30.07.2015

"ქართული ერთობის დარბაზის" მზადება ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესისთვის


მომავალი  წლის შემოდგომაზე  დაგეგმილი ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა კონგრესი და შოთა რუსთაველის 850 წლისთავის საერთაშორისო მასშტაბით აღნიშვნა არის „ქართული ერთობის დარბაზის დარბაზის  პრიორიტეტი. ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ  გაზიარებულია ჩვენი წინადადება და ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა კონგრესი ტარდება მომდევნო წელს, ამის თაობაზე პატრიარქმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება.


კონგრესითან დაკავშირებით "ქართული ერთობის დარბაზმა" დიდი ხანია დაიწყო მზადებაუკვე მოეწყო შეხვედრები   ემიგრანტებთან მსოფლიოს თორმეტ  ქვეყანაში, შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფები. "ქართული ერთობის დარბაზს"- მიაჩნია:

1.თბილისის კონგრესამდე ყველგან, სადაც ისტორიულად,თუ ბედის უკუღმართობის გამო ცხოვრობენ ემიგრანტები საქართველოდან, უნდა ჩატარდეს -ყოველთა ქართველთა ,საქართველოს შვილთასაქართველოს მეგობართა კონგრესები.

2.თბილისის კონგრეს წარედგინოს საქართველოს მომავლის პროგრამა.


3.საერთო პროგრამის ერთ-ერთი დეტალიზებული უნდა იყოს ხიზანთა დაბრუნების,თუ უცხოეთში მათი მხარდაჭერის პროგრამ..."ქართული ერთობის დარბაზს"- აქვს კონკრეტული წინადადებებირომელთა გამოქვეყნებას ვიწყებთ საერთო განხილვისათვის 


ქართული ერთობის დარბაზის
პრეს-ცენტრი
29.07.2015წ


Комментариев нет:

Отправить комментарий