12.08.2015

წმინდა მეფის ძეგლი უნდა დაბრუნდეს იმ ადგილზე, სადაც მისი აღმართვა საქართველოს პატრიარქმა აკურთხა


ქართული ერთობის დარბაზის საგანგებო შეკრება
  

  „ქართული ერთობის დარბაზის“ წევრები და დამფუძნებლები  დილიდან დიდგორს გაემგზავრნენ სადაც პატივი მიაგეს საქართველოს ისტორიის  ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც „ძლევაი საკვირველი“.
 დღესვე საღამოს,  სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა „ქართული ერთობის დარბაზის“ საგანგებო შეკრება , რომელსაც  დამფუძნებლებთან და წვრებთან ერთად 100 ზე მეტი  მონაწილე ესწრებოდა.

 შეკრება გახსნა „ქართული ერთობის დარბაზის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა რამაზ ლომინაძემ, რომელმაც დამსწრეებს და სრულიად საქართველოს მიულოცა დიდგორობა. მან შესავალი სიტყვით მიმართა შეკრების მონაწილეებს და განსაკუთრებული ხაზგასმა გააკეთა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე.

რამაზ ლომინაძემ აღნიშნა, რომ  დღეს განსაკუთრებით აქტუალურია დიდი მეფის , დავით აღმაშენებლის ძეგლის პირვანდელ ადგილზე  დაბრუნების საკითხი.
„ეს მოთხოვნა, ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებმა ჯერ კიდევ 2015 წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათში დარბაზის პირველ კონგრესზე გააჟღერეს. მოთხოვნას ხელს აწერდნენ ქართული ერთობის დარბაზის დამფუძნებლები:    რეზო ჩხეიძე   ანზორ ერქომაიშვილი   ტარიელ ხარხელაური   რომან რურუა   ომარ მხეიძე   გივი თოიძე   თემურ გუგუშვილი   რამაზ ყურაშვილი,  არნოლდ გეგეჭკორი
მოთხოვნა სრულიად გაიზიარა „ ქართული ერთობის დარბაზის“ თბილისის კონგრესმა რუსთაველის თეატრში  და ბათუმის კონგრესმა.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და მკაფიოდ ვაცხადებთ, მართლმადიდებელ ქვეყანაში, დიდი წმინდანის ძეგლი უნდა იდგეს იქ, სადაც ის აკურთხა საქართველოს პატრიარქმა,  ჩვენ მოვითხოვთ დიდი მეფის ძეგლის დაბრუნებას პირვანდელ ადგილას.. მკაფიოდ ვაცხადებთ, თუ ამას ვერ ან არ გააკეთებს ხელისუფლება, მაშინ ამას გავაკეთებთ ჩვენ, ქართველი ხალხი, ეს ჩვენი წმინდათაწმინდა მოვალეობაა  ჩვენი წარსულისა და მომავლის წინაშე.“ - განაცხადეს შეკრების მონაწილეებმა.

 ამ მიზნით უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ბოლო ხანხ პრესაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, თითქოს ძეგლის პირვანდელ ადგილას დაბრუნების თაობაზე საკრებულოს წარმომადგენლებს ჰქონდათ საუბარი ძეგლის ავტორთან ბატონ მერაბ ბერძენიშვილთან. რაც  არ შეესაბამება სინამდვილეს. თვით დიდმა მოქანდაკემ უარყო მსგავსი ინფორმაცია  და  რაოდენ სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი მგსავს დეზინფორმაციას ავრცელებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ,“  - ითქვა შეკრებაზე.

ქართული ერთობის დარბაზის დღევანდელ  შეკრებაზე გაკეთდა informacia yovelTa qarTvelTa da saqarTvelos megobarTa msoflio kongresis mzadebasTan dakavSirebiT;   განხილული იქნა  mosazrebebi SoTa rusTavelis 850 wlisTavis aRniSvnasTan dakavSirebiT;  warmodgenili iqn qarTuli erTobis darbazis samomavlo programa;   დასასრულ, მოხდა  pativdebis sigelebisa da aqcionerTa mowmobebis gadacema

„ქართული ერთობის დარბაზის“
პრეს-ცენტრი


12.08.2015წ

Комментариев нет:

Отправить комментарий