ტელევიზია „ქართულის“ გადაცემების ნახვა შესაძლებელია: „ივერიასატ“-ის ღია სატელიტური მაუწყებლობით, „ივერიასატ“-ისა და „სილქნეტის“ (259-ე არხი) მომხმარებელთათვის, როგორც აქციონერები ამბობენ, არხი უახლოეს პერიოდში ჩაერთვება „აიეტის“ ქსელში. მიმდინარეობს მუშაობა ყველა საკაბელო პროვაიდერთან. მთელს მსოფლიოში მსურველებს myvideo.ge -ზე შეუძლიათ მოძებნონ ტელევიზია „ქართული“… უახლოეს პერიოდში განახლდება ტელევიზიის ვებ.გვერდი (www.itetv.ge), რომლის სერვერი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაშია განთავსებული, რაც საშუალებას მისცემს ინტერნეტმომხმარებლებს საქართველოსა და უცხოეთში, თვალი ადევნონ ტელევიზია „ქართულის“ გადაცემებს.
დამფუძნებლების თქმით ეს არის ერთადერთი ტელევიზია, რომლის აქციონერი შესაძლებელია გახდეს ნებისმიერი მსურველი და ერთადერთი ტელევიზია, რომელიც არ იქნება მიკერძოებული და იქნება ხალხის სამსახურში.
სამეთვალყურეო საბჭო განცხადებას აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს:
-„ჩვენ ერთად ვქმნით ტელევიზია „ქართულს“
ჩემო მეგობარო,
ყოველნაირი სიკეთისა და სიმდიდრის დაგროვება შემეძლო. მეც დავაგროვე…
ჩემი სიმდიდრე – განვლილი გზაა, ხალხის სიყვარულია, რომელმაც ამ ასაკამდემომაღწევინა. ჩემი სიმდიდრე – ჩემი ფილმებია, მათ შორისაა უკვე 50 წლის „ჯარისკაცის მამა“.
ერთადერთი მატერიალური სიმდიდრე, რაც ღირსეულ მამულიშვილთა შემწეობით დღეს გამაჩნია, ტელევიზიაა, თითოეული ჩვენგანისათვის სათაყვანებელი სახელით -„ქართული“. სიმბოლურია, რომ გიორგობა დღეს, სამების ტაძარში, პატრიარქსა და საზოგადოებას ვაუწყე ამ ტელევიზიის მშობელი ერისთვის საჩუქრად გადაცემის განზრახვის თაობაზე. გარდავქმენი სააქციო საზოგადოებად და ჩემს მეგობრებთან ერთად, ქვეყნის საამაყო შვილებთან: ანზორ ერქომაიშვილთან, გივი თოიძესთან, ტარიელ ხარხელაურთან, თემურ გუგუშვილთან, ომარ მხეიძესთან, არნოლდ გეგეჭკორთან, რომან რურუასთან, რამაზ ყურაშვილთან ერთად დავიწყეთ დიდი პროცესი არა უბრალოდ სიტყვით, არამედ ბუნებით დემოკრატიული, რეალურად ქართული ტელევიზიის შექმნისა საქართველოში.
მომავალში ის გახდება საკუთრება ყოველი პიროვნებისა, ვინც შეიყვარებს, ვინცშეეხიდება, ვინც
1, 10, თუ 1 000 აქციის ფლობის სანაცვლოდ გაიღებს თანხას ამტელეკომპანიის შემდგომი
გაძლიერებისათვის. ამ აქციების გამო არც ერთი ჩვენგანიდიდ ფულად დივიდენდებს არ უნდა
ველოდოთ, მაგრამ ის კი გვექნება საამაყოდ, რომდიდ ქართულ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა.
პროექტში, რომელსაც მომავალიუფრო დააფასებს, ვიდრე ჩვენ ეს დღეს წარმოგვიდგენია.
ეს იქნება ძლიერის მხარდამჭერი, მაგრამ იმავდროულად სუსტისა და გაჭირვებულის დამცველი ტელევიზია.
ეს იქნება თაობათა შორის დღეს ჩატეხილი ხიდების გამთლიანების, მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ქართული დიასპორების ერთობის ტელევიზია.
ჩემი და ჩემი მეგობრების დიდი სურვილია, რომ ეს იყოს სტუდენტური და ახალგაზრდული ტელევიზია.
ჩვენ ვიქნებით ამაყნი და ბედნიერნი, თუ საერთო თანადგომით, ქველმოქმედთა და მეცენატთა, XXI საუკუნის სარაჯიშვილთა და ზუბალაშვილთამახარდაჭერით, 8 თებერვლიდან, დიდი დავითის ხსენების დღიდან, ჩვენიდედაუნივერსიტეტის დაარსების დღიდან
მოყოლებული ეტაპობრივადსაქართველოს მივცემთ მართალ, თბილ, სიყვარულით სავსე ტელევიზიას.
არადა,ჰაერივით სჭირდება სიძულვილით გაჯერებულ ეთერს ასეთი მაუწყებლობა.მხოლოდ
სიყვარულს შეუძლია ყოველი პიროვნების ამაღლება, ყოველი ოჯახისგაძლიერება, ყოველ გვარში
მშვიდობა, ყოველი კუთხის აღმშენებლობა.
ჩვენ ვიწყებთ „მოქმედების მანიფესტის“ განწყობით ცხოვრებას. … ჩვენ ვიწყებთგასული საუკუნის ბოლო ათწლეულის – ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთიყველაზე ურთულესი ეპოქის ანალიზით… ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ მეცნიერთამონაწილეობით
შევქმნათ დოკუმენტური ფილმი – „რა მისცა მსოფლიოცივილიზაციას საქართველომ“… ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ დოკუმენტურად ვისაუბროთ ჩვენს უცხოელ მეგობრებზე, როგორც დიდი ილია იტყოდა, „შორეულთავისიანებზე“, იქნებ თავი დავიხსნათ დღევანდელი ყალბი და გამოგონილი მეგობრებისაგან… ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ საქართველოს და მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ ის დიდი კულტურული და მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც წარსულში დაკავშირებულია ქართველებთან და დღესაც უამრავი ქართველი მთელს მსოფლიოში საოცრებებს ახდენს … ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ მთელსმსოფლიოს ვაჩვენოთ, როგორ ცხოვრობენ უცხოელები
საქართველოში და როგორია დამოკიდებულება ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი უცხოეთში.
დიახ! ასეთი რთული საკითხებით ვიწყებთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება დიდითანადგომა – ამ დიდი ქართული პროექტისადმი შეძლებულთა სიუხვე და არა -სიძუნწე. ვიმეორებთ, სიუხვე და არა – სიძუნწე. ჩემი ასაკისა დაგამოცდილების კაცს დაეჯერება: ამ საქმის მხარდაჭერა უპირველესად სულიერებასთანაა დაკავშირებული. ჩვენი მოქმედების საზომიც ეს არის.
სწორედ ამიტომ, ტელევიზიის ხელმძღვანელობა ვთხოვეთ ცნობილ რეჟისორს, ტელეკომპანია „იმედის“გენერალურ დირექტორის ყოფილ მოადგილეს, სატელევიზიო საქმის კარგი ორგანიზატორის ოჯახში აღზრდილ პიროვნებას, ბატონ ოთარ შამათავას.
სწორედ ამიტომ, სააქციო საზოგადოება „ქართულს“ სათავეში ჩავუყენეთ პროფესორი კაცი, ცნობილი მათემატიკოსი, კარგი ორგანიზატორი, ბატონი ჯონი ჯანელიძე.
სწორედ ამიტომ, ამ დიდი ქართული საქმის ორგანიზებაში დასაწყისშივე ვთხოვეთ ჩართვა საზოგადოებისთვის ცნობილ პიროვნებებს, ბატონებს: ავთანდილ ჩხაიძეს, მიხეილ ჩიკვილაძეს, ოლეგ ნიკოლეიშვილს, ირაკლი მაჭავარიანს, ემილ მიქაიას, გოგი ჯაოშვილს, ალექსი კობაიძეს, რამაზ ლომინაძეს, როლანდ კილაძეს, კონსტანტინე ვერულაშვილს, გია მჭედლიშვილს.
ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენ ძალიან მალე ბევრზე ბევრნი გავხდებით და ასეთი დიდი ერთსულოვნებით შექმნილი ტელევიზია, მართლაც, უნიკალური ფაქტი იქნება მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში.
მშვიდობა ყოველთა ჩვენთა!
რეზო ჩხეიძე
კონორეჟისორი, მშვიდობის მსოფლიო ელჩი
ინფორმაცია ამ დიდ ქართულ საქმეში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის
ერთი აქციის ღირებულება შეადგენს 50 ლარს.
მისი შეძენა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, საქართველოში და მსოფლიოს ნებმისმიერ კუთხეში, ნებისმიერ ვალუტაში.
laris angariSi:
bankis kodi TBCBGE 22
angariSis N: GE07TB7417836020100001
savaluto angariSi :
bankis kodi: TBCBGE 22
angariSis N: GE24 TB7417836120100002
erTi aqciis Rirebulebaa: 50 lari
daniSnuleba – ss”qarTulis” aqciebis safasuri
სააქციო საზოგადოება „ქართულის“ სამეთვალყურეო საბჭოს პირველი ეტაპის პროგრამა მოიცავს პერიოდს 2015 წლის 6 მაისამდე – გიორგობამდე. ამ დროისთვის ტელეგადაცემების მიღება უნდა შეძლოს საქართველოს ყოველმა ოჯახმა და ყოველმა დაინტერესებულმა პიროვნებამ მთელს მსოფლიოში. ამ პროცესის დაჩქარება დამოკიდებულია აქციონერთა სიმრავლეზე.
ნებისმიერი სახის ინფორმაცია ოპერატიულად შეგიძლიათ მიიღოთ ტელევიზიის საიტებზე და ელექტრონული ფოსტით.
ტელეკომპანია „ქართულის“ ვებ.გვერდი: www.itetv.ge
„ქართული ერთობის დარბაზის“ ბლოგი: www. qartuliertobisdarbazi.blogspot.com
„ქართული ერთობის დარბაზის“ გვერდი ფეისბუქზე (შეგიძლიათ მოძებნოთ იმავე სახელწოდებით ქართულ ენაზე)
ელ.ფოსტა megobartadarbazi@gmail.com
„ქართული ერთობის დარბაზის“ ელ. ფოსტა qartuliertobisdarbazi@gmail.com
პრაქტიკული რჩევები აქციების შეძენის მსურველთათვის:
50-ის ჯერადი თანხა ლარებში (შესაბამისი კურსით უცხოურ ვალუტაში) ირიცხება ზემოხსენებულ ანგარიშებზე. რის შესახებაც, სატელეფონო ან SMS შეტყობინება ეგზავნება ერთ-ერთს, სამეთვალყურეო საბჭოს შემდეგი წევრებიდან:
ირაკლი მაჭავარიანი ტელ. 599 76 32 31; 592 76 32 31; 577 47 67 39
გიგა მჭედლიშვილი ტელ. 599 10 00 74
ჯონი ჯანელიძე ტელ. 593 30 38 09; 571 07 64 00;
ამავე პიროვნებებისაგან შეგიძლიათ მიიღოთ კონსტულაცია ტელეკომპანია „ქართულთან“ დაკავშირებით.
სს“ ქართულის“ აქციათა ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი შეგიძლიათ მიიღოთ ან იმავე პირთან, ვისაც გაუგზავნეთ შეტყობინება, ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორ კომპანიაში შპს „ეროვნულ რეესტრში“ (მის: ვაჟა ფშაველას გამზ. 41, მე -6 სართ. ტელ: 231-11-71; 599 53 53 37)-ნათქვამია განცხადებაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий