08.01.2015

შალვა აბაშიძე: სულმოუთქმელად ველი სამშობლოში დაბრუნებას

   გამარჯვებით, ბატონო რეზო!
ამ წუთას ვერ მოვძებნი სიტყვას, რომელიც ჩემს განწყობას და სიხარულს გამოხატავდა...ბედნიერებაა სწორედ, მიიღო წერილი და შეტყობინება „პატივგების სიგელით“ დაჯილდოების შესახებ თავადი რეზო ჩხეიძისაგან.
         ეს პატივგებაა აჭარული სულისა და გულის, მთელი ჩემი წინაპრების მიმართ, რომლებისთვისაც ოდითგანვე სათაყვანებელი და სალოცავი იყო ყოველივე  ქართული!!!.
         უბედნიერესი ვიქნები თუკი ჩემს მეგობრებთან ერთად მომეცემა საშუალება  გესტუმროთ და მის უბრწყინვალესობა, ქართული სულის ბერმუხას ქედი მოუხაროთ, სიყვარული და თანადგომა  გამოუხატოთ!
         გვსურს სხვადასხვა პროექტებთან ერთად გესაუბროთ საერთაშორისო მედია პროექტებზე და კერძოდ, ბედნიერების ინსტიტუტის ირგვლივ, რომელსაც ჩემი მეგობარი ვლადიმირ ჩეპოვოი ხელმძღვანელობს, ეს ის ადამიანია რომლის თავკაცობით უკრაინელმა ოფიცრებმა 9 აპრილის კაცთა კვლაში მონაწილეობა არ მიიღეს  და პროტესტის ნიშნად საბჭოთა არმია მიატოვეს (ეს იმ დროის გმირობა იყო სწორედ).
          ქართული ერთობის დარბაზის ეგიდით გვსურს გადავდგათ პირველი ნაბიჯი და თბილისში გამოვცეთ წიგნი „ გზაჯვარედინი„ რომელიც ვთარგმნე და ეროვნული ფორუმის დასრულებისას,  მშვენიერი საჩუქარი იქნება ქართველი მკითხველისათვის. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემი მეგობრების დახმარებითა და თანადგომით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ტელევიზია „ქართულის“ განვითარების საქმეში.
        სულმოუთქმელად ველი სამშობლოში დაბრუნებას, მეფეთა მეფის საფლავზე ფეხის დადგმას და ჩემს ღირსეულ მამულიშვილებთან ერთად ჭეშმარიტი ქართული საქმის კეთებას.
        ბატონო რეზო.
...  მასწავლებელო  და მოძღვარო... გილოცავთ შობა ახალ წელს, იცოცხლეთ ძალიან დიდხანს ჩვენი ბედკრული ერის საკეთილდღეოდ! თქვენი ნიჭი და საქმიანი შემართება ნუ მოუშალოს ჩვენს მამულს!

პატივისცემით შალვა აბაშიძე.

07.01. 2015წ. კიევი.

Комментариев нет:

Отправить комментарий