29.06.2015
27.06.2015
შემოგვიერთდით ამ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ საქმეში
ქართული ერთობის დარბაზის
განცხადება
8 თებერვალს,დავით აღმაშენებლის დღეს-ყოველთა ძლიერთა დღეს, დედა უნივერსიტეტის დაარსების დღეს, გელათში,გელათის აკადემიის ისტორიულ კომპლექსში გახსნილი "ქართული ერთობის დარბაზის" კონგრესის გადაწყვეტილების შესაბამისად, სექტემბერ -ოქტომბერში კონგრესის სესიები ჩატარება დაიწყება და ერთი წლის განმავლობაში მათი ჩატარება დასრულდება:თურქეთში, ირანში,აზერბაიჯანში, საფრანგეთში,ისრაელში, რუსეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, ჰოლანდიაში, აშშ-ში,ბელგიაში, ავსტრიაში, უკრაინაში, ბელორუსიაში ანუ საზღვარგარეთის იმ ქვეყნებში, სადაც ისტორიულად თუ ქვეყნის ბედუკუღმართობის, შექმნილი სიმძიმეების გამო ცხოვრობს ქართველობა,ცხოვრობენ საქართველოს შვილები,მიუხედავად მათი ეროვნული წარმომავლობისა და დღევანდელი მოქალაქეობისა.
26.06.2015
23.06.2015
„ქართული ერთობის დარბაზის“ აღმასრულებელი საბჭოს განცახდება
ხვალ. 24 ივნისს
„ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესი გელათის,
თბილისისა და ბათუმის სესიების შემდგომ, მუშაობას გააგრძელებს გორში.
გორის გიორგი
ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 18 საათზე შეიკრიბება გორის და საერთოდ,
შიდა ქართლის წარმომადგენლობა და თბილისიდან , საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან
ჩასულ მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეებთან ერთად განიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე
პროცესებს.
(საზოგადოება)„ქართული ერთობის დარბაზი“: ვიწყებთ აქტიურ ქმედებას
გუშინ სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში „ქართული ერთობის დარბაზის“ ტრადიციული შეკრება გაიმართა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტარდება. ტრადიციული შაბათის ნაცვლად, წინა კვირაში საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გამო, შეხვედრა გუშინ გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.
(რეპორტიორი)ქართული ერთობის დარბაზი“ პატრიარქის ინიციატივას ქართველთა მსოფლიო კონგრესის მოწვევის შესახებ მხარდაჭერას უცხადებს

რეპორტიორი" გთავაზობთ „ქართული ერთობის დარბაზი" განცხადებას:
„გუშინ სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა „ქართული ერთობის დარბაზის" ტრადიციული შეკრება, რომელიც ტარდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. შეხვედრის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულების ხსოვნას.
საქართველოს პატრიარქი გამოვიდა ინიციატივით - შედგეს ყოველთა ქართველთა მეორე მსოფლიო კონგრესი. უკვე ვნახეთ, რომ ამ ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)