03.01.2015

მილოცვის წერილი "პატივგების სიგელით" დაჯილდოვებულ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს


31 დეკემბერს, "ქართული ერთობის დარბაზის " თავმჯდომარემ, ბატონმა რეზო ჩხეიზემ უცხოეთში მცხოვრებ პირებს, ვინც "პატივგების სიგელით " არიან დაჯილდოვებულნი დამდეგი  შობა ახალი წელი მოილოცა. მილოცვის  ტექტში ნათქვამია: 
"მაქვს პატივი,  პირადად ჩემი და "ქართული ერთობის დარბაზის" სახელით, მოგილოცოთ შობა-ახალი წელი და იმ დარბაზის სახელით, რომლის სათავეებთანაც ვდგევარ საქვეყნოდ ცნობლ სახელმწიფო მოღვაწეებთან , ბატონებთან: ანზორ ერქომაიშვილთან, გივი თოიძესთან. ტარიელ ხარხელაურთან , თემურ გუგუშვილთან, ომარ მხეიძესთან, არნოლდ გეგეჭკორთან, რომან რურუასთან, რამაზ ყურაშვილთან და ბევრ სხვა სახელმწიფო კაცთან ერთად, მოგილოცოთ "პატივდების სიგელით " დაჯილდოვება, რომელიც შეიძლება თქვე უკვე გადმოგეცათ. 

თბილისში ყოფნის დროს, მინდა მეწვიოთ ჩემს ბინაზე, 

ეჭვი არ მეპარება, რომ მომდევნო წელი მოაზროვნე ადამიანების ქართული იდეით გაერთიანებისა და მოქმედების წელი იქნება. 

დიდი სურვილი გვაქვს, მომდევნო წელი ტელევიზია "ქართულის" წელი იყოს, მართლაც, როგორ სჭირდება სიძულვილით გაჟღენთილ სატელევიზიო სივრცეს მართალი, თბილი, სიყვარულით სავსე ტელევიზია, ტელევიზია, რომელსაც უფროსად სიმართლედა ნიჭიერება ეყოლება. 

ჩვენ ამ დიდ საკითხებზე ვაპირებთ დიდ ქართულ საუბარს კონგრესზე რომელიც უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით გაიხსნება გელათის ისტორიულ კომპლექსში 8 თებერვალს, მეფეთ მეფის, დავით აღმაშენებლის დღეს და 9 თებერვალს გაგრძელდება შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ დიდი ეროვნული ფორუმის დასრულება 2015 წლის 6 მაისს, გიორგობა დღეს, ტელევიზია "ქართულის" პირდაპირი ეთერით შედგება და მისი ნახვის საშუალება ექნება ყოველ ოჯახს საქართველოში, ყოველ ქართველს და საქართველოს მეგობარს მთელს მსოფლიოში.
 
თქვენი სახელი კარგ ქართულ საქმეებთან არის დაკავშირებული. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ დიდ ეროვნულ საქმეებშიც ერთად ვიქნებით. 

ძალიან ვაფასებ თქვენთან შეხვედრებს იმ განწყობას, რომელიც თან სდევს ჩვენს საუბარს, მადლობას გიხდით წარსული თანამშრომლობისათვის და იმედით ვარ მომავალზე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ შობას, ახალ წელს, სიკეთე თქვენს ოჯახს, თქვენს ახლობლებს, ყოველ ქართველს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს.
 წარმატებით გევლოთ! 

თქვენი
 რეზო ჩხეიძე"



Комментариев нет:

Отправить комментарий