17.09.2015

ქართული ერთობის დარბაზის წევრებს,მეგობრებს, მხარდამჭერებს!


„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები და აღმასრულებელი საბჭო უერთდება პატრიარქის მოწოდებას 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას დღის 12 საათზე ერთიანი ლოცვის აღვლენის თაობაზე .


მაქვს პატივი, გაცნობოთ დამფუძნებელთა და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება:

იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ერთობის დარბაზმა“ საქმიანობა დაიწყო სწორედ გასული წლის 21 სექტემბერს - ღვთისმშობლობის  საზეიმო წირვის შემდგომ, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შედგა „ქართული ერთობის დარბაზის’ გაფართოებული სხდომა, რომელმაც მიიღო „მოქმედების მანიფესტი“  - „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, მიმდინარე წლის 21 სექტემბერსაც ვიქნებით სამების საკათედრო ტაძარში, დავესწრებით  საზეიმო წირვას, რომელსაც აღავლენს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე,  მონაწილეობას მივიღებთ ერთიან ლოცვაში, რომლის შემდგომაც სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში  შევიკრიბებით დარბაზის გაფართოებულ სხდომაზე.
ჩვენ შევაჯამებთ ერთი წლის შედეგებს, ვისაუბრებთ  ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა   მსოფლიო კონგრესის მზადების და შოთა რუსთაველის 850 წლისთავის  აღნიშვნის  ღონისძიებებზე.  შედგება ტელევიზია „ქართულის“ ვებ.გვერდის წარდგენა.

მინდა დიდი პატივისცემით მოგილოცოთ ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაული და გთხოვოთ მონაწილეობა ამ დღის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებში.

„ქართული ერთობის დარბაზის“
აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე
პროფესორი რამაზ ლომინაძე

17.09.2015წ

Комментариев нет:

Отправить комментарий