„ქართული ერთობის დარბაზის“ წევრები და დამფუძნებლები დილიდან დიდგორს გაემგზავრნენ, სადაც პატივი მიაგეს საქართველოს ისტორიის ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც „ძლევაი საკვირველი“.
12 აგვისტოს, საღამოს, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა „ქართული ერთობის დარბაზის“ საგანგებო შეკრება , რომელსაც დამფუძნებლებთან და წვრებთან ერთად 100 ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.
შეკრება გახსნა „ქართული ერთობის დარბაზის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა რამაზ ლომინაძემ, რომელმაც დამსწრეებს და სრულიად საქართველოს მიულოცა დიდგორობა. მან შესავალი სიტყვით მიმართა შეკრების მონაწილეებს და ამ დღის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
რამაზ ლომინაძემ აღნიშნა, რომ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლის პირვანდელ ადგილზე დაბრუნების საკითხი.
„ეს მოთხოვნა, ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებმა ჯერ კიდევ 2015 წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათში დარბაზის პირველ კონგრესზე გააჟღერეს. მოთხოვნას ხელს აწერდნენ ქართული ერთობის დარბაზის დამფუძნებლები: რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, ტარიელ ხარხელაური, რომან რურუა, ომარ მხეიძე, გივი თოიძე, თემურ გუგუშვილი, რამაზ ყურაშვილი, არნოლდ გეგეჭკორი მოთხოვნა სრულიად გაიზიარა „ ქართული ერთობის დარბაზის“ თბილისის კონგრესმა რუსთაველის თეატრში და ბათუმის კონგრესმა.
დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და მკაფიოდ ვაცხადებთ, მართლმადიდებელ ქვეყანაში, დიდი წმინდანის ძეგლი უნდა იდგეს იქ, სადაც ის აკურთხა საქართველოს პატრიარქმა, ჩვენ მოვითხოვთ დიდი მეფის ძეგლის დაბრუნებას პირვანდელ ადგილას... მკაფიოდ ვაცხადებთ, თუ ამას ვერ ან არ გააკეთებს ხელისუფლება, მაშინ ამას გავაკეთებთ ჩვენ, ქართველი ხალხი, ეს ჩვენი წმინდათაწმინდა მოვალეობაა ჩვენი წარსულისა და მომავლის წინაშე”, - განაცხადეს შეკრების მონაწილეებმა.
ამ მიზნით უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება.შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ბოლო ხანხ პრესაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, თითქოს ძეგლის პირვანდელ ადგილას დაბრუნების თაობაზე საკრებულოს წარმომადგენლებს ჰქონდათ საუბარი ძეგლის ავტორთან ბატონ მერაბ ბერძენიშვილთან. რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. თვით დიდმა მოქანდაკემ უარყო მსგავსი ინფორმაცია და რაოდენ სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი მგსავს დეზინფორმაციას ავრცელებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ”, - განაცხადეს შეკრებაზე.

Комментариев нет:
Отправить комментарий