ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ შობა-ახალი წელი „ქართული
ერთობის დარბაზის“ სახელით. იმ დარბაზის სახელით, რომლის სათავეებთანაც ვდგევარ საქვეყნოდ
ცნობილ სახელმწიფო მოღვაწეებთან, ბატონებთან: ანზორ ერქომაიშვილთან, გივი თოიძესთან,
ტარიელ ხარხელაურთან, თემურ გუგუშვილთან, ომარ მხეიძესთან, არნოლდ გეგეჭკორთან, რომან
რურუასთან
და რამაზ ყურაშვილთან ერთად.
გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს, მოგახსენეთ და ამას ჩვენ
დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რომ დავიწყეთ მუშაობა დიდ პროგრამაზე „საქართველო დაჭრილი
მზეა“. ვაპირებთ იგი შევთავაზოთ კონგრესს, რომელიც სასურველია თქვენი ლოცვა-კურთხევით გაიხსნას გელათის ისტორიულ
კომპლექსში, 8 თებერვალს, მეფეთმეფის - დავით
აღმაშენებლის დღეს, საქართველოს დედაუნივერსიტეტის დაარსების დღეს და 9 თებერვალს გაგრძელდეს შოთა რუსთაველის სახელობის
სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.
დარბაზის დამფუძნებლები და უკვე უამრავი მხარდამჭერი
ვთვლით, რომ ქვეყანა, რომელიც ქრისტეშობამდე
და მის შემდგომ აღიარებდა ოჯახის, საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტს, რომელიც
შემდგომ განავითარა დიდმა ილიამ სიტყვებით „მამული, ენა , სარწმუნოება“ , ხოლო საქართველოს
უახლოეს ისტორიაში თქვენ დაამკვიდრეთ ცნებათა ტრიადით „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“;
ქვეყანა, რომელიც ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრობდა, არ შეიძლება ოცდამეერთე საუკუნეში
უარყოფდეს საკუთარ ფასეულობებს და აფეტიშებდეს სხვისას.
ამ განწყობას გვიძლიერებს თქვენი სიბრძნით სავსე ქადაგებები,
ქართველ და უცხოელ მეცნიერთა სერიოზული კვლევები.
დისკუსია ამ საკითხებზე თქვენი ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ
გიორგობა დღეს სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში.
ყოველ შაბათის, უკვე ოთხმა შეხვედრამ აღნიშნულ დარბაზში
ცხოველი ინტერესი გამოიწვია. გთხოვთ თქვენს ლოცვა-კურთხევას, რომ ეს შეხვედრები გაგრძელდეს
მაისის ჩათვლით და უახლოესი ჩავატაროთ 4 იანვარს, შემდგომი, 10-ში და შემდგომ - ყოველ
შაბათს. ჩვენ კარგად ვთანამშრომლობთ სამების
ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრთან, მის ხელმძღვანელობასთან
და ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს ურთიერთობა კიდევ მეტად გააქტიურდება.
თქვენო უწმიდესობავ,
მე და ჩემი მეგობრები უმორჩილესად გთხოვთ, შედგეს შეხვედრა თქვენთან.
საქმისთვის სასარგებლო იქნება და ეს ძალიან წაადგება მოახლოებულ კონგრესს, თუ ეს შეხვედრა
უახლოეს პერიოდში შედგება.
ქრისტესმიერი სიყვარულით,
მონა ღვთისა
რეზო ჩხეიძე
30.12.2013წ
Комментариев нет:
Отправить комментарий