23.06.2015

ანონსი




24 ივნისს 18 საათზე გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება „ქართული ერთობის დარბაზის“  კონგრესი.


კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ერთობის დარბაზის შიდა ქართლის წარმომადგენლობა და თბილისიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეები. კონგრესის გორის სესიაზე განხილული იქნება  ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პატრიარქის ინიციატივას ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ჩატარებასთან დაკავშირებით და შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნას, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
„ქართული ერთობის დარბაზის“
პრეს-ცენტრი
23.06.2015წ



Комментариев нет:

Отправить комментарий