კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის ოჯახმა სამძიმრის წერილი მიიღო რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევისაგან. რუსეთის პრემიერმა ღრმა მწუხარება გამოხატა რეზო ჩხეიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ეს ფაქტი ქართული და რუსული კულტურის დიდ დანაკლისად შეაფასა.
„რეზო ჩხეიძემ გაიარა მეტად ნათელი და ღირსეული ცხოვრება. ის შედგა როგორც რეჟისორი მსახიობი, სცენარისტი და პედაგოგი. ცხოვრებიდან წავიდა დიდი სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, მაგრამ მისი უკვდავი შემოქმედების წყალობით უბრალო ჯარისკაცის გმირობა მუდამ დარჩება ადამიანთა მეხსიერებაში. „ჯარისკაცის მამა“ გახდა ომის შესახებ გადაღებულ ფილმთა შორის ერთ ერთი ყველაზე ყველაზე შთამბეჭდავი და დამამახსოვრებელი.
კეთილი და ნათელი მოგონებები რეზო ჩხეიძეზე, მუდამ დარჩება მის მოწაფების, კოლეგებსა და თაყვანისმცემლების, მეხსიერებაში ყველას, ვინც იცნობდა და აფასებდა ამ გამორჩეულ პიროვნებასა და ჭეშმარიტ შემოქმედს", - ნათქვამია დიმიტრი მედვედევის წერილში.
Комментариев нет:
Отправить комментарий