25.09.2015

დასკვნის სახით



პროგრამა დიდი გვაქვს. ამ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდგომ უამრავ კეთილ და კარ წინადადებას და პროექტს მივიღებთ. ყველაფრის განხორციელება რეალურია და ამ შემთხვევაში კონკრეტულად აქციონერთა რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ჩვენ ვერ ვიქნებით ვერც ფულიანთა ტელევიზია, ვერც პარტიული. ჩვენ ვიქნებით ხალხის ტელევიზია და რაც  მეტი იქნება აქციონერი ხალხიდან, მით უფრო ძლიერი, ღონიერი და დიდ ქართულ შედეგზე ორიენტირებული ტელევიზია იქნება „ქართული“ .

ქვეყანა სიკეთეზე და კეთილ ადამიანებზე დგას. ამ დიდ საქმეს არაერთი გამოუჩნდება, ვინც ათასობით აქციას შეიძენს (გამოტანილი აქციებიდან 4% ზე მეტის შეძენის უფლება არავის აქვს). ბევრი ასობით აქციას შეიძენს, უამრავი იქნება კეთილი გულით ერთი აქციის შემძენიც.

დალხინებულნი არავინ ვართ, მაგრამ დიდი ქართული საქმისთვის ღირს ჩვენი ინტელექტუალური, ფინანსური და ორგანიზაციული რესურსების მობილიზება.

 როგორც იტყვიან, მოქმედების დროა!


 გვწამს და გვჯერა:  სიყვარული აღგვამაღლებს!“

რამაზ ლომინაძე

25 სექტემბერი, 2015 წელი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია


შევდხიდოთ ამ ეროვნულ საქმეს! გავხდეთ აქციონერები!

Комментариев нет:

Отправить комментарий