„ ქართული ერთობის დარბაზის“ ერთ-ერთი წევრი, თემურ შაშიაშვილი „ასავალ-დასავალთან“
ინტერვიუში აცხადებს, წარმატებით დაასრულდა საქართველოს “სოროსიზაციის” პროცესი.
„ მრავალი
არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცი, ვინც ათეულმილიონიანი გარედან შემოსული დონაციით საზრდოობს, სანაცვლოდ, ეროვნულ იდეოლოგიას ებრძვის. ხელისუფლება კი, ამ ორგანიზაციებს ელოლიავება და მათ აზრებს ითვალისწინებს. საბედნიეროდ, ხელისუფლებას რამდენიმე შანსი კიდევ დარჩა, თავისი უმძიმესი შეცდომები გამოასწოროს.“
თემურ შაშიაშვილის თქმით, „ქართული ერთობის დარბაზი“, რომელშიც
გაერთიანებულია საზოგადოებისთვის ცნობილი მრავალი მოღვაწე, სწორედ ქართული სულისა
და ცნობიერების დამკვიდრებას და ქვეყნის ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსვლას
ისახავს მიზნად.
„მიმდინარე წლის 9 თებერვალს, რუსთაველის თეატრში გაიმართება “ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესი, სადაც გაჟღერდება რეკომენდაციები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ ქვეყნის მართვის სტილის შესაცვლელად და ამ კრიზისის დასაძლევად. ამ დარბაზს, რომელსაც სათავეში უდგას რეზო
ჩხეიძე, შედიან ქართველი ხალხის მიერ დაფასებული მოღვაწეები, მათ შეადგინეს “მოქმედების მანიფესტი“. ეს არის ქართული სულისკვეთებით დაწერილი, ქვეყნის განვითარების გეგმა, რომელიც წარედგინება ხელისუფლებას.
საზოგადოება “მოქმედების მანიფესტი” - ეს არის ქართველი საზოგადოების მხრიდან უკანასკნელი კეთილი ჟესტი, თანამშრომლობის უკანასკნელად გამოხატული სურვილი ხელისუფლების მიმართ და, იმედია, ხელისუფლება ამ უკანასკნელ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.“ -
აცხადებს თემურ შაშიაშვილი.
„ქართული
ერთობის დარბაზის“ პრეს-ცენტრი
27.01.2015წ
Комментариев нет:
Отправить комментарий