“ ერთ
ერთი გამორჩეული და საინტერესო იქნება.
6. იურისპრუდენცია
·
ქვეყანას ჰყავს
გამორჩეული იურისტები, რომელთაც დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი გააჩნიათ.
სამწუხაროდ, მათ ვერც პარლამენტში ვხედავთ და ვერც ტელევიზიებში. ჩვენ სერიოზულად
ვთანამშრომლობთ ცნობილ იურისტთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს წარმატებულ მოსამართლესთან,
ბატონ მინდია უგრეხელიძესთან და
გვსურს, მისი პატრონაჟით ვიფიქროთ როგორც საჯარო სატელევიზიო ლექციებზე, ასევე
დისკუსიებზე საზოგადოებისათვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე და რაც
მთავარია, იმ დიდი წამოწყების ახლებურ გაგრძელებაზე, რასაც ჰქვია „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ ,
რომელიც დიდი მხარდაჭერით იქნა აღიარებული ევროპის სასამართლოს ყოფილი
თავმჯდომარის, ბატონი ვალდჰაბერის
მიერ. ამ საქმის სათავეებთან სწორედ
ბატონი მინდია უგრეხელიძე იყო.
·
ბატონმა ალექსი კობაიძემ სამართლებრივი ხასიათის კარგი
გადაცემა შემოგვთავაზა.
·
პრაქტიკულად მზად არის
პროგრამა „მხილების ვერნისაჟი“ რომლის მიხედვით მომზადებული „მხილების მუზეუმი“
მთლიანად არაერთი ბანერითა და სტენდით
2011 წლის 26 მაისის ცნობილი მოვლენების დროს გაიტაცა მაშინდელმა
ხელისუფლებამ.
7.
ლიტერატურა და ხელოვნება
·
აკადემიკოსმა ომარ გოგიაშვილმა საჩუქრად გადმოგვცა მისი
ჩანაწერების „ილია ჭავჭავაძის
მემკვიდრეობა“ რამდენიმე ნაწილი. მას გადაწყვეტილი აქვს სპეციალურად ჩვენი
ტელევიზიისათვის მოამზადოს ამ პროექტის სრული ვერსია.
·
კარგია, რომ
საქართველოს პარლამენტის წევრი, დიასპორასთან თანამშლობლობის კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე ბატონი დემურ
ბაშელიშვილი ფიქრობს საავტორო გადაცემაზე ქართულ ენასთან დაკავშირებით.
·
უაღრესად საინტერესო
კვლევები აქვს ქართულ ენასთან დაკავშირებით პროფესორ ალეკო ცინცაძეს. ჩვენ ძალიან გვინდა მისი თანამშრომლობა ტელევიზიასთან.
·
ჩვენ გვეამაყება, რომ
ტელევიზია „ქართულთან“ ითანამშრომლებს
პროფესორი ზაალ გიგინეიშვილი, ძალიან
ახალგაზრდა, მაგრამ უკვე უამრავი საინტერესო კვლევის ავტორი,მათ შორის „ვეფხისტყაოსანზე“
·
ჩვენ ძალიან დიდი
იმედით ვუყურებთ ანსამბლ „რუსთავის“
წამყვანი სოლისტის, „ქართული ერთობის
დარბაზის“ წევრის, ბატონი დავით
გველესიანის თანამშრომლობას ტელევიზია „ქართულთან“
·
მწერალი კობა არაბული და კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი ჩვენი ტელევიზიის დიდი
მეგობრები არიან და უაღრესად კარგ პროექტებს გვთავაზობენ.
·
ძალიან კარგია, რომ „ივერიელი“ ორი ჯუჯა (ნუგზარ კვაშალი და ვახტანგ ტატიშვილი)
ტელევიზია „ქართულთან“ დაკავშირებულ
თავიანთი კლიპით უკვე შემოვიდნენ ამ დიდ
ქართულ არეალში.
·
ცნობილი კინოხელოვანის
პროფესორ ვახტანგ კუნცევის და მისი
გუნდის წინადადებით კვირაში ორი დღე ახალგაზრდულ პროგრამებს დაეთმობა
·
დღემდე ბევრი
საინტერესო გადაცემის ავტორია ქალბატონი ირინა
თურქია, ჩვენ ინტერესით ვუყურებთ მის გადაცემებს „ხელოვნების დრო“ დარწმუნებული ვართ მომავალშიც ვითანამშრომლებთ
·
განსაკუთრებულად უნდა
ვთქვათ ერთი პროექტის თაობაზე: „ქართული
თეატრის ოქროს ფონდი“ მას რეზო
ჩხეიძის შვილი, ცნობილი რეჟისორი
და მსახიობი ბიძინა ჩხეიძე
გვთავაზობს. მისი სურვილია, ისტორიას
შემოვუნახოთ საქართველოს თეატრებში განხორციელებული საუკეთესო დადგმები.
·
დიდ იმედს ვამყარებთ
ბატონ ზურაბ წერეთელზე, რომელიც
„ქართული ერთობის დარბაზის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და ჯერ კიდევ ბატონ რეზო
ჩხეიძესთან საუბრისას გამოთქვა სრული და ყოველმხრივი მხარდაჭერის მზადყოფნა
·
ტელევიზიას გვერდში
უდგანან სახვითი ხელოვნების ისეთი დიდოსტატები, როგორებიც ბრძანდებიან ბატონები: გივი თოიძე, თემურ გოცაძე, მურაზ მურვანიძე,
ილო პატაშვილი, ემზარ ცირდავა
8.. ქართული ინტერესი
·
კარგია, რომ ბატონ ირაკლი მაჭავარიანს გადაწყვეტილი აქვს
გაუძღვეს საავტორო გადაცემას „ქართული
ინტერესი“ . ყველაფერი, რაც ზემოთ ვთქვით და რასაც ქვემოთ ვიტყვით, სწორედ
ქართულ ინტერესთანაა დაკავშირებული და ეჭვი არ გვეპარება, რომ ბატონი ირაკლი და
საავტორო თუ სხვა გადაცემათა ავტორები შევძლებთ გამოვკვეთოთ, რას ნიშნავს
დღევანდელ მსოფლიოში ქართული ინტერესი და როგორ დავიცვათ იგი. რომ ქართული
ინტერესი არ ებრძვის გლობალიზაციას, პირიქით,მას აღიარებს, როგორც ობიექტურ
მოვლენას, მაგრამ მოქმედებს რომ გლობალიზაციის უმძიმეს ეპოქაში არ დავკარგოთ
თვითმყოფადობა.
სწორედ ამ პრინციპებთან არის დაკავშირებული
გადაცემები , რომელთა შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებ.
·
ბატონი შალვა მაღრაძის რამდენიმე გადაცემამ „საით მიდის საქართველო“ დიდი ინტერესი
გამოიწვია.
9. ქართველები უცხოეთში და საქართველოს უცხოელი
მეგობრები
·
თანამედროვე
საქართველოს ცხოვრებაში განუზომლად დიდია უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა როლი.
ქვეყანა პრაქტიკულად არსებობს შრომითი მიგრანტებისა და ზოგადად, ქართული დიასპორის
თანადგომის წყალობით, ყველ იმ ქვეყანაში, რომელშიც ჩატარდება „ქართული
ერთობისდარბაზის“ კონგრესი, შეიქმნება ტელევიზიის სარედაქციო ჯგუფები, თუ
საკორესპოდენციო პუნქტები. ამ ეტაპზე ასეთების შექმნაა დაგეგმილი იმ ქვეყნებში,
სადაც ქართველთა განსაკუთრებით დიდი
კონცენტრაციაა (თურქეთი, ირანი,
აზერბაიჯაი, რუსეთი, ისრაელი , იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ესპანეთი,
გერმანია და ა.შ)
·
ყველა აღნიშნულ
ქვეყანაში შექმნილ სატელევიზიო კორპუნქტებთან თანამშრომლობით ტელევიზია აამოქმედეს პროექტებს ორი
მიმართულებით: ქართველები ამ ქვეყანაში და საქართველოს მეგობრები აღნიშნულ
ქვეყანაში. მაგალითისათვის: ქართველები გერმანიაში და „საქართველოს მეგობრები გერმანიაში“.
ჩაფიქრებულია ასეთი მუშაობა არა მხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებში, არამედ
ზოგიერთ ქალაქშიც კი. სადღეისოდ ყველაზე ძლიერი ბაზა ამისათვის არსებობს ქალაქ
მოსკოვში, სოჭში, პეტერბურგში, ვორონეჟში და ბევრ სხვა ქალაქში.
·
მივესალმებით ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის ჩვენთან ყოფნას. თქვენ
იცით როგორი ინიციატივიანი კაცია, მჭექარე ხმაც აქვს და მართლაც დიდი საქმე
გაკეთდება, როცა იგი გაუძღვება გადაცემას პირობითი სახელწოდებით „ტოლერანტობა“. დიდად სასიამოვნოა, რომ
ამ საქმიანობაში თავის წონა სიტყვას
იტყვის მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, ქართულ-ებრაული ურთიერთობის მუზეუმისა და
ცენტრის დირექტორი, კაცი, რომელსაც არაერთი ქვეყნის ხელმძღვანელი თხოვს კონსულტაციასა
და რჩევა-დარიგებას, ბატონი გივი ღამბაშიძე.
·
უცხოეთში მცხოვრები
ბევრი ცნობილი ხელოვანი და საინტერესო პიროვნება გამოთქვამს თანადგომას. ისინი
კონგრესის ჩატარების საინიციატივო ჯგუფებს ჩაუდგნენ სათავეში. ჩვენ
განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ქართული
წარმომავლობის ცნობილ პიროვნებებს თურქეთში, უპირველესად ისმეთ აჯარს, მევლუდ ართვინელს და მეთინ ულუდაღს (ხმალაძე)
·
ჩვენი დიდი სურვილია
ქალბატონმა მარინა კაჟაშვილმა
ცხინვალიდან და ბატონმა მურად ანჯაფარიძემ
სოხუმიდან შეძლონ ხიზანთა პრობლემების წარმოჩენა. სასურველი იქნება, რომ ეს
გადაცემა ხიზანთა დიდ სათათბიროდ იქცეს და ყველა დაინტერესებულ პიროვნებას ჰქონდეს
მასში მონაწილეობის საშუალება.
·
ქართული დიასპორის
საკითხებზე გაგვიჭირდება უკეთესი პიროვნების მოძებნა, ვიდრე ბატონი სანდრო ნონეშვილია. ეჭვი არ მეპარება,
იგი მოძებნის დროსაც და ბევრ საინტერესო პიროვნებასაც ქვეყნის გარეთ წასული
პრაქტიკულად ნახევარი საქართველოს
პრობლ;ემების გასაშუქებლად.
10. ფსიქოლოგია და სოციოლოგია
·
ფსიქოლოგი ლევან ოდიშარია ძალიან სერიოზულ საავტორი
გადაცემაზე ფიქრობს, რომელიც მის პროფესიასთან იქნება დაკავშირებული.
·
ახალგაზრდობის ერთი
ჯგუფი ფიქრობს, რომ საზოგადოებას უნდა ადუბრუნდეს სიტყვა „კაცის“ ილიასეული
გაგება, ისევე, როგორც სიტყვა „ბიჭი“ - საუკეთეოს გაგებით. ამიტომ ისინი ამზადებენ
პროექტებს „ბიჭების საუბარი“,
„კაცების დიალოგი“
·
კარგა ხანია
მომზადებულია და ელოდება ეთერში გასვლას პროექტები:
o შორია ივერიამდე
o სოციალური ფსიქოლოგია ნულოვანი მენტალობა
o ახალი ჰუმანური ცივილიზაცია
o ბედნიერების არსი
o ბედნიერების ფორმულა
o იმიჯი თუ რეპუტაცია
o რეპუტაციული კაპიტალი
11. პერსპექტიული პროექტები
·
ბატონი გოგი ჯაოშვილი ტელევიზია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს
თავმჯდომარე იყო თავის დროზე. სწორედ იმ დროს, როცა ეს ტელევიზია ქართულ განწყობას
ეყრდნობოდა და აძლიერებდა. აქ არიან ადამიანები, რომელნიც სხვადასხვა დოზით,
მეტნაკლებად ვიყავით დაკავშირებული საინფორმაციო სივრცესთან, ტელევიზიებთან. რაც
მთავარია, ვიცით, როგორი ტელევიზია სჭირდება დღეს საქართველოს. ჩვენ ისინი კარგ
პროექტებს გვთავაზობენ მომავლისათვის. გადაწყვეტილი გვაქვს უმოკლეს პერიოდში
განვიხილოთ სატელევიზიო და კინოს საქმის კარგი მცოდნის ქალბატონ ნონა ღამბაშიძის წინადადებები.
·
კომპიუტერული
პროგრამირების საერთაშორისო კონკურსებში უდიდესი წარმატებები აქვს ქართველ
სტუდენტთა გუნდს, როემლსაც ბატონი თემურ
ზარქუა ხელმძღვანელობს. ეჭვი არ გვეპარება, რომ საქართველო ნახავს იმედის და მომავლის ბიჭებს და პრემიერ-მინისტრსაც აღარ
დასჭირდება კადრების სანთლით ძებნა.
·
ბევრ კარგ რამეს
გვთავაზობს დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე პიროვნება ბატონი გენრი კავლელიშვილი. მის მიერ მზადდება გადაცემათა ციკლი პორტრეტი. საუბარი
იქნება გამოჩენილ ადამიანებზე შინაურულ ატმოსფეროში, რომლებიც ოჯახის წევრებთან
ერთად თავიანთ ოჯახებში უმასპინძლებენ ტელევიზიას. მაყურებელი კი მიიღებს როგორც
ვერბალურ, ისე ფოტოპორტრეტს იმ დღის მასპინძლისა.
·
კარგია, რომ ამ
სატელევიზიო საქმეში უაღრესად საინტერესოდ ჩაერთო და კარგი წინადადებები აქვს
ჩვენს მეგობარს, ბატონ როლანდ კილაძეს.
·
დღეს კიდევ ერთხელ
მინდა გამოვხატო მადლიერება და კმაყოფილება იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღემდე
მოიყვანა ეს ტელევიზია, ვინც პრაქტიკულად მონაწილეობდა ამ საქმეში. ზაალ ნემსაძე და ჩვენი თინა გამორჩეულად უნდა აღვნიშნოთ. თინა
მართლაც სული და გულია ამ ტელევიზიის. ასევე უნდა ითქვას ირაკლი გოგოლაძის და რამაზ
ბაბილაშვილის შესახებ (ეს უკანასკნელი დღეს ტელევიზია „საფერავს“ უდგას სათავეში). განსაკუთრებულად უნდა ვთქვათ იმ
მხარდაჭერის თაობაზე, რომელიც გვქონდა, გვაქვს და გვექნება გიორგი
ასათიანისაგან, რომელიც სატელევიზიო საქმის ბრწყინვალე მცოდნეა და დღეს ძალიან
კარგ გუნდთან ერთად ხელმძღვანელობს ტელეკომპანია „დროს“
·
ჩვენ ძალიან გვინდა,
რომ სატელევიზიო საქმის დიდი გამოცდილების მქონე ზურაბ ხასიამ ითანამშრომლოს სააქციო საზოგადოება „ქართულში“ და კარგი იქნება, თუ იგი მიიღებს წინადადებას და
შეუერთდება თანათავმჯდომარეთა ინსტიტუტს. ბატონი ზურაბი წლების განმავლობაში
მუშაობდა სატელევიზიო ფილმების სტუდიის ხელმძღვანელად, და რაც მთავარია, მან შეძლო
ამ დოკუმენტური მასალის შენარჩუნება სამოქალაქო ომისა და მის შემდგომ მძიმე
პერიოდში, რაც დღეს საზოგადოებრივი
მაუწყებლის კუთვნილებაა.
·
ჩვენ ძალიან სერიოზულად
ვფიქრობთ რამდენიმე გადაცემაზე. ერთის სახელწოდება პირობითია, მაგრამ ასე
წარმოგვიდგენია: „ილუზიების გარეშე“
და მეორე: გვინდა შევძლოთ გავიხსენოთ რა
კრიტიკული მომენტები ჰქონდა ქართულ სინამდვილეს და როგორ გამოვდიოდით
მდგომარეობიდან.
·
ჩვენ გვსურს, პროგრამის
„საფიხვნო“ განხორციელება ნებისმიერ
ქალაქში, ან სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის შეკრების ადგილებიდან - ბაზარი,
წისქვილი, წყარო, სადალაქო, სკვერი, ბიზჟა და ა.შ.
·
არის სურვილი, შეიქმნას დიდი სატელევიზიო ენციკლოპედია ყველა
ქალაქისა და რაიონის ისტორიისა და თანამედროვეობის ჩვენებით. ეს იქნება მაღალპროფესიულ
დონეზე შექმნილი მართალი მონათხრობი კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის ისტორიაზე,
დღევანდელ პრობლემებზე, შესაძლებლობათა არსებულ აუმოქმედებელ რეზერვებზე,
მატერიალურ და ინტელექტუალურ პოტენციალზე.
იმედია, პროექტს გამოეხმაურება უკლებლივ
ყველა რაიონის მოსახლეობა,
ხელმძღვანელობა, ადგილზე მცხოვრები თუ
იქაური წარმოშობის არაერთი სახელოვანი პიროვნება და თავის წვლილს შეიტანს მშობლიური
კუთხის წარმოჩინების მიზნით.
·
თქვენ გახსოვთ, რომ
გელათში ჩვენი კონგრესის გახსნას ეწრებოდნენ მეცნიერები უკრაინიდან. ბატონები ლეონიდ ჩაპავოი და ალექსეი ჩუევი. საინტერესო
თემები შემოგვთავაზეს თანამშრობლობისთვის. ბატონი ჩაპავოი, რომელიც დღეს არის უკრაინის
მედიასახლის დირექტორი, გახლავთ ავტორი წიგნისა
„ბედნიერების ფორმულა“ ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება ტელევიზია „ქართულში“ იყოს
ასეთივე სახელწოდების მისი საავტორო გადაცემა.
·
ჩვენ ვსაუბრობთ
ტელეხიდებზე რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტთან ევროპასა და ამერიკაში. თუ ჩვენ
წარმატებულად შევძლებთ საქმიანობას, გვეყოლება ბევრი აქციონერი და მხარდამჭერი,
ერთ-ერთი ასეთი პირველი მოლაპარაკება შეიძლება ცნობილ ტელეჟურნალისტ შუსტერთან შედგეს.
·
უფრო გახდა, როცა ტელევიზიამ
უკვე შეძლო ამ ეპოქის ერთ-ერთი მთავარი მონაწილის ჯუმბერ პატიაშვილის წიგნის მიხედვით საინტერესო მასალის შექმნა. ბატონმა
ჯუმბერმა გამოთქვა თავისი მოსაზრება, ეხლა ყველას უნდა მივცეთ საშუალება, რომ
თავისი პოზიცია გამოხატოს თუნდაც ამ ფილმების მიმართ და ჩვენ შევძლოთ ლანძღვის,
გინებისა და დაპირისპირების გარეშე ვიფიქროთ მომავალზე.
VI. ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება და ვფიქრობთ მის
განხორციელებაზე...
ვეძებთ ავტორებსაც და გადაცემების მხარდამჭერებსაც
(სპონსორებს)
·
გადაცემათა ციკლი: „ფიქრი ამოძრავებული მომავალია“. ქვეყნის
გამორჩეულ ადამიანებს- მეცნიერებს, კულტურის მოღვაწეებს, სხვადასხვა სფეროს
წარმომადგენლებს, გამორჩეულ სპეციალისტებს და მოაზროვნე ადამიანებს ჰქონდეთ
საშუალება თავისუფლად, ყოველგვარი ჟურნალისტური შეკითხვებისა და ჩარევების გარეშე
შეძლონ ხმამაღლა გამოთქვან თავიანთი ფიქრები.
·
გადაცემები: „სიტყვა ნებისმიერ მსურველს“ (ქართული
ჰაიდ-პარკი), როცა ნებისმიერი 2-3 წუთის ფარგლებში პირდაპირ ეთერში იტყვის თავის
სათქმელს. მოთხოვნა იქნება მხოლოდ ერთი - არ დაირღვეს ტელეკომპანიის მთავარი
პრინციპი - სათქმელი ვთქვათ ლანძღვა-გინების და უწმაწური სიტყვების გარეშე.
·
საინფორმაციო
გადაცემები მოეწყოს ევრონიუსის სტილში.
·
გადაცემები „რჩევები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერის
ბაღიდან“ . ჩვენ მოვძებნით ფორმას და საშუალებას, რომ ყოველი ამ ტიპის
გადაცემის ამსახველი ვიდეოფირი ჩაბარდეს ადრესატს, ეჭვი არ გვეპარება, რომ პრემიერი გაგებით შეხვდება ამ გადაცემას, უფრო მეტიც,
გვექნება მისი და მთავრობის სრული
შემადგენლობის და მთავრობის აპარატის მხარდაჭერა
·
გადაცემების ციკლი: „საქართველოში ადამიანურ ურთიერთობათა
ტრადიციული ინსტიტუტების ფესვები და დღევანდელობა“ (ოჯახი,სამეზობლო,
სანათესაო, ნათელ-მირონობა, სამეგობრო, უფროსი თაობისადმი პატივისცემა, ქალისა
დაბავშვის კულტი, ქართული კულტურა, სტუმარ-მასპინძლობის კულტურა. ამ საკითხებზე ჩვენ
ძალიან სერიოზულად ვთანამშრომლობთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით
შექმნილ უნიკალურ გაერთიანებასთან - საქართველოს გვარიშვილთა დარბაზი და საქართველოს
საპატრიაქროსთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრთან.
·
პროექტი: „ჩვენი გზა დავით აღმაშენებლის გზაა“ - მისი მიზანია, აჩვენოს ჩვენი დიდი ისტორია,
ქართული სახელმწიფოებრიობის დემოკრატიული ბუნება, რომ საქართველოს მომავალი
თავისუფალი ადამიანია და რომ თავისუფალ ადამიანთა ერთობას სასწაულის მოხდენა
შეუძლია. ამ საკითხებზე ჩვენ სერიოზული საქმიანი
ურთიერთობები გვაქვე მთელს მსოფლიოში მცხოვრებ ბაგრატოვანებთან და თბილისში არსებულ
სამეფო სახლთან.
·
აქტუალური ინტერვიუ: „იქნებ თქვენ მეტი იცით“... ანუ
როცა ცნობილი იქნება ორის აზრი, ვეძებოთ
მესამე, რომელმაც მეტი იცის .
·
პოლიტიკური დუელი
·
ურბანული პრობლემები ( ბატონი გიგა
ბათიაშვილის პატრონაჟით)
·
გადაცემა გარემოს დაცვის პრობლემებზე „გულში დაჭრილი ბუნება“
·
პოლიტიკური თოქშოუ „თანასწორი საუბარი“
·
გადაცემათა ციკლი „ინტელექტუალური ბიზნესი“
·
გადაცემა „ბიზნესი ოჯახურ ინტერიერში“
·
გადაცემები „დღის ტყუილი“, „დღის ანეგდოტი“, „დღის
ყველაზე კარგი ამბავი“, „სოფლის ბირჟა“
·
გადაცემათა ციკლი „ბაღის კიდის პარლამენტი“
·
პროექტი „მთაწმინდის ბინადარნი“ (დოკუმენტური
ფილმი მთაწმინდაზე, დედაუნივერსიტეტის ეზოში, ოპერის ბაღში და კოლხურ კოშკში
დაკრძალულთა შესახებ)
·
პროექტი „საქართველოს უცხოეთის მთაწმინდა“ (იმ
ადამიანებზე, რომელთაც უდიდესი ღვაწლი დადეს საქართევლოს და იმ ქვეყანას, სადაც
მოღვაწეობდნენ და დღეს არიან დასაფლავებულნი
უცხოეთში)
·
პროექტი „პოლიტიკოსთა
ცხოვრების წიგნი“ (ვაჩვენოთ, როგორები არიან სინამდვილეში)
·
პროექტი „მხილების მუზეუმი“
·
პროექტი „სამართლიანობის მანიფესტი“
ჩვენი დიდი სურვილია, რომ
საქართველოში შეიქმნას:
·
საზოგადოებრივი პარლამენტი (პრინციპები და დებულება მზად არის განხილვისთვის)
·
საპარლამენტშორისო ასამბლეა, წინა რვა პარლამენტის 5-5 წევრის მონაწილეობით
·
მეცნიერთა სადისკუსიო
კლუბი „მომავლის საქართველო“
·
„რეპუტაციის ინსტიტუტი“ (იქნებ დასრულდეს იმიჯმეიკერთა დამანგრეველი
მოქმედება ქვეყანაში)
·
„ქართულის“ შიგნით
სტუდენტური და ახალგაზრდული რედაქცია
·
ბიზნესის სატელევიზიო
აკადემია, რომლის მიზანი იქნება
ხელისუფლებისა და ხალხის დარწმუნება იმაში, რომ თავისუფალია და მომავალი აქვს იმ
ქვეყანას, სადაც მეწარმეა თავისუფალი, სადაც ბიზნესია თავისუფალი, და სადაც
მეწარმე ზნეობით ცხოვრობს, აქვს ეროვნული ცნობიერება.
·
„ტოლერანტობის სატელევიზიო აკადემია“ (რომლის მიზანიც იქნება ქართული ტოლერანტული ბუნების
ჩვენება... იმის ჩვენება, რომ დამანგრეველია ურაპატრიოტიზმიც და კოსმოპოლიტიზმიც,
რომ საქართველოსთვის ქართული ცნობიერება და ტოლერანტობა ნიშნავს პლანეტარულ
აზროვნებას)
·
პოლიტიკოსად აღიარების
სისტემა (პოლიტიკოსობა ისეთივე სპეციალობაა, როგორც ნებისმიერი სხვა, დაწყებული
მათემატიკოსობით და მსახიობობით და დამთავრებული ექიმობით)
VII. მისია და
პასუხისმგებლობა
თქვენ
იცით, რომ:
ჩვენ
დიდი სიმძიმე დავიდეთ ბეჭებზე, ვართ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და
საქართველოს მეგობართა საერთაშორისო კონგრესის მოწვევის ინიციატორი;
ვართ ინიციატორი გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნის (პრემიერ-მინისტრს
იმასაც კი ვთავაზობთ, რომ ეს სახელი გაჟღერდეს
გაეროს მსოფლიო ტრიბუნიდან მის გამოსვლაში). ეს არ უნდა იყოს უბრალოდ ზეიმი;
ჩვენ
გვინდა, რომ მეცნიერებთან ერთად გავაკეთოთ საქართველოს პოტენციალის ანალიზი. ერთის
მხრივ, შევქმნათ დიდი პრაქტიკული დანიშნულების შრომა „საქართველოს პოტენციალი“ .
მეორეს მხრივ, გავაკეთოთ დღევანდელობის რეალური მეცნიერული ანალიზი და
მეცნიერებთან ერთად ვიფიქროთ პროგრამაზე ამ მდგომარეობაში ქვეყანამ როგორ მოვიყვანოთ
მოქმედებაში მისი პოტენციალი.
ეს არის
ტრიადა...
რომლითაც ჩვენ მივდივართ კონგრესის სესიებზე დასათათბირებლად,
რომელიც უნდა იყოს მთავარი დოკუმენტი, რომელსაც განიხილავს ყოველთა ქართველთა,
საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი, რომელიც მომდევნო
წლის შემოდგომაზე უნდა შედგეს სპორტის სასახლეში. დარბაზმაც და წარდგენილმა
დოკუმენტებმაც უნდა დაადასტუროს დიდი ქართული განწყობა და მოგვცეს მომავლის
საქართველოს ნათელი კონტურები.
ყველაფერი
ეს წარმოუდგენელია ხელისუფლების
მხარდაჭერის გარეშე, მოაზროვნე ადამიანთა დიდი ერთობის გარეშე. სწორედ ამიტომ
ვთქვით რამდენიმე დღის წინ ღვთისმშობლობის
დღეს სამების საკათედრო ტაძარში:
„ჩვენი პოზიცია
უცვლელია და ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს მივმართავთ ქართული
მედიის წარმომადგენლებს: დაპირისპირებით და ზიზღით სავსე პოლიტიკურ სივრცე
სათნოებით და სიყვარულით უნდა შეიცვალოს, კონფრონტაცია პრინციპულობამ უნდა
შეცვალოს... ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ დაპირისპირებას, ერთმანეთის
ლანძღვა-გინებას, ერთმანეთზე ზიზღით საუბარს და ჰარმონიზაციის რთულ და ძნელ გზას
ვირჩევთ. ამიტომ გვჭირდება ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა, საქართველოს
მეგობართა მსოფლიო კონგრესიც და შოთა რუსთაველიც და მისი „ვეფხისტყაოსანიც“,
ამიტომ გვჭირდება ჟურნალისტების დიდი მხარდაჭერაც.
მსოფლიო პოეზიის ერთი
დიდი მწვერვალის, გენიალური შოთა რუსთაველის იუბილე, ყოველთა ქართველთა,
საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესი, მისი სესიები საქართველოს
რეგიონებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში - ჩვენი სიძლიერისა და ჩვენი ერთობის
დემონსტრირებად უნდა ვაქციოთ!“
ეს ერთი წელი ადასტურებს, რომ ყველაფერი ეს
რეალურზე რეალურია. როცა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, მეცნიერებათა
აკადემიის და მთელი სამეცნიერო პოტენციალის, შემოქმედებითი კავშირების ასეთი
ერთობაა, როცა საოცრად დიდ წინადადებებს გვთავაზობენ ქვეყნის უმაღლესი
სასწავლებლები, დედაუნივერსიტეტით დაწყებული - თითქმის ყველა სასწავლო
დაწესებულებით დამთავრებული, როცა მხარდაჭერის ასეთ მაგალითს გვაძლევს „კავკასიის
საერთაშორისო უნივერსიტეტი“ და მისი ხელმძღვანელობა, როცა ასეთი მხარდაჭერა აქვს
„მოქმედების მანიფესტში“ ჩამოყალიბებულ პოზიციას - ყველაფერია შესაძლებელი. მით უფრო, თუ ამ ერთობაში
ხელისუფლებაც შემოვა.
აქციონერების,
სპორტსმენების, რეკლამის შემკვეთების თანადგომითა და მონაწილეობით, ეტაპობრივად
ტელევიზია მიიღებს სრულიად ახალ შინაარსს, ფორმატს, ვიზუალს და 15 იანვრიდან
საზოგადოებას მოევლინება თვისობრივად ყველასგან განსხვავებული მასობრივი
ინფორმაციის საშუალება.
ამ
იმედითა და განწყობით წარმოგიდგინეთ ასე ვრცლად მოსაზრებები.
მე
ვარ ბედნიერი, რომ ჩვენმა მეგობრებმა, ბატონებმა გიგა ბათიაშვილმა, ანზორ ერქომაიშვილმა, გივი თოიძემ, ტარიელ ხარხელაურმა,
თემურ გუგუშვილმა, ომარ მხეიძემ, არნოლდ გეგეჭკორმა, რომან რურუამ, რამაზ
ყურაშვილმა, მერაბ თავაძემ, ავთანდილ ჩხაიძემ, გოგი ჯაოშვილმა, მიხეილ ჩიკვილაძემ,
თეიმურაზ შაშიაშვილმა, ირაკლი მაჭავარიანმა, ოლეგ ნიკოლეიშვილმა, ემილ მიქაიამ,
ალექსი კობაიძემ, როლანდ კილაძემ, კონსტანტინე ვერულაშვილმა, გია მჭედლიშვილმა
მე დამავალეს ჩვენი ამ საერთო პოზიციის წარმოდგენა.
VIII. დასკვნის სახით
პროგრამა
დიდი გვაქვს. ამ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდგომ უამრავ კეთილ და კარ
წინადადებას და პროექტს მივიღებთ. ყველაფრის განხორციელება რეალურია და ამ
შემთხვევაში კონკრეტულად აქციონერთა რაოდენობაზეა დამოკიდებული.
ჩვენ
ვერ ვიქნებით ვერც ფულიანთა ტელევიზია, ვერც პარტიული. ჩვენ ვიქნებით ხალხის
ტელევიზია და რაც მეტი იქნება აქციონერი
ხალხიდან, მით უფრო ძლიერი, ღონიერი და დიდ ქართულ შედეგზე ორიენტირებული
ტელევიზია იქნება „ქართული“ .
ქვეყანა
სიკეთეზე და კეთილ ადამიანებზე დგას. ამ დიდ საქმეს არაერთი გამოუჩნდება, ვინც
ათასობით აქციას შეიძენს (გამოტანილი აქციებიდან 4% ზე მეტის შეძენის უფლება
არავის აქვს). ბევრი ასობით აქციას შეიძენს, უამრავი იქნება კეთილი გულით ერთი
აქციის შემძენიც.
დალხინებულნი
არავინ ვართ, მაგრამ დიდი ქართული საქმისთვის ღირს ჩვენი ინტელექტუალური,
ფინანსური და ორგანიზაციული რესურსების მობილიზება.
როგორც
იტყვიან, მოქმედების დროა!
გვწამს და გვჯერა: სიყვარული
აღგვამაღლებს!“
რამაზ
ლომინაძე
25 სექტემბერი, 2015 წელი
საქართველოს
მეცნიერებათა აკადემია
შევეხიდოთ ამ ეროვნულ საქმეს!
გავხდეთ აქციონერები!
მოგვაწოდეთ რეკლამები!
უსპონსორეთ გადაცემებს!
Комментариев нет:
Отправить комментарий