29.06.2015

(sazogadoeba.ge)"შემოგვიერთდით ამ ეროვნულ საქმეში" - ქართული ერთობის დარბაზი განცხადებას ავრცელებს



"შემოგვიერთდით ამ ეროვნულ  საქმეში" - ქართული ერთობის დარბაზი განცხადებას ავრცელებს:
"25 ივნისს დაიწყო და უახლოეს პერიოდში ყველა ამ ქვეყანაში შეიქმნება საორგანიზაციო კომიტეტები, დაიწყება მუშაობა კონგრესის საზღვარგარეთის სესიების  მომზადებისათვის. 


"ქართული ერთობის დარბაზის" აღმასრულებელმა საბჭომ ამ მიზნით შექმნა საკოორდინაციო საბჭო: მის შემადგენლობაში "ქართული ერთობის დარბაზის"აღმასრულებელ წევრებთან ერთად მონაწილეობა ეთხოვათ ამ საქმის მცოდნე მოღვაწეებს და ამ ეტაპზე მისი შემადგენლობა ასე გამოიყურება: რამაზ ლომინაძე სანდრო ნონეშვილი, პაატა ნაცვლიშვილი , თეიმურაზ შაშიაშვილი , დავით ყალიჩავა ,ავთანდილ იოსელიანი ,ხათუნა ჩარკვიანი, ჯამლეთ ხუხაშვილი , ლამარა გიორგაშვილი 

ქართული ერთობის დარბაზი მიმართავს ყველა დაინტერესებულ პიროვნებას -შემოგვიერთდით ამ ეროვნულ და  სახელმწიფოებრივ საქმეში და ერთად შევძლებთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის უდიდესი ინიციატივის წარმატებულად ესრულებას. ჩვენ გასაკუთრებულ მხარდაჭერას ველოდებით უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისაგან", - ნათქვამია განცხადებაში. 

წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=31089

Комментариев нет:

Отправить комментарий