05.01.2015

ელგუჯა მინაძე: დიდი მადლობა დაფასებისთვის


საზოგადოება "საქართველოს" თავმჯდომარე, საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამილე, ელგუჯა მინაძე გამოეხმაურა "ქართული ერთობის დარბაზის" თავმჯდომარის, ბატონი რეზო ჩხეიძის მისალმებას და მილოცვას "პატივგების სიგელით" დაჯილდოვებასთან დაკავშირებით:



"ბატონო რეზო!

მოგესალემებით თესალონიკიდან(საბერძნეთი) მინდა პირველ რიგში მოგილოცოთ ახალი 2105 წელი, გისურვოთ ჯანმრთელობა და მხნეობა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდით და ემსახურებით. ასევე მინდა მოგიხადოთ დიდი მადლობა დაფასებისთვის და აღიარებისათვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ ჩემს მიმართ.  1% რომ შევასრული, რაც თქვენ გააქვთ გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთის, მაშინ ნამდვილად ჩავთლი, რომ მეც რაღაც წვლილი შევიტანე და ერთი აგური დავდევი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის!    

 ჩვენ ქართველები ამაყი ხალხი ვართ! მიმაჩნია, რომ უნდა შევქმნათ ღირსეული და საამაყო ქვეყანა, ისეთი, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ.


   დიდი პატივისცემით!


 ელგუჯა მინაძე

03.01.2014 თესალონიკი"

Комментариев нет:

Отправить комментарий