22.09.2015

()geonews).geქართული ერთობის დარბაზმა საგანგებო სხდომა გამართა


ღვთისმშობლობას, დაფუძნებიდან ერთი წლის თავზე სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა „ქართული ერთობის დარბაზის“ საგანგებო სხდომა.
 სხდომამ შეაჯამა ერთწლიანი საქმიანობა და მიმართვის ტექსტი მიიღო.

„სამების დიდებულ ტაძარში, ზუსტად ერთი წლის წინ, ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, წარვადგინეთ „მოქმედების მანიფესტი“ - „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“. რომელსაც დღემდე 10 ათასამდე ადამიანი შემოუერთდა. 8 თებერვალს, გელათის აკადემიის ისტორიულ კომპლექსში გაიხსნა „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესი. დღემდე კონგრესის სამი სესია ჩატარდა: თბილისის - 9 მარტს, ბათუმის - 27 მარტს, გორის - 24 ივნისს. წლის ბოლომდე სესიები ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში და მომდევნო წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე მსოფლიოს 20 ქვეყანაში. სადაც ისტორიულად თუ ბედის უკუღმართობის გამო ცხოვრობენ საქართველოს შვილები
კონგრესის მიზანია საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი გაერთიანება ძლიერი სახელმწიფოსათვის. კონგრესი არის მომავალ წელს გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნის ინიციატორი. ჩვენ ერთად ვდგავართ ქვეყნის ძნელბედიბის ჟამს, ერთად ვმოქმედებთ ერისა და ბერის გაერთიანებისათვის, თაობათა ერთიანობისათვის... ვქმნით ტელეკომპანიას - „ქართული“, რომლის აქციონერობა თითოეული ჩვენთაგანისათვის დიდ ქართულ პროცესში მონაწილეობის დასტური იქნება.
„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელთა, მხარდამჭერთა და მეგობართა მიზანია - შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე, ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად. სწორედ ამიტომ გვჭირდება კონგრესი, სწორედ ამიტომ გვჭირდება შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნა.
„ქართული ერთობის დარბაზი“ ემიჯნება ყოველგვარ დაპირისპირებას და საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოქმედებათა ჰარმონიზაციას მიიჩნევს. დაპირისპირება სუსტების მოგონილია, თანამშრომლობის ჰარმონიზაცია -  მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ. სწორედ ამ განწყობით მივმართავთ დღეს, ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს, პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს. ბატონებო, მომდევნო 2016 წელი შოთა რუსთაველის საიუბილეო წელია. 850 წელი სრულდება გენიალური პოეტის დაბადებიდან. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეძლეს დიდი პოეტის 800 წლისთავის პრაქტიკულად მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნა. ეს, მართლაც მსოფლიო დღესასწაული იყო. ჩვენ დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში კიდევ უფრო მეტი უნდა შევძლოთ. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დიდი მგოსნის 850 წელი გაცილებით უფრო მასშტაბური გახდეს, იუნესკომ მიიღოს გადაწყვეტილება ამის თაობაზე და ეს იუბილე აღინიშოს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ უნდა მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი მომდევნო წლის შემოდგომაზე. შოთა რუსთაველის სახელთან დაკავშირებულმა ამ დიდმა საერთაშორისო ფორუმმა უნდა შეგვაძლებინოს საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი მობილიზება, როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ასამაღლებლად. ამ გენიალურმა პოეტმა და მსოფლიო კონგრესმა უნდა გაგვაერთიანოს მთელ მსოფლიოში მიმობნეული საქართველოს შვილები და საქართველოს ნამდვილი მეგობრები, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ აღიდგინოს მეხსიერებაში, თუ რა წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო საგანძურში რუსთაველის იდეოლოგიაზე აღზრდილ ერს.
მივმართავთ ქართული მედიის წარმომადგენლებს: დაპირისპირებით და ზიზღით სავსე პოლიტიკურ სივრცე სათნოებით  და სიყვარულით უნდა შეიცვალოს, კონფრონტაცია პრინციპულობამ უნდა შეცვალოს...
ჩვენ  ვემიჯნებით ყოველგვარ დაპირისპირებას, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას, ერთმანეთზე ზიზღით საუბარს და ჰარმონიზაციის რთულ და ძნელ გზას ვირჩევთ. ამიტომ გვჭირდება ყოვეთა ქართველთა, საქართველოს შვილთა, საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესიც და შოთა რუსთაველიც და მისი ვეფხისტყაოსანიც, ამიტომ გვჭირდება ჟურნალისტების დიდი მხარდაჭერაც. მსოფლიო პოეზიის ერთი დიდი მწვერვალის, გენიალური შოთა რუსთაველის იუბილე, ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესი, მისი სესიები საქართველოს რეგიონებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში - ჩვენი სიძლიერისა და ჩვენი ერთობის დემონსტრირებად უნდა ვაქციოთ!“

Комментариев нет:

Отправить комментарий