ჩვენ ვუერთდებით „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელთა განწყობას და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობთ მეცნიერების ამ დიდ ტაძარში:
„ჩვენ ვიქნებით ამაყნი და ბედნიერნი, თუ საერთო თანადგომით, ქველმოქმედთა და მეცენატთა, 21 საუკუნის სარაჯიშვილთა და ზუბალაშვილთა მხარდაჭერით, ხალხის მხარდაჭერით, მოაზროვნე ადამიანების მხარდაჭერით - საქართველოს მივცემთ მართალ, თბილ, სიყვარულით სავსე ტელევიზიას.“
ეს არის მიზანი და ჩვენი ამოცანაა, რომ ღონიერად, მძლავრი ნაბიჯებით დავიწყოთ მოქმედება.
ეჭვი არ გვეპარება, რომ აქციონერთა რაოდენობა გაიზრდება, ჩვენ ბევრზე ბევრნი ვიქნებით და საოცარ მაგალითს მივცემთ მთელს მსოფლიოს ჩვენი ერთსულოვნებით ასეთი ტელევიზიის შექმნისათვის. ჩვენ ჩარჩებისა და მეჯღანუაშვილების იმედი არ უნდა გვქონდეს. ღვთის წყალობით, ქვეყანას ბევრი არა, მაგრამ საკმარისად ჰყავს მოაზროვნე და ზნეობრივი შეძლებულნი.
თქვენ იცით, რომ ტელევიზიას სათავეში ნამდვილი პროფესიონალი ჩავუყენეთ, ბატონი ოთარ შამათავა. ღირსეულზე ღირსეული კაცია, დიდი პოტენციალის კაცია. მაგრამ გარკვეულ პირობებს გვიყენებს და მარტივად გვეუბნება:
„ტელევიზიები, რომლებიც წამლავენ ხალხს თვეში 2-3 მილიონ დოლარს ხარჯავენ, ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს მოგვეცით თვეში 50 ათასი, არ გვეუფროსოთ, გვაცადეთ ისეთი ტელევიზიის შექმნა, როგორიც მიზნად დავისახეთ და ჩვენ ექვს თვეში სასწაულს მოვახდენთ“.
ბრწყინვალეა.
ბატონი ოთარი სახელის კაცია, ითხოვს ექვს თვეს და ამ ექვსი თვის თანხის ანგარიშზე მობილიზებას, თუ კაცები ვართ, თუ საქართველოში გვინდა იყოს ეროვნული განწყობა, ეს უნდა შევძლოთ.
სამეთვალყურეო საბჭო ღირსეული ადამიანებითაა დაკომპლექტებული:
Комментариев нет:
Отправить комментарий