პირველი სიტყვით კონგრესს მიმართა "ქართული ერთობის დარბაზის" თავმჯდომარის, ცნობილი ქართველის რეჟისორის, მშვიდობის მსოფლიო ელჩის, რეზო ჩხეიძის შვილიშვილმა - ნინო ჩხეიძემ.
"მე ვარ ნინო ჩხეიძე, ბაბუაჩემი - რეზო ჩხეიძე კინორეჟისორია. მამაჩემი, ბიძინა ჩხეიძეც კინორეჟისორია. მეც ამ გზით წავედი - კინორეჟისორი ვარ. მიუხედავად იმისა,რომ ჩემმა წინაპრებმა განსაკუთრებით, ბაბუაჩემმა რეზო ჩხეიძემ, ხალხის საყვარელი არაერთი ფილმი შექმნა - ჩვენი ოჯახის და ჩვენი გვარის დამსახურება ქვეყნის წინაშე არის არა აღნიშნული, არამედ ერთგულება, რომლითაც ვემსახურებით ჩვენს საყვარელ ხალხს და ქვეყანას. დღეს ამ დარბაზში, უამრავი გვარია წარმოდგენილი. ეს დიდი ქართული განწყობის დარბაზია. იმედისმომცემიც.



.jpg)