1 მაისს, „ქართული ერთობის დარბაზის" და მფუძნებლები და წევრები რომან რურუა, რამაზ ლომინაძე და თემურ შაშიაშვილი გორის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. აღნიშნულზე „ქართული ერთობის დარბაზი" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც შეხვედრის შესახებ საუბრობს:
„როგორც შეხვედრაზე საუბრისას აღინიშნა, სამწუხაროდ, ადგილობრივი ხელისუფლება პრაქტიკულად ფიქციაა და ყოველგვარ თვითმმართველობაზე საუბარი ზედმეტია. „ქართულმა ოცნებამ" პრაქტიკულად გააგძძელა „ნაციონალების" მიერ დამკვიდრებული ზეცენტრალიზებული საფინანსო სისტემა, რამაც რეალურად მონებად აქცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მხოლოდ პარტიული პრინციპით არჩეულმა საკრებულოებმა ბორკილები დაადეს საკრებულოების წევრებს, პრაქტიკულად მოკლულია თავისუფლება და ინიციატივა. ითქვა, რომ რეგიონებში ადგილებზე არსებული რეალური მდგომარეობა სრულიად საპირისპიროა იმისგან, რაზეც საუბრობენ ქართული ტელევიზიები.
რომან რურუას აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ადგილობრივი საკრებულოსა და ქალაქის მერიის გადაწყვეტილებას სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში სტალინის ძეგლის დადგმის თაობაზე ეწინააღმდეგებიან ზოგიერთი უცხო ქვეყნების ელჩები. საქართველოს ტელევიზიები კი ამის შესახებ რატომღაც არ, თუ ვერ საუბრობენ, რის გამოც, მოსახლეობამ არ იცის, რომ საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე უცხო ქვეყნის ელჩი ურეკავს საკრებულოს თავმჯდომარეს და კატეგორიულად მოითხოვს მისგან მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას.... ამის შემდგომ ლიტვის, ლატვიისა და პოლონეთის ელჩები ჩადიან გორში და წარმოუდგენელი კატეგორიულობით მოითხოვენ, რომ ძეგლი არ დაიდგას.
„ქართული ერთობის დარბაზის" წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ ინფორმაციაში მთავარია არა სტალინის პიროვნებისადმი მათი დამოკიდებულება, არამედ მთელი გორის, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის და რაც მთავარია, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებისადმი იმ ქვეყნების წარმომადგენლებისა დამოკიდებულება, რომლებიც თავს დემოკრატიული სამყაროს მედროშეებად მიიჩნევენ.
შეხვედრის მონაწილეები ერთნი იყვნენ იმაში, რომ სამწუხაროდ, რეალურად საქართველოს დამოუკიდებლობა ფიქციაა.
შეხვედრაზე სრულად იყო მხარდაჭერილი ბატონი რეზო ჩხეიძის წამოწყება და „ქართული ერთობის დარბაზის" გადაწყვეტილება: რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ხალხმა უნდა შევქნათ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ქართული ტელევიზია.
შეხვედრა სრულად ჩაიწერა ტელეკომპანია „ქართულმა" და მომდევნო კვირაში ყველა დაინტერესებულ პიროვნებას ექნება მისი ნახვის შესაძლებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.
http://reportiori.ge/?menuid=3&id=63778
Комментариев нет:
Отправить комментарий