ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები და წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივას, სვეტიცხოვლობას სრულიად ქართველთა მსოფლიო კონგრესის მოწვევის შესახებ მხარდაჭერას უცხადებენ.
„ეს იყო ჩვენი დარბაზის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ბატონი რეზო ჩხეიძის დიდი სურვილი, რომლის ინიციატივით და პატრიარქის ლოცვა კურთხევით ჩატარდა ქართველთა პირველი კონგრესი. ამ საკითხზე მას ჰქონდა საუბარი პატრიარქთან და მისგან სრული მხარდაჭერა მიიღო. თავისი სურვილის შესახებ ბატონმა რეზომ საზოგადოებისადმი გავრცელებულ ბოლო მიმართვაში.
ეს არის ჩემი თხოვნა, ... იქნებ უკანასკნელიც...“ ისაუბრა. დარწმუნებული ვართ, ბატონი რეზო დღეს ბედნიერი იქნებოდა და პირველი გამოხატავდა თავის მხარდაჭერას პატრიარქის ინიციატივის მიმართ. ხვალ, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები დიდ მხარდაჭერას გამოვუცხადებთ პატრიარქის ინიციატივას ქართველთა მსოფლიო კონგრესის მოწვევის შესახებ. უახლოეს დღეებში კი პირადად ვეწვევით პატრიარქს, რათა კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ჩვენი უდიდესი მოწიწებას და პირადად განვუცხადოთ მხარდაჭერა და წარმოვუდგინოთ ჩვენი წინადადებები საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვან ინიციატივასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია „ქართული ერთობის დარბაზის“ განცხადებაში.
ქართული ერთობის დარბაზის დამფუძნებლები: ანზორ ერქომაიშვილი, ტარიელ ხარხელაური, რომან რურუა, ომარ მხეიძე, გივი თოიძე, თემურგუგუშვილი, არნოლდ გეგეჭკორი, რამაზ ყურაშვილი, გიგა ბათიაშვილი.
წყარო http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=30789
წყარო http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=30789
Комментариев нет:
Отправить комментарий