23.10.2015

ქართველები უცხოეთში და საქართველოს უცხოელი მეგობრები



თანამედროვე საქართველოს ცხოვრებაში განუზომლად დიდია უცხოეთში მცხო­ვრებ ქართველთა როლი. ქვეყანა პრა­ქტიკულად არსებობს შრომითი მი­გრანტებისა და ზოგადად, ქართული დი­ასპორის თანადგომის წყალობით. ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც ჩატარდება „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესი, შეიქმნება ტელევიზიის სარედაქციო ჯგუფები, თუ საკორესპოდენციო პუნქტები. ამ ეტაპზე ასეთების შექმნაა დაგეგმილი იმ ქვეყნებში, სადაც ქართველთა განსაკუთრებით დიდი კონცენტრაციაა (თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ისრაელი, იტალია, საფრანგეთი, საბე­რძნეთი, ესპანეთი, გერმანია და ა.შ)

ლიტერატურა და ხელოვნება



აკადემიკოსმა ომარ გოგიაშვილმა საჩუქრად გადმოგვცა რამდენიმე ნაწილი თავისი ჩანაწერებისა „ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობა“. მას გადაწყვეტილი აქვს სპეციალურად ჩვენი ტელევიზიისათვის მოამზადოს ამ პროექტის სრული ვერსია.

კარგია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი, დიასპორასთან თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი დემურ ბაშელიშვილი ფიქრობს ქართულ  ენასთან დაკავშირებულ საავტო­რო გადაცემაზე.

ქართული ინტერესი


კარგია, რომ ბატონ ირაკლი მაჭავარიანს გადაწყვეტილი აქვს გაუძღვეს საავტორო გადაცემას, „ქართული ინტერესი“, ყველაფერი, რაც ზემოთ ითქვა და რასაც ქვემოთ ვიტყვით, სწორედ ქართულ ინტერესთანაა დაკავშირებული და ეჭვი არ გვეპარება, რომ ბატონი ირაკლი და საავტორო თუ სხვა გადაცემათა ავტორები შევძლებთ გამოვკვეთოთ, რას ნიშნავს დღევანდელ მსოფლიოში ქართული ინტერესი და როგორ დავიცვათ იგი. რომ ქართული ინტერესი არ ებრძვის გლობალიზაციას, პირიქით, მას აღიარებს, როგორც ობიექტურ მოვლენას, მაგრამ მოქმედებს, რათა გლობალიზაციის უმძიმეს ეპოქაში არ დავკარგოთ თვითმყოფადობა.

იურისპრუდენცია



ქვეყანას ჰყავს გამორჩეული, რომელთაც დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი მქო­ნე იურისტები, სამწუხაროდ, მათ ვერც პარლამენტში ვხედავთ და ვერც ტელე­ვიზიებში. ჩვენ სერიოზულად ვთა­ნამშრომლობთ ცნობილ იურისტთან, ადა­მიანის უფლებათა დაცვის  ევრო­პული სასამართლოს წარმატებულ მო­სამა­რთლესთან, ბატონ მინდია უგრე­ხელიძესთან და გვსურს, მისი პატრონაჟით ვიფიქროთ როგორც საჯა­რო სატელევიზიო ლექციებზე,

დიპლომატია



ჩვენი დიდი სურვილია, მოხდეს საგა­რეო პოლიტიკის საკითხების მაღალკვა­ლიფიციური და აკადემიური განხილვა. ქვეყანას ჰყავს ასეთი დიპლომატები.

ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა



პროფესორი ამირან აფციაური მომავლის ენერგეტიკის პრობლემებზე მუშაობს. ჩვენ შევთანხმდით, რომ იგი აქტიურად ითანამშრომლებს ჩვენს ტელევიზიასთან, მით უფრო, რომ ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც ის გახლავთ, ტელეკომპანია „ქართულის“ 50 აქციით კოლექტიური აქციონერი გახდა

ეკონომიკა და ინოვაციები



ძლიერი საინვესტიციო გარემოს, თავისუფალი მეწარმეობისა და თავისუფალი მეწარმის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს. შეშინებული მეწარმე ქვეყნის ნგრევას ნიშნავს. დამოუკიდებელ საქართველოში სწორედ მეწარმეა მუდმივად შეშინებული - რისკი დასასრულს ნიშნავს. მეტიც, პრაქტიკულად არ არის კონკურენტული გარემო, ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ფლობს ახალი ეკონომიკის - საბაზრო ეკონომიკის ელემენტარულ პრინციპებსაც კი, უცხოეთიდან მეტი პოლიტიკა და  ყოველგვარი  ქართულის წინააღმდეგ მიმართული განწყობები უფრო შემოგვაქვს, ვინემ მომავლის ეკონომიკასთან დაკავშირებული პრინციპები. ნაცვლად ეკონომიკის ლიბერალიზაციისა, რომელიც ჰაერივით გვჭირდებოდა, მოვახდინეთ სრულიად გაუგებარი, ქართული ტრადიციებისა და უკვე დასავლეთისთვისაც მიუღებელი მორალური და ზნეობრივი ღირებულებების  ლიბერალიზაცია.  
„ქართული ერთობის დარბაზი“ გახდება ბიზნესის დაცვის ინსტიტუტი, ეკონომიკის ლიბერალიზაციის ინსტიტუტი, საკუთრების თავისუფლების დაცვის ინსტიტუტი. ჩვენი სურვილია, მოვიწვიოთ ახალი ეკონომიკის მცოდნე წარმატებული ქართველები, საქა­რთველოს მეგობრები, მივიღოთ მათგან გაკვეთილები და ხელისუფლებაც ვაიძულოთ უარი თქვას ბიზნესმენების დანიშვნაზე, ბიზნესში მეგობართა პატრონობაზე და გზა მისცეს იმ კანონებს, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანაში შეიქმნება კონკურენტული გარემო.