„ქართული ერთობის დარბაზის“ წევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხვდებიან უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
თურქეთში, საბერძნეთში, გერმანიაში,იტალიაში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ
ემიგრანტებთან, ასევე შრომით მიგრანტებთან შეხვედრებმა გამოავლინა საკითხთა ფართო წრე, რომელთა
გადაწყვეტაც უპირველესი მნიშვნელობისაა ჩვენი
ქვეყნისთვის. როგორც შეხვედრებზე ითქვა, უცხოეთში მცხოვრები ყოველი ქართველის ისტორიული მოვალეობაა სამშობლოში დაბრუნება მაგრამ დაბრუნება უნდა მოხდეს ღირსეულად, ისე, რომ სიძნელეები არ შეექმნას ქვეყანას. ამ კუთხით კი გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი.
უცხოეთში მცხოვრებმა და
დასაქმებულმა ჩვენმა თანამემამულეებმა განსაკუთრებულად
გაამახვილეს ყურადღება საარჩევნო კანონზე.
ამ კუთხით გამოიკვეთა მათი
საერთო მოთხოვნა: „მიგრანტებს უნდა დაუბრუნდეს სამოქალაქო უფლებები, სრულფასოვანი მოქალაქის შეგრძნება, შელახული ღირსება. მათ არა მხოლოდ იმ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომელიც კონსტიტუციით თითქოს გარანტირებული ჰქონდათ, არამედ ევროპული ქვეყნების დარად უნდა მიეცეთ უფლება მაჟორიტარი დეპუტატები აირჩიონ იგივე წესით, რა წესითაც ისინი აირჩევიან სამშობლოში." თუმცა მათ ამის იმედი ნაკლებად აქვთ, ვიდრე თავად ქვეყანაში არ აღდგენილა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტართა ქვოტები, რადგან ამ მიწებიდან დროებით იძულებით გადაადგილებული ადამიანებიც და იქ დარჩენილებიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები არიან დროებით სამშობლოდან მოწყვეტილი ტერიტორიებიდან .
ქართული ერთობის დარბაზის
პრეს-ცენტრი
29.07.2015წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий