02.05.2015

"პატივდების სიგელით" ტრადიციული დაჯილდოვება


დღეს, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში „ქართული ერთობის დარბაზის“ ტრადიციული დისკუსიის „საქართველო დაჭრილი მზეა“ ფარგლებში, მოეწყო პატივდების სიგელების გადაცემა.


„პატივდების სიგელი“ გადაეცათ ცნობილ კინორეჟისორს, ლონდონში ქართული ცენტრის შექმნის ინიციატორს,  მოღვაწე კაცს, ბატონ გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილს, ეროვნული მოძრაობის სათავეებთან მდგომ, დღეს გერმანიაში მცხოვრებ და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის წევრს, ბატონ შალვა წიკლაურს, მეცნიერ ნესტან შონიას, ქართულ -ოსური ტრადიციული ურთიერთობების აღდგენისათვის გამორჩეულ მებრძოლ ბატონ რევაზ ნოდარიშვილს, ჩეხეთში მცხოვრებ და ჩეხეთის ქართულ დიასპორასთან აქტიურად დაკავშირებულ ბატონ ალექსანდრე ჩხიკვაძეს, ეკონომისტსა და იურისტს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროგრამების მენეჯერს, ქალბატონ ნანა ქარუმიძეს, კომპოზიტორ მაყვალა ხორბალაძეს, მომღერალს, სხვადასხვა კონკურსების ლაურეატს, ქალბატონ ნათია ქოროღლიშვილს.

ხვალ, სამების საკათედრო ტაძარში მოხდება ხორავების გვარის დალოცვა. დღეს კი სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში „ქართული ერთობის დარბაზის“ მიერ გამოცხადდა ხორავების გვარის წარმომადგენელთა დაჯილდოვება. მათ „პატივდების სიგელი“ გადაეცემათ სამების ტაძარში გვარის დალოცვისთანავე

„ქართული ერთობის დარბაზის“
პრეს-ცენტრი

2.05.2015წ

Комментариев нет:

Отправить комментарий