07.05.2015

(რეპორტიორი)დიმიტრი მედვედევი: მუდამ დარჩება კეთილი მოგონებები რეზო ჩხეიძეზე...


ბატონი რეზო ჩხეიძის ოჯახმა სამძიმრის წერილი მიიღო რუსეთის პრემიერ-მინისტრის  დიმიტრიმედვედევისაგან. რუსეთის პრემიერმა ღრმა მწუხარება გამოხატა რეზო ჩხეიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ეს ფაქტი ქართული და რუსული კულტურის დიდ დანაკლისად შეაფასა.


რეზო ჩხეიძემ გაიარა მეტად ნათელი და ღირსეული ცხოვრება. ის შედგა როგორც რეჟისორი მსახიობი, სცენარისტი და პედაგოგი. ცხოვრებიდან წავიდა დიდი სამამულო ომში გამარჯვების 70წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, მაგრამ მისი უკვდავი  შემოქმედების წყალობით უბრალოჯარისკაცის გმირობა მუდამ დარჩება ადამიანთა მეხსიერებაში. „ჯარისკაცის მამა" გახდა ომისშესახებ გადაღებულ ფილმთა  შორის ერთ -ერთი  ყველაზე ყველაზე შთამბეჭდავი დადამამახსოვრებელი.

კეთილი და ნათელი მოგონებები რეზო ჩხეიძეზე, მუდამ დარჩება მის მოწაფების, კოლეგებსა დათაყვანისმცემლების, მეხსიერებაში ყველას, ვინც იცნობდა და აფასებდა ამ გამორჩეულპიროვნებასა და ჭეშმარიტ შემოქმედს."  - ნათქვამია დიმიტრი მედვედევის წერილში.

http://reportiori.ge/?menuid=3&id=64124

Комментариев нет:

Отправить комментарий