03.01.2015

ნატალია სულაბერიძე: ეს არის ერთ-ერთი უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში!

 ესპანეთში მცხოვრები ქართველი ტელეჟურნალისტის,  "პატივგების სიგელით " დაჯილდოებული ნატალია სულაბერიძის საპასუხო წერილი ბატონ რეზო ჩხეიძეს/

 ბატონო რეზო! 
 პირველ რიგში გილოცავთ იუბილეს, რომელიც სულ მცირე ხნის წინ აღნიშნიშნა სრულიად საქართველომ,შემდგომ კი ახალი,2015 წლის მობრძანებას!
  ჩემთვის უდიდესი პატივია იმ ადამიანთა გვერდით ყოფნა რომლებიც"ქართული ერთობის დარბაზს"წარმოადგენენ. საქართველოში არ მეგულება სხვა მათზე ერთგული, გაწონასწორებული, აღზრდილი და ერუდიციის მქონე ადამიანები, ვისაც გული ტკივა დღევანდელ რეალობაზე, რაც სამწუხაროდ ჩვენს სამშობლოში სუფევს. გულწრფელად მიხარია თუ თქვენი და ბატონ თემურ შაშიაშვილის თაოსნობით წამოწყებულ ეროვნულ საქმეში სულ მცირეოდენ წვლილს მეც შევიტან....
  და ბოლოს ,უზარმაზარ მადლობას მოგახსენებთ ჩემი  "პატივდების სიგელით" დაჯილდოვებისათვის და მინდა შორიდან იგრძნოთ ის მუხტი და გრძნობა, რაც ამ სიგელით დაჯილდოვებამ მომანიჭა!           ეს არის ერთ-ერთი უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში! იმედს გამოვთქვამ სულ მალე შევძლებ საქართველოში ჩამოსვლას და თქვენს მონახულებას!

  პატივისცემით

   ნატალია სულაბერიძე               
  

Комментариев нет:

Отправить комментарий