„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები და წევრები მოხიბლული ვართ და ვიზიარებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივას, სვეტიცხოვლობას სრულიად ქართველთა მსოფლიო კონგრესის მოწვევის შესახებ.
ეს იყო ჩვენი დარბაზის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ბატონი რეზო ჩხეიძის დიდი სურვილი, რომლის ინიციატივით და პატრიარქის ლოცვა კურთხევით ჩატარდა ქართველთა პირველი კონგრესი. ამ საკითხზე მას ჰქონდა საუბარი პატრიარქთან და მისგან სრული მხარდაჭერა მიიღო. თავისი სურვილის შესახებ ბატონმა რეზომ საზოგადოებისადმი გავრცელებულ ბოლო მიმართვაში „ეს არის ჩემი თხოვნა, ... იქნებ უკანასკნელიც...“ისაუბრა. დარწმუნებული ვართ, ბატონი რეზო დღეს ბედნიერი იქნებოდა და პირველი გამოხატავდა თავის მხარდაჭერას პატრიარქის ინიციატივის მიმართ.
ხვალ, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები დიდ მხარდაჭერას გამოვუცხადებთ პატრიარქის ინიციატივას ქართველთა მსოფლიო კონგრესის მოწვევის შესახებ. უახლოეს დღეებში კი პირადად ვეწვევით პატრიარქს რათა კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ჩვენი უდიდესი მოწიწებას და პირადად განვუცხადოთ მხარდაჭერა და წარმოვუდგინოთ ჩვენი წინადადებები საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვან ინიციატივასთან დაკავშირებით", - ნათქვამოა ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ქართული ერთობის დარბაზის დამფუძნებლები: ანზორ ერქომაიშვილი, ტარიელ ხარხელაური, რომან რურუა, ომარ მხეიძე, გივი თოიძე, თემურ გუგუშვილი, არნოლდ გეგეჭკორი, რამაზ ყურაშვილი, გიგა ბათიაშვილი
წყარო http://geonews.ge/geo/news/story/64248-qartuli-ertobis-darbazis-damfudzneblebi-patriarqis-initsiativas-mkhardacheras-utskhadeben
Комментариев нет:
Отправить комментарий