26.06.2015

პატრიარქის ინიციატივა-დიდი ერთობის საწყისი



"ქართული ერთობის დარბაზი"-დღეს ქვეყანას სჭირდება ყველა დონეზე, ხელისუფლებაშიც და ხელისუფლების გარეთაც, თანამშრომლობის განწყობა

8 თებერვალს,დავით აღმაშენებლის დღეს-ყოველთა ძლიერთა დღეს,დედა უნივერსიტეტის დაარსების დღეს,გელათში,გელათის აკადემიის ისტორიულ კომპლექსში გახსნილი "ქართული ერთობის დარბაზის" კონგრესის გადაწყვეტილების შესაბამისად-საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის სესიები.დღემდე ჩატარებულმა თბილისის,ბათუმისა და გორის სესიებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.გამოქვეყნებულია გაზეთ "ქართულში".
სექტემბერ -ოქტომბერში კონგრესის სესიები ჩატარება დაიწყება თურქეთში, ირანში,აზერბაიჯანში, საფრანგეთში,ისრაელში, რუსეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, ჰოლანდიაში, აშშ-ში,ბელგიაში, ავსტრიაში, უკრაინაში, ბელორუსიაში ანუ საზღვარგარეთის იმ ქვეყნებში, სადაც ისტორიულად თუ ქვეყნის ბედუკუღმართობის, შექმნილი სიმძიმეების გამო ცხოვრობს ქართველობა,ცხოვრობენ საქართველოს შვილები,მიუხედავად მათი ეროვნული წარმომავლობისა და დღევანდელი მოქალაქეობისა.
გუშინ,25 ივნისს დაიწყო და უახლოეს პერიოდში ყველა ამ ქვეყანაში შეიქმნება საორგანიზაციო კომიტეტები , დაიწყება მუშაობა კონგრესის საზღვარგარეთის სესიების მომზადებისათვის და ყველაფერი ამის პირველი ეტაპი დასრულდება ოქტომბრში,სვეტიცხოვლობას , როცა შედგება ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი,,,სწორედ ისე, როგორც ეს განაცხადა საქართველოს სულიერმა მოძღვარმა,უწმიდესმა და უნეტარესმა,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,ილია მეორემ.
სასიამოვნოა,რომ პატრიარქის ამ ინიციატივამ ქვეყანაში და მის გარეთ ერთობის დიდი პროცესი დაიწყო და ამის კარგ ნიშნად იქცა პრემიერ-მინისტრის განცხადება კონგრესის ჩატარების სახელისუფლებო მხარდაჭერის თაობაზე.

"ქართული ერთობის დარბაზი"კიდევ ერთხელ ადასტურებს,რომ დღეს ქვეყანას სჭირდება ყველა დონეზე, ხელისუფლებაშიც და ხელისუფლების გარეთაც, თანამშრომლობის განწყობა.სწორედ ამ განწყობით შექმნეს დარბაზის დამფუძნებლებმა "მოქმედების მანიფესტი"-"ერთი სამშობლო,ერთიანი ერი,გაერთიანებული სახელმწიფო",რომელიც კონგრესმა დაამტკიცა გელათში.


"ქართული ერთობის დარბაზის"დამფუძნებელთა და აღმასრულებელი საჭოს დიდი სურვილია -კონგრესი იქცეს მომდევნო წელს გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნის და საქართველოს მომავლის მეცნიერული პროგრამის შედგენის დიდ საწყისად.
"ქართული ერთობის"კონგრესის გელათის, თბილისისა და ბათუმის სესიების ეს გადაწყვეტილება დაადასტურა ტრადიციულმა შეხვედრამ სამების ახალგაზრდულ ცენტრში 22 ივნისს და 24 ივნისის სესიამ გორში.ერთმაც და მეორემაც უდიდესი შეფასება მისცა პატრიარქის ინიციატივას -სვეტიცხოვლობას ქართველთა კონგრესის მოწვევის თაობაზე და დაადასტურა სრული მზადყოფნა ჩაერთოს საპატრიარქოს მიერ შემუშავებულ პროგრამის განხორციელებაში.

დღეს ქვეყანას სჭირდება ყველა დონეზე, ხელისუფლებაშიც და ხელისუფლების გარეთაც, თანამშრომლობის განწყობა



"ქართული ერთობის დარბაზის"აღმასრულებელი საბჭოს სახელით
პროფესორი რამაზ ლომინაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий