ქართული ერთობის დარბაზის
განცხადება
8 თებერვალს,დავით აღმაშენებლის დღეს-ყოველთა ძლიერთა დღეს, დედა უნივერსიტეტის დაარსების დღეს, გელათში,გელათის აკადემიის ისტორიულ კომპლექსში გახსნილი "ქართული ერთობის დარბაზის" კონგრესის გადაწყვეტილების შესაბამისად, სექტემბერ -ოქტომბერში კონგრესის სესიები ჩატარება დაიწყება და ერთი წლის განმავლობაში მათი ჩატარება დასრულდება:თურქეთში, ირანში,აზერბაიჯანში, საფრანგეთში,ისრაელში, რუსეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, ჰოლანდიაში, აშშ-ში,ბელგიაში, ავსტრიაში, უკრაინაში, ბელორუსიაში ანუ საზღვარგარეთის იმ ქვეყნებში, სადაც ისტორიულად თუ ქვეყნის ბედუკუღმართობის, შექმნილი სიმძიმეების გამო ცხოვრობს ქართველობა,ცხოვრობენ საქართველოს შვილები,მიუხედავად მათი ეროვნული წარმომავლობისა და დღევანდელი მოქალაქეობისა.
25 ივნისს დაიწყო და უახლოეს პერიოდში ყველა ამ ქვეყანაში შეიქმნება საორგანიზაციო კომიტეტები , დაიწყება მუშაობა კონგრესის საზღვარგარეთის სესიების მომზადებისათვის. "ქართული ერთობის დარბაზის" აღმასრულებელმა საბჭომ ამ მიზნით შექმნა საკოორდინაციო საბჭო,:მის შემადგენლობაში "ქართული ერთობის დარბაზის"აღმასრულებელ წევრებთან ერთამდ მონაწილეობა ეთხოვათ ამ საქმის მცოდნე მოღვაწეებს და ამ ეტაპზე მისი შემადგენლობა ასე გამოიურება
.:რამაზ ლომინაძე -„ქართული ერთობის დარბაზის“ აღმასრულებელი საბჭოს
თავმჯდომარე, ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი,
სანდრო ნონეშვილი - პროფესორი, წლების განმავლობაში
უცხოეთთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე,
პაატა ნაცვლიშვილი - მწერალი, ჟურნალისტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის
პროფესორი, ქართული ემიგრაციის, ისტორიისა
და გეოგრაფიის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
თეიმურაზ შაშიაშვილი - გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,
დავით ყალიჩავა - საპატრიარქოსთან არსებული
სტუდიის „გუთანი“ ხელმძღვანელი,
ავთანდილ იოსელიანი
- „ყოველთა ქართველთა სახალხო დარბაზის“ თავმჯდომარი,
ხათუნა ჩარკვიანი - კავკასიის საერთაშორისო
უნივერსიტეტის პროფესორი,
ჯამლეთ ხუხაშვილი
- სპორტული მიმომხილველი, ქართველ ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე,
ლამარა გიორგაშვილი - ჟურნალისტი
მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პიროვნებას -შემოგვიერთდით ამ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ საქმეში და ერთად შევძლებთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის უდიდესი ინიციატივის წარმატებულად შესრულებას. ჩვენ გასაკუთრებულ მხარდაჭერას ველოდებით უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისაგან.
ქართული ერთობის დარბაზის
აღმასრულებელი საბჭო
27.06.2015წ
დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: qartuliertobisdarbazi@gmail.com
ქართული ერთობის დარბაზის ფეისბუქის გვერდი
ბლოგი: www. qartuliertobisdarbazi.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий