02.05.2015

„მოქმედების მანიფესტს“ გიორგი კანდელაკი შეუერთდა



გუშინ, გორში „ქართული ერთობის დარბაზის“ მთავარ დოკუმენტს „მოქმედების მანიფესტს“ ცნობილი სპორტსმენი, მსოფლიო და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, გიორი კანდელაკი შეუერთდა.


„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებმა ბატონი გიორგი „ქართული ერთობის დარბაზის“ მთავარ საბჭოში აირჩიეს. იგი ბატონებთან რეზო ჩხეიძესთან, ანზორ ერქომაიშვილთან, გივი თოიძესთან, ტარიელ ხარხელაურთან თემურ გუგუშვილთან ომარ მხეიძესთან, არნოლდ გეგეჭკორთან, რომან რურუასთან, რამაზ ყურაშვილთან, გიგა ბათიაშვილთან ერთად როგორც საბჭოს წევრი, ჩაერთო „მოქმედების მანიფესტით“ განსაზღვრულ ღონისძიებებში, უპირველესად, ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის მზადების ღონისძიებებში.

„ქართული ერთობის დარბაზის“
პრეს-ცენტრი

2.05.2015წ

Комментариев нет:

Отправить комментарий