23.06.2015

(საზოგადოება)„ქართული ერთობის დარბაზი“: ვიწყებთ აქტიურ ქმედებას



გუშინ სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში  „ქართული ერთობის დარბაზის“ ტრადიციული შეკრება გაიმართა, რომელიც  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის  უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტარდება. ტრადიციული შაბათის ნაცვლად, წინა კვირაში საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გამო, შეხვედრა გუშინ გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.


„დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებულია, - განაცხადეს შეხვედრის მონაწილეებმა, - საქართველოს პატრიარქი გამოვიდა უდიდესი ინიციატივით - შედგეს ყოველთა ქართველთა მეორე მსოფლიო კონგრესი. შესაძლოა, ასეთი სურვილი ბევრს გვქონდა. მაგრამ როცა ინიციატივას სათავეში პატრიარქი უდგება, ეს უკვე სხვა მასშტაბია. უკვე ვნახეთ, რომ ამ ინიციატივას უდიდესი მხარდაჭერა გამოუცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა. გვეამაყება, რომ ამ საკითხებზე  კონსულტაციები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან გასული წლის მეორე ნახევრიდან გვაქვს. გადაწყვეტილება ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის თაობაზე მიიღო „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის პირველივე სესიამ, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, გელათში, ეს გადაწყვეტილება მხარდაჭერილი იყო  9 მარტს კონგრესის თბილისის და შემდგომ, 27 მარტს  კონგრესის ბათუმის სესიებზე. ჩვენ ვართ ამაყნი, რომ საქართველოს მწერლებთან და ქართული კულტურის ცნობილ მოღვაწეებთან ერთად 4 აპრილს,  სწორედ აქ, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში წარვადგინეთ ბატონი რეზო ჩხეიძის მიმართვა რომელშიც გაჟღერებული იყო მისი დიდი სურვილი ამა წლის ოქტომბერში ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩატარებისა და რუსთაველის 850 წლის იუბილეს მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნის შესახებ. ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ პატრიარქის სურვილის შესაბამისად, შევხვედროდით  დიასპორის მინისტრს, ბატონ გელა დუმბაძეს. ეს იყო გულწრფელი და გულახდილი საუბარი, სრული მზაობა თანამშრომლობისთვის», - აცხადებენ „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელები.

„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლების განცხადებით,  მსოფლიოს თოთხმეტ ქვეყანაში უკვე  დაიწყო  საინიციატივო ჯგუფების შექმნა, ხოლო ერის სულიერმა მამამ თავისი გუშინდელი გამოსვლით  გვირგვინი დაადგა და განსაკუთრებული ბიძგი მისცა ამ დიდ პროცესს, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. მოკლე პერიოდში იგეგმება დარბაზის დამფუძნებლების შეხვედრა საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქთან, რომელსაც გაუზიარებენ  საკუთარ მოსაზრებებს და მისი ლოცვა-კურთხევით  აქტიურ ქმედებებს დაიწყებენ. 

წყარო http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=30860

Комментариев нет:

Отправить комментарий