„მშვიდობით! და ყველაფრისათვის დიდი მადლობა, ბატონო რეზო!" - ასე ემშვიდობება კულტურის ყოფილი მინისტრი, მწერალი გურამ ოდიშარია კინორეჟისორ რეზო ჩხეიძეს. ამის შესახებ ოდიშარია საკუთარ „facebook"-გვერდზე წერს და აქვე აღნიშნავს, რომ 10 წლის მანძილზე რეზო ჩხეიძესთან მეგობრობის პატივი და ბედნიერება ჰქონდა.
„ეს სურათი ერთი წლის წინ, 9 მაისს არის გადაღებული.
დღეს, 7 მაისს კი, თქვენი დაკრძალვის დღეა, ბატონო რეზო; ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანისათვის თქვენი გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარების დღე. მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც, რომელსაც ამ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე თქვენთან მეგობრობის პატივი და ბედნიერება მქონდა.
ვინ იცის, ჩემი ცხოვრების დარჩენილი წლების განმავლობაში შევხვდები კი ოდესმე თქვენისთანა, მხოლოდ სიკეთის დამმახსოვრებელ, ჯარისკაცის მამასავით თანამდგომ, პლანეტარული სიყვარულით და შემოქმედებით სამყაროს გამლამაზებელ, სიცოცხლის ერთგულ ადამიანს?!
მშვიდობით! და ყველაფრისათვის დიდი მადლობა, ბატონო რეზო!" - წერს ოდიშარია.
წყარო: http://reportiori.ge/?menuid=3&id=64155
Комментариев нет:
Отправить комментарий