25.09.2015

ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება და ვფიქრობთ მის განხორციელებაზე... ვეძებთ ავტორებსაც და გადაცემების მხარდამჭერებსაც (სპონსორებს)



 გადაცემათა ციკლი: „ფიქრი ამოძრავებული მომავალია“. ქვეყნის გამორჩეულ ადამიანებს- მეცნიერებს, კულტურის მოღვაწეებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, გამორჩეულ სპეციალისტებს და მოაზროვნე ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება თავისუფლად, ყოველგვარი ჟურნალისტური შეკითხვებისა და ჩარევების გარეშე შეძლონ ხმამაღლა გამოთქვან თავიანთი ფიქრები.

·         გადაცემები: „სიტყვა ნებისმიერ მსურველს“ (ქართული ჰაიდ-პარკი), როცა ნებისმიერი 2-3  წუთის  ფარგლებში პირდაპირ ეთერში იტყვის თავის სათქმელს. მოთხოვნა იქნება მხოლოდ ერთი - არ დაირღვეს ტელეკომპანიის მთავარი პრინციპი - სათქმელი ვთქვათ ლანძღვა-გინების და უწმაწური სიტყვების გარეშე.

·         საინფორმაციო გადაცემები მოეწყოს ევრონიუსის სტილში.

·         გადაცემები „რჩევები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერის ბაღიდან“

·         გადაცემების ციკლი: „საქართველოში ადამიანურ ურთიერთობათა ტრადიციული ინსტიტუტების ფესვები და დღევანდელობა“ (ოჯახი,სამეზობლო, სანათესაო, ნათელ-მირონობა, სამეგობრო, უფროსი თაობისადმი პატივისცემა, ქალისა დაბავშვის კულტი, ქართული კულტურა, სტუმარ-მასპინძლობის კულტურა

·         პროექტი: „ჩვენი გზა დავით აღმაშენებლის გზაა“ -  მისი მიზანია, აჩვენოს ჩვენი დიდი ისტორია, ქართული სახელმწიფოებრიობის დემოკრატიული ბუნება, რომ საქართველოს მომავალი თავისუფალი ადამიანია და რომ თავისუფალ ადამიანთა ერთობას სასწაულის მოხდენა შეუძლია.

·         აქტუალური ინტერვიუ: „იქნებ თქვენ მეტი იცით“... ანუ როცა  ცნობილი იქნება ორის აზრი, ვეძებოთ მესამე, რომელმაც მეტი იცის .

·         პოლიტიკური დუელი

·         ურბანული პრობლემები

·          გადაცემა გარემოს დაცვის პრობლემებზე „გულში დაჭრილი ბუნება“

·         პოლიტიკური თოქშოუ „თანასწორი საუბარი“

·         გადაცემათა ციკლი „ინტელექტუალური ბიზნესი“

·         გადაცემა „ბიზნესი ოჯახურ ინტერიერში“

·         გადაცემები „დღის ტყუილი“, „დღის ანეგდოტი“, „დღის ყველაზე კარგი ამბავი“, „სოფლის ბირჟა“

·         გადაცემათა ციკლი „ბაღის კიდის პარლამენტი“

·         პროექტი „მთაწმინდის ბინადარნი“ (დოკუმენტური ფილმი მთაწმინდაზე, დედაუნივერსიტეტის ეზოში, ოპერის ბაღში და კოლხურ კოშკში დაკრძალულთა შესახებ)

·         პროექტი „საქართველოს უცხოეთის მთაწმინდა“ (იმ ადამიანებზე, რომელთაც უდიდესი ღვაწლი დადეს საქართევლოს და იმ ქვეყანას, სადაც მოღვაწეობდნენ და დღეს არიან დასაფლავებულნი  უცხოეთში)
·         პროექტი „პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნი“ (ვაჩვენოთ, როგორები არიან სინამდვილეში)

·         პროექტი „მხილების მუზეუმი“

·         პროექტი „სამართლიანობის მანიფესტი“

ჩვენი დიდი სურვილია, რომ საქართველოში შეიქმნას:
·         საზოგადოებრივი პარლამენტი (პრინციპები და დებულება მზად არის განხილვისთვის)
·         საპარლამენტშორისო ასამბლეა, წინა რვა პარლამენტის 5-5 წევრის მონაწილეობით
·         მეცნიერთა სადისკუსიო კლუბი „მომავლის საქართველო“
·         „რეპუტაციის ინსტიტუტი“ (იქნებ დასრულდეს იმიჯმეიკერთა დამანგრეველი მოქმედება ქვეყანაში)
·         „ქართულის“ შიგნით სტუდენტური და ახალგაზრდული რედაქცია
·         ბიზნესის სატელევიზიო აკადემია, რომლის  მიზანი იქნება ხელისუფლებისა და ხალხის დარწმუნება იმაში, რომ თავისუფალია და მომავალი აქვს იმ ქვეყანას, სადაც მეწარმეა თავისუფალი, სადაც ბიზნესია თავისუფალი, და სადაც მეწარმე ზნეობით ცხოვრობს, აქვს ეროვნული ცნობიერება.
·         „ტოლერანტობის სატელევიზიო აკადემია“ (რომლის მიზანიც იქნება ქართული ტოლერანტული ბუნების ჩვენება... იმის ჩვენება, რომ დამანგრეველია ურაპატრიოტიზმიც და კოსმოპოლიტიზმიც, რომ საქართველოსთვის ქართული ცნობიერება და ტოლერანტობა ნიშნავს პლანეტარულ აზროვნებას)


·         პოლიტიკოსად აღიარების სისტემა (პოლიტიკოსობა ისეთივე სპეციალობაა, როგორც ნებისმიერი სხვა, დაწყებული მათემატიკოსობით და მსახიობობით და დამთავრებული ექიმობით)

Комментариев нет:

Отправить комментарий