გუშინ, 1 მაისს, „ქართული ერთობის დარბაზის“ და მფუძნებლები
და წევრები, ბატონები რომან რურუა , რამაზ ლომინაძე, თემურ შაშიაშვილი შეხვდნენ გორის
საზოგადოების წარმომადგენლებს.
შედგა უაღრესად
ადამიანური და მართალი საუბარი. ამ შეხვედრამ დაადასტურა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება
პრაქტიკულად ფიქციაა, რომ ყოველგვარ თვითმმართველობაზე საუბარი ზედმეტია, რომ ნაციონალების
მიერ დამკვიდრებული და, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მიერ სამოქმედოდ დატოვებულმა
ზეცენტრალიზებულმა საფინანსო სისტემამ, რეალურად მონებად აქცია ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები, რომ მხოლოდ პარტიული პრინციპით არჩეულმა საკრებულოებმა ბორკილები
დაადო საკრებულოების წევრებს, პრაქტიკულად მოკლა თავისუფლება და ინიციატივა.
ამ შეხვედრან
რეალურად დაადასტურა, რომ რეგიონებში ადგილებზე არსებული მდგომარეობა და ის, რაზეც
საუბრობენ ქართული ტელევიზიები, სრულიად განსხვავდება. ბატონი რომან რურუას აღშფოთება
გამოიწვია არა მარტო იმან, რომ ადგილობრივი საკრებულოსა და ქალაქის მერის გადაწყვეტილებას
სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში სტალინის ძეგლის დადგმის თაობაზე ეწინააღმდეგებიან უცხო
ქვეყნების ელჩები, არამედ, უპირველესად იმან, რომ საქართველოს ტელევიზიები არ თუ ვერ
საუბრობენ და საქართელოს მოსახლეობას ელემენტარული ინფორმაცია არ აქვს იმის თაობაზე,
რომ საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, უცხო ქვეყნის ელჩი ურეკავს საკრებულოს
თავმჯდომარეს და კატეგორიულად მოითხოვს მისგან რომ ძეგლი არ დაიდგას და საკრებულოს
გადაწყვეტილება შეიცვალოს.... რომ ამის შემდგომ ლიტვის, ლატვიისა და პოლონეთის ელჩები
ჩადიან გორში და წარმოუდგენელი კატეგორიულობით
ითხოვენ, რომ ძეგლი არ დაიდგას.
„ქართული ერთობის დარბაზის“ წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს,
რომ ამ ინფორმაციაში მთავარია არა სტალინის პიროვნებისადმი მათი დამოკიდებულება, არამედ
მთელი გორის, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის და რაც მთავარია, ადგილობრივი ხელისუფლების
გადაწყვეტილებისადმი დამოკიდებულება იმ ქვეყნების წარმომადგენლებისა, რომლებიც თავს
დემოკრატიულად თვლიან.
შეხვედრის მონაწილეები ერთნი იყვნენ იმაში, რომ საქართველოს
დამოუკიდებლობა ფიქციაა.
შეხვედრის მონაწილეებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ბატონი რეზო ჩხეიძის წამოწყებასა და „ქართული ერთობის დარბაზის“ გადაწყვეტილებას :
რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ხალხმა უნდა შევქნათ ეროვნული და სახელმწიფორბრივი ცნობიერების
ქართული ტელევიზია.
ტელეკომპანია „ქართულმა“ სრულად ჩაიწერა ეს შეხვედრა
და ყველა დაინტერესებულ პიროვნებას ექნება მომდევნო
კვირაში მისი ნახვის შესაძლებლობა.
მსურველებს ტელეკომპანია „ქართულის“ გადაცემების ნახვა შეუძლიათ სილკნეტის 259-ე არხზე; myvideo.ge
საშუალებით (http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=qartuli)
"ქართული ერთობის დარბაზის"
პრეს-ცენტრი
2.05.2015წ
Комментариев нет:
Отправить комментарий