22.09.2015

(ფოსტალიონი) ქართული ერთობის დარბაზის მიმართვა ხელისუფლებას

გუშინ, ღვთისმშობლობას, დაფუძნებიდან ერთი წლის თავზე სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა „ქართული ერთობის დარბაზის“ საგანგებო სხდომა, რომელზეც გაკეთდა მოწოდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის პარლამენტარების, მთავრობის წევრების მიმართ.


„მომდევნო 2016 წელი შოთა რუსთაველის საიუბილეო წელია.. ჩვენი მიზანია მომავალ წელს გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნა. იუნესკომ მიიღოს გადაწყვეტილება ამის თაობაზე და ეს იუბილე აღინიშოს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ უნდა მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი მომდევნო წლის შემოდგომაზე. შოთა რუსთაველის სახელთან დაკავშირებულმა ამ დიდმა საერთაშორისო ფორუმმა უნდა შეგვაძლებინოს საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი მობილიზება, როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ასამაღლებლად. საქართველოს პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე პირადად გამოვიდა ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩატარების იდეის მხარდაჭერის ინიციატივით. დარწმუნებული ვართ, ხელისუფლება მოკლე დროში პრაქტიკულად ჩაერთვება ამ პროცესში (მით უფრო, რომ პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა მხარი დაუჭირა პატრიარქის ინიციატივას) და გამოხატავს პოზიციას შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ქართული ერთობის დარბაზის მიმართვის ტექსტში.

Комментариев нет:

Отправить комментарий